Connect with us

ყვავილები

როგორ გადავჭრათ იუკა: დეტალური ინსტრუქცია

იუკა უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც 2 მეტრამდე გაზრდა შეუძლია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ზრდის პროცესში ქვედა ფოთლები ცვივა. ასე მცენარეს გარეგნობა ზიანდება და უბრალოდ მწვანე ქოჩრიან შიშველ ღეროს ვიღებთ. აი, როგორ უნდა გადაჭრათ იუკა სწორად, რომ დეკორატიული ფორმა არ გაფუჭდეს.

თავდაპირველად, შეიძლება შეცდეთ და არ გამოგივიდეთ, მაგრამ მალე ალღოს აუღებთ. ყველაფერი იდეალურად გამოგივათ.

იუკას გადაჭრა: დრო

იუკა სჯობს თებერვალში ან მარტში გადაჭრათ. ამ დროს ძილის ფაზიდან გამოდის და სტრესს ადვილად გადაიტანს. უფრო მოგვიანებით გადაჭრის შემთხვევაში წვენისგან შეიძლება დაიცალოს და გახმეს.

როგორც კი მცენარე 2 წლის გახდება, შეგიძლიათ გვირგვინი პირველად გადაჭრათ. წელიწადში 2–ჯერ შეგიძლიათ ახალი ყლორტები გასამრავლებლად მოჭრათ.

თუ პალმის ფესვები ლპება, ჯანმრთელი გვირგვინი და ყლორტები დაუყონებლივ მოაჭერით. სწრაფად გასაფესვიანებლად მინიმუმ 10-15 სმ სიგრძის კალმები დაგჭირდებათ.

დეტალური ინსტრუქცია როგორ გადავჭრათ იუკა

გადაჭრამდე 2-3 დღით ადრე ქოთნის მორწყვა შეწყვიტეთ. გადასაჭრელად ბასრი, დეზინფიცირებული ინსტრუმენტი აიღეთ. სადეზინფექციოდ შეგიძლიათ სპირტი ან მდუღარე წყალი გამოიყენოთ.

ასევე დაგჭირდებათ:

  • პარაფინის სანთელი და მურაცხი
  • ანტისტრესული ან აქტივატორი საშუალება (მაგალითად, ციტოკინინის პასტა)
  • ხის ან აქტივირებული ნახშირი
  • ჭურჭელი, დრენაჟი, მიწა და სათბურის ეფექტისთვის პარკი.

1. იუკა მიწიდან 50 სმ–ზე გადაჭერით. ერთი მკვეთრი მოძრაობით გადაჭერით. გახეხვა ან დარჩენილი ქერქის აძრობა არ ღირს. ასე მცენარეს დააზიანებთ.

2. 2 საათით გადაჭრილი ღერო და კალმები გასაშრობად გააჩერეთ.

3. ანტისტრესული საშუალებით („ეპინი“) დაამუშავეთ. მისი დახმარებით კვირტებს გააღვივებთ, რომელიც მცენარის ზრდის დროსაც განვითარებას გააგრძელებს.

4. პარაფინის სანთლის ცვილი გადანაჭერ ადგილას დააწვეთეთ. ასე წვენის დენას შეაჩერებთ და ჭრილობაში ინფექციების შესვლას არ დაუშვებთ.

5. პალმა 2 თვით ნახევრად დაჩრდილულ ადგილას გააჩერეთ. 1–2 კვირა დაასვენეთ , შემდეგ მორწყეთ. ახლა ნაკლები წყალი დასჭირდება, რადგან გვირგვინი უკვე გადაჭრილია. ამის შემდეგ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ მორწყეთ. სასუქი არ მიაწოდოთ.

2–3 კვირაში ახალი ყლორტები გამოჩნდება. 6 სმ–მდე თხელი ღეროები გადაჭერით, მხოლოდ 2 დატოვეთ. მაინც მალე გახმება, პალმას მათთვის ძალა უბრალოდ არ აქვს. გადანაჭერ ადგილას მურაცხი წაუსვით.

კალმების გაფესვიანება

იუკას გასამრავლებლად 25 სმ სიგრძის კალმები დაგჭირდებათ. ნახშირის ფხვნილი დაპუდრეთ, რომ დეზინფექცია გაუკეთოთ. 2 საათით გააჩერეთ.

ჭიქა წყალში ან მსუბუქად დატენიანებული ქვიშის და ტორფის ნარევში (დრენაჟი აუცილებელია) ჩადეთ. სათბურის ეფექტისთვის ზემოდან  პარკი დააფარეთ. იუკას კალმები 1-2 თვეში გაფესვიანდება.

ამ მითითებების გამოყენებით იუკას სწორად გადაჭრით და ზიანს არ მიაყენებთ. თან ერთ, არამედ რამდენიმე ჯანმრთელ და ლამაზ ხეს მიიღებთ.