ყვავილები
როგორ გავახაროთ ია ფოთლისგან, რჩევები წარმატებული მებაღისგან
იის ფოთლით გამრავლება – ყველაზე მარტივი მეთოდია, რაფის ამ შესანიშნავი ყვავილებით გასავსებად, თუმცა ისევე როგორც ყველა საქმეს, ამასაც თავისი ცოდნა უნდა.
ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა დააფესვიანოთ იის ფოთოლი ისე, რომ მისგან ულამაზესი მცენარე გაიზარდოს.
იის ფოთლით გამრავლება
ფოთლების არჩევა
სარგავი მასალის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ეცადე ჯანსაღი და კარგი ხარისხის ფოთოლი შეარჩიოთ შუა რიგებიდან.
მაღალ ტენიანობაში იის ფოთოლი 2-3 დღის მანძილეც კარგად ინახება, ამიტომ თქვენთვის სასურველი იის ფოთოლი შეგიძლიათ მეგობრებისგანაც მოიტანოთ ან ფოსტით შეუკვეთოთ.
როგორ გადავჭრათ ფოთოლი
აჯობებს ეს ბასრი დანით ან სამართებლით გააკეთოთ. ის 45 გრადუსიანი კუთხით უნდა გადაჭრათ.
უნდა იყოს საშუალო სიგრძის, იდეალურად ითვლება 2-4 სანტიმეტრი. ეს დაფესვიანებას დააჩქარებს და გააიოლებს. გადაჭრის ადგილი მოზრდილ იაზე დაფხვნილი, აქტივირებული ნახშირის მოყრით უნდა დაფაროთ. ნახშირის ნაცვლად ხის ნაცრის გამოყენებაც შეგიძლიათ.
იის ფოთოლი ჭიქით სავსე პატარა წყალში მოათავსეთ. ხსნარი მხოლოდ დაბოლოებას უნდა ეხებოდეს.
ფოთლის გადარგვა
ფესვის განვითარებას როგორც წესი 2 – 3 კვირა ესაჭიროება. როდესაც მისი სიგრძე 2 სანტიმეტრს აღწევს, ფოთლები შეგიძლია განოყიერებული ნიადაგით სავსე ჭიქაში გადაიტანოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იას ნოტიო ჰაერი უყვარს, მაგრამ წყლის სიჭარბეს ვერ იტანს. ამიტომ მისი დარგვისას დრენაჟის მომზადება არ დაგავიწყდეთ.
ჭიქის ბოლოში შეგიძლიათ პენოპლასტის ნაჭერი დადოთ, ან ია ბოლოში ნახვრეტების მქონდე ჭიქაში ჩარგოთ და ეს ჭიქა მეორე, უფრო დიდ ჭიქაში მოათავსოთ, ის, რომ ჭიქის კიდეებს შორის სიცარიელე დარჩეს. ეს მცენარეს ლპობისგან დაიცავს.
ფოთოლი ნიადაგში ვერტიკალურად უნდა ჩადოთ. ამავდროულად არ დაგავაიწყდეთ, რომ მიწის დატკეპვნა არ შეიძლება. მცენარე დარგვისთანავე მორწყეთ თბილი, 26-28 გრადუსი წყლით.
წანაზარდების გაჩენა
1-2 თვის შემდეგ, სწორი მოვლის შემთხვევაში დარგული ყვავილის გარშემო პაწაწინა იები გაჩნდებიან.
ბარტყების დაცილება მხოლოდ მაშინ შეიძლება როდესაც ისინი მუქ მწვანე ფერში შეიფერებიან. ყოველ წანაზარდს 3-4 ფოთოლი ექნება და მათი ზომა 3-5 სანტიმეტრს მიაღწევს.
რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა იები ყვავილებით გაგახარებენ. მორთეთ თქვენი სახლი ამ შესანიშნავი ოთახის მცენარით და დადებითი ემოციების უდიდესი ნაკადით დაიმუხტებით.