ყვავილები
როგორ გავაფესვიანოთ ორქიდეას შემთხვევითი ფოთოლი და შევიძინოთ ახალი ყვავილი
ჩვენთან ორქიდეები მოდაში 10 წლის წინ შემოვიდა. მაშინ ყვავილის ჩუქება თაიგულის ნაცვლად ან თავად სადღესასწაულო საჩუქრად დაიწყეს. ქალები ორქიდეების გამრავლებასა და ამ მცენარით მთელი აივნის გაფორმებაზე ოცნებობდნენ. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ერთეულები აღწევდნენ.
დღეს ორქიდეა იშვიათი მცენარე არაა. ის თითქმის ყველგან იყიდება, თან ყოველგვარი დანაკარგის გარეშე მისი გამრავლება ისწავლეს. საყვარელ მეთოდებს შორისაა კალმებით გამრავლება, თესლების დათესვა, ბუჩქების დაყოფა და ყვავილის ყუნწით გამრავლება. ერთად გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ორქიდეის გამრავლება ფოთლიდან.
შეიძლება თუ არა ორქიდეის გამრავლება მხოლოდ ერთი ფოთოლით
სინამდვილეში, ორქიდეის ფოთოლი გასამრავლებლად შესაფერისი არაა. ფოთლოვან ფირფიტაზე ზრდის წერტილები არაა, რომელზეც ფესვები უნდა წარმოიქმნას. თუმცა ზრდის ეს წერტილები ღეროზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდით ყვავილის გასამრავლებლად დაგჭირდებათ ფოთოლი ღეროს პატარა ნაწილით.
სანამ ფოთლიდან ორქიდეის გამრავლებას დაიწყებთ, აუცილებელი ინსტრუმენტები მოამზადეთ. თქვენ ბაღის სეკატორი დაგჭირდებათ. რაც უფრო ბასრია, მით უკეთესი. მოიმარაგეთ პლასტმასის კონტეინერები, წყლის ფილტრები და შემდეგი სასუქები: ფესვის ფორმირებისთვის, აქტივირებული ნახშირი, ციტოკინინის პასტა, ქარვის მჟავა.
სიტყვაზე, ფოთლიდან ორქიდეის გაზრდის პროცესი ერთ–ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივია. გაფესვიანებას 1,5-2 წელი სჭირდება.
როგორ დავრგოთ ორქიდეის ფოთოლი
გასამრავლებლად მხოლოდ ზრდასრული, ჯანმრთელი მცენარის ფოთოლი გამოიყენეთ. პირველ რიგში, ბასრი სეკატორით ორქიდეას ფოთოლი ღეროს ნაწილით მოაჭერით. ახლა მძინარე კვირტები გაააქტიურეთ. ამისთვის გადაჭრილი ფოთლები 8 საათით გამოაშრეთ.
შემდეგ მომავალი ფესვების ადგილი „კორნევინით“ დაამუშავეთ. 1 აბი აქტივირებული ნახშირი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ. ამ ხსნარში ყლორტი მოათავსეთ. ყლორტის ყელი ბოლომდე წყალში ჩაფლული უნდა იყოს. მზადაა!
გაფესვიანების დაჩქარება ქარვის მჟავით შეგიძლიათ. ამისთვის 1 აბი ქარვის მჟავა 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ხსნარში მოათავსეთ გადაჭრილი ფოთოლი, ყლორტის ყელით ქვემოთ. დარგვამდე შეამოწმეთ ლპობის ან ობის ნიშნები ხომ არ აქვს.
არ ვიცით, თქვენთან საქმე როგორაა, მაგრამ ჩემი კატა ორქიდეას ფოთლების კვნეტაზე გიჟდება. თავიდან ამის გამო ვნერვიულობდი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ორქიდეა ერთ–ერთი ოთახის მცენარეა, რომელიც კატისთვის სრულად უსაფრთხოა. თქვენ გიყვართ ორქიდეები? როგორ ზრუნავთ ამ ლამაზმანზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება!