Connect with us

კულინარია

როგორ გავყინოთ მწვანილი ისე, რომ მასში შემავალი ყველა ვიტამინი შევინარჩუნოთ

მწვანილის გასყინად მომზადება

მწვანილს ფესვები მოაჭერით და ცივი წყლით კარგად გარეცხეთ. მწვანილი უკეთ გაირეცხება თუ მას 5 წუთით წყლით სავსე ქვაბში გააჩერებთ. ასეთ შემთხვევაში მასზე არსებული ჭუჭყი და ქვიშა ფსკერზე დაილექება. შემდეგ მწვანილი დაბერტყეთ და ქაღალდის ხელსახოცებზე დააფინეთ, ის დაახლოებით 15 წუთი დატოვეთ რათა სრულად დაიწუროს.

წვანილის მომზადებისას როგორც მხოლოდ ერთი სახეობის ასევე მთლიანი ასროტის ერთად გაყინვაც შეიგიძლიათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთ პაკეტში მხოლოდ ერთი პორცია მწვანილი უნდა გაყინოთ.

ზოგიერთი მზარეული რუკოლის, რეჰანის, ხახვისა და სალათების გაყინვას არ გვირჩევს თუმცა ეს თქვენი გემოვნების საკითხია. გახსოვდეთ, რომ გაყინული მწვანილი მხოლოდ ცხელი კერძებისა და ღვეზელებისთვის გამოიყენება, ის სალათებში არ გამოგადგებათ.

რჩევა: შეგიძლიათ მწვანილი ძაფით, კონებად შეკრათ და ისე გაყინოთ. ისინი ბულიონისთვის, კრევეტებისთვის, კიბორჩხალებისთვის და მსგავსი კერძებისთვის გემოს დასამატებლად გამოგადგებათ. კერძის მომზადების ბოლოს კი შეგიძლიათ ის უბრალოდ გადააგდოთ.

ახლა კი მწვანილი შენახვის რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ

მეთოდი №1: კონებად

ეს მარტივი მეთოდია, მას დიდი დროის დახარჯვა არ ჭირდება. მწვანილს ფესვები მოვაჭრათ, მოხვსნათ ძაფი, გავრეცხოთ, გავაშროთ, ფრთხილად დავაფინოთ საყინულის ცარიელ თაროზე და გასაყინად დავტოვოთ. 1,5 – 2 საათის გასვლის შემდეგ ის მზადაა. შემდეგ პლასტმასის კონტეინერში ჩავალაგოთ. ზამთარში საჭიროებისამებრ მათი ერთმანეთისგან გაცალკევება და საჭირო რაოდენობის მწვანილის არება სირთულეს არ წარმოადგენს.

მეთოდი №2: დაჭრილი მწვანე მიქსი

აიღეთ საყვარელი მწვანილის რამდენიმე კონა, მოამზადეთ გაყინვისტის. დაჭერით და კარგად აურიეთ. მოათავსეთ პაკეტში და საყინულეში შეინახეტ. სასურველია წააწეროთ თუ რომელი ნარევი ინახება კონკრეტულ პარკში.

მეთოდი №3: ზეთისა და მწვანილის პიურე

ეს მეთოდი სხვადასხვა მწვანილისთვის გამოგადგებათ. მაგალითად ისპანახისთვის. ვიღებთ ისპანახს (დაახლოებით 1 კილოგრამს), ვაჭრით ბოლოებს და მარილიან წყალში მისი ფოთების ბლანშირებას (მოწალვას) ვახდენთ. შემდეგ ცივ წყალში გადავდებთ 10 წუთით. ბოლოს ხელსახოცზე მოვათავსებთდა ფრთხილად მაგრამ კარგად ვწურავთ. ისპანახს ბლენდერში ვათავსებთ და 100-150 გრამ ზეითუნის ზეთტან ერთად ვაბლენდერებთ, ვუმატებთ იმ წყალს რომელშიც ის მოვწალეთ და ინტენსიურად ვგარძელებთ მის დაბლენდერებას. მიღებულ პიურეს ყინულის ფორმებში ვანაწილებთ და საყინულეში ვდებთ. თუ ზეითუნის ზეთი არ მოგწონთ, ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოიყენეთ.

რამდენ ხანს ინახება გაყინული მწვანილი

არა უმეტეს 18 გრადუსზე, მწვანილი თავის ძვირფას თვისებებს არ კარგავს და დაახლოებით 1,5 წლის მანძილზე ინახება. 8 თვის შმედეგ ვიტამინები ნელ-ნელა ნადგურდება. ასე, რომ რაც უფრო თბილი საყინულე, მით უფრო მალე კარგავს მწვანილი ვიტამინებს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად

მწვანილს საყინულიდან მაშინვე სამზარეულოს მაგიდაზე ან ცხელ წვნიანში ნუ მოათავსებთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მის სასარგებლო თვისებებს გაანადგურებს. საყინულიდან მწვანილი ჯერ მაცივარში გადადეთ, გარკვეული დროის შემდეგ მწვანილი გალღვება და მის გამოყენებას შეძლებთ.

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.