თავის მოვლა
როგორ არ შევცდეთ ტონალურის შერჩევისას
სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობამ არ იცის როგორ შეარჩიოს ტონალურის ფერი სწორად და არა მარტო ქალებმა, ეს კოსმეტიკური მაღაზიების კონსულტანტებმაც კი არ იციან!
როგორ გავითვალისწინოთ ჩვენი კანის განსაკუთრებულობები, ასაკი და კანის სეზონური ცვლილება?!
მაშ ასე:
შეცდომა #1
განათების გადაჭარბება
ბევრი არ უფიქრდება იმას, რომ შუქის ერთადერთი სწორი ვარიანტი ტონალურის ფერის შესარჩევად – დღის შუქია!
ალტერნატივა: ტუალეტის მაგიდის ლამფაზე ნათურა რომელსაც ნეიტრალური განათება აქვს. სხვა ნებისმიერი განათება (განსაკუთრებით მაღაზიების) ან ცივ ნათებას იძლევა ან თბილს და ამიტომ ფერის ტონის შერჩევისას შეიძლება იოლად შეცდეთ.
შეცდომა#2
ტონალურის ფერის მხოლოდ სახის კანის ფერის მიხედვით შერჩევა!
სინამდვილეში თქვენი “კოლორიტი” სრულად უნდა გაითვალისწინოთ: სახე, ყელი, დეკოლტეს ზონა, ხელები. ყურადღებით ჩაიხედეთ სარკეში – და დაინახავთ თუ როგორ გასხვავდება სხეულის ამ ნაწილების ფერი ერთმანეთისგან.
შეცდომა #3
ტონალური კრემის კამუფლიაჟად გამოყენება
ძალიან გთხოვთ დაიმახოვროთ, ტონალური სახის ფერის გასწორებისთვისაა, იმისთვის, რომ სახის კანს ერთგვაროვანი ტონი ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილების შესაბამისად!. მისი “მოვალეობაა შეუმჩნევლად შეგიქმნათ ლამაზი კანი. აკნეს, შავი წერტილების, შრამების და მსგავსი დეფექტების დაფარვა კორექტორის მოვალეობაა და ისინი სწორედ ამ მიზნით არიან შექმნილი!
შეცდომა #4
კანის ტიპის/სიმკვრივის/ფორმულის არ გათვალისწინება
მართალია ქალების უმეტესობამ იცის თუ როგორი ტიპის კანი აქვს მაგრამ, ტონალური კრემების ნაირსახეობები და ვარიანტები კოსმეტიკის მაღაზიის თაროებზე მაინც დამაბნეველია. მათი სიმრავლე, პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს რადგან ეს დაგეხმარებთ მაქსიმალურად ინდივიდუალურად შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ფორმულა. ამიტომ აუცილებელია მაღაზიაში არამარტო მოსინჯოთ ტონალური არამედ დღის შუქზე გამოხვიდეთ შეამოწმოთ ტონი და უკან შებრუნდეთ :))
მნიშვნელოვანია ტონალურის ეს ვარიანტი დაახლოებით რვა საათი დაიტოვოთ სახეზე. ნახოთ როგორ შეესაბამება ის თქვენს კანს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ შეძენის გადაწყვეტილება.
შეცდომა #5
ეკონომიის გაკეთება
აჯობებს ტონალურის შეძენისას ფული არ დაინანოთ, რადგან ლამაზი, გლუვი და ბუნებრივი სახის კანის ფერი მასზეა დამოკიდებული. ქალბატონები ხშირად მზად არიან 15 სხვადასხვა ტონის ტუჩსაცხი ან ტუში შეიძინონ, თუმცა ტონალურის შეძენისას ხელგაშლილობას ერიდებიან, ეს კი დიდი შეცდომაა! ეკონომიის მიზნით, ტონალურის ინტერნეტით შეძენა, მისი წინასწარი დატესტვის გარეშე დაუშვებელია.
გაითვალისწინეთ: კარგი ტონალურის გამოყენების შემდეგ, თქვენი სახის კანი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ შეგიძლიათ მაკიაჟი სულაც აღარ გამოიყენოთ!