Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ გავარემონტოთ ხრუშჩოვკის ბინა, რომ 3-ჯერ უფრო ძვირად გავაქირავოთ

უძრავ ქონებაში ინვესტირება შემოსავლის მისაღებად ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდია. თუმცა საკმარისი არაა იმის ცოდნა, თუ როგორ გააქირავოთ ბინა. უნდა გესმოდეთ, როგორ მოაწყოთ ბინა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესოთ.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ გასაქირავებლად ბინის კეთილმოწყობა გსურთ. დეტალები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

როგორ გავაქირავოთ ბინა

თქვენი ბინა მოთხოვნადი რომ იყოს, სწორად უნდა მოაწყოთ. თუ სახლში რემონტის დაწყებას აპირებთ, მინიმალისტურ დიზაინს ყურადღება მიაქციეთ. ის მოდიდან არასდროს გადავა. ასე მომავალ მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, რომ რაღაც თავისი შემოიტანონ. დაე, ეს იყოს დეტალები, მაგრამ მათი დახმარებით ბინა უფრო მყუდრო და კომფორტული გახდება.

კედლების დასაფარად ყველაზე პრაქტიკული მასალები გამოიყენეთ. მაგალითად, გლუვი საღებავი, რომლის გარეცხვაც შეიძლება. ასე პოტენციური მოიჯარეების წრეს გააფართოებთ. შიში არ გექნებათ, რომ ბავშვები ან ცხოველები კედლებს გააფუჭებენ.

ფერების შერჩევისას მშვიდ, პასტელურ პალიტრას ყურადღება მიაქციეთ. პირველ რიგში, ასეთი ფერები ყოველთვის აქტუალურია. მეორეც, კლასიკური შეფერილობა მოიჯარეებს არ დააფრთხობს.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ქირავდება ბინა ძალიან ლამაზი მისაღებით მწვანე ან ლურჯ ფერში. დამეთანხმეთ, ყოველდღე ასეთ ბინაში ყოფნა არავის სურს. ამავდროულად, ოთახი ნეიტრალურ კრემისფერ შეფერილობაში უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. თან უფრო მოდურად და ძვირადღირებულად გამოიყურება.

თუ ბინას გასაქირავებლად ყიდულობთ, რემონტზე ფული არ დაზოგოთ. ახლობლების მხარდაჭერით პროფესიონალური სამშენებლო გუნდი შექმენით. მაგალითად, როცა ჩემს პირველ ნაქირავებ ბინაში შევედი, უკვე რამდენიმე თვეში შპალერი და ხის იატაკი აძვრა. თითქოსდა, ასეთ წვრილმანებს ყურადღების მიქცევა არ სჭირდება, მაგრამ ეს მეტყველებს, რომ ბინის მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოებსა და მასალებზე ფული დაზოგა.

ფული არ დაზოგოთ სხვადასხვა საინჟინრო სისტემისთვის: ელექტროენერგია, წყალმომარაგება და გათბობა. ბინები ინდივიდუალური გათბობის სისტემით ფასობს, რადგან შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ცენტრალური გათბობა უფრო ძვირი ჯდება. თან თუ რამე გაფუჭდება, შეკეთებაზე უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოგიწევთ. სჯობს ყველა შესაძლო მომენტი წინასწარ გაითვალისწინოთ.

სხვა დეტალები

ხარისხიანი ფანჯრები – კიდევ ერთი კარგი სატყუარა დამქირავებლებისთვის. მაგალითად, ბინაში, რომელსაც ვქირაობ, არც თუ ისე კარგი მინა არის დაყენებული. ამის გამო სახლში ისე არ თბილა, როგორც მსურს. თან ხმის იზოლაცია მოიკოჭლებს.

თუ ფანჯარა მზიან მხარეს გადის, დარწმუნდით, რომ წლის თბილ სეზონზე საუნად არ გადაიქცევა. ფანჯრებზე სპეციალური ნაჭრის ჟალუზი დააყენეთ.

ბინა „ძვირად“ რომ შეაფასოთ, კონდიციონერი და ჩასაშენებელი წყლის ფილტრი დააყენეთ. ადამიანები მზად არიან, რომ ოჯახის კომფორტისთვის მეტი გადაიხადონ. ასევე კარგ სანტექნიკაზე ფულის დაზოგვა არ ღირს. ასე სწრაფად დაზიანებას თავიდან აიცილებთ და ეს მოიჯარესთვის კიდევ ერთი მიმზიდველი პლიუსი იქნება.

პრაქტიკული ავეჯი ბინის განუყოფელი ნაწილია. ამასთან სჯობს ოთახები ზედმეტი ელემენტებით არ დატვირთოთ. ბინის შერჩევისას კომფორტულ საძინებელს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დაე, ეს იყოს გასაშლელი, მაგრამ დიდი დივანი ან მთელი საწოლი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბინის ფასი უფრო იზრდება.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბინას საკმარისი შესანახი ადგილი ჰქონდეს. კარადა–კუპე ან ჩაშენებული კომოდი – იდეალური გადაწყვეტილებაა. ამასთან, სამზარეულოში შეგიძლიათ პრაქტიკული დივანი დადოთ, რომლის შიგნით ნივთების შენახვას შეძლებთ.

არ შეგეშინდეთ, რომ ბინაში ბევრი ცარიელი ადგილი იქნება. თქვენი მოიჯარეებისთვის ეს უფრო პლიუსია. მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ინტერიერი შეავსონ და ისე მოაწყონ, როგორც საკუთარი სახლი. მაგალითად, ჩემს ნაქირავებ ბინაში მთელი ერთი ოთახი ცარიელი იყო. ახლა აქ სამუშაო მაგიდა, სავარძელი და სარკე მიდევს.

რედაქციისგან

გახსოვდეთ, რომ რემონტზე, სანტექნიკასა და ავეჯზე ზედმეტი ეკონომია მიგიყვანთ იქამდე, რომ ბინა თავის პირველყოფილ იერს დაკარგავს. შედეგად ფასის დაწევა და მუდმივად რაღაცის შეკეთება მოგიწევთ. ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ყველაფერს წინასწარ მოიფიქრებთ.

თუ მსგავსი ინვესტიციის გამოცდილება გაქვთ, თქვენი ხრიკები გაგვიზიარეთ. რას ურჩევდით მათ, ვინც გასაქირავებლად ბინის ყიდვას აპირებს? მოუთმენლად გელით!

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი4 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები4 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი4 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან