Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ავირიდოთ მეტეორიზმი ბუნებრივი საშუალებებით

კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა მეტეორიზმია – ჭარბი გაზების წარმოქმნა, შესიების შეგრძნება და ტკივილი, ეს პრობლემები ყველასთვის ერთნაირად შემაწუხებელია…

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა მცენარის ჩაი დაგვეხმარება. მათი მეშვეობით მეტეორიზმის თავიდან აცილება ეფექტურად შეიძლება.

1. ქინძი

ფართოდ გავრცელებული მცენარე რომელიც გარეგნულად ოხრახუშს გავს, მის მსგავსად ისიც სამზარეულოში, კერძებისთვის არომატის და გემოს მისაცემად გამოიყენება. ძალიან ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებიდან დაგროვილი გაზების გამოსათვაისუფლებლად, მისი სამედიცინო მიზნებისთვის გაშენება 3000 წლის წინ დაიწყეს. რომაელები მას ხორცის შესანახად იყენებდენ.
მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად სასურველია ქინძის ჩაი ჭამის წინ დალიოთ, მის მოსამზადებლად 500 მლ. მდუღარე წყალზე – 1 ჩ. კოვზი ქინძის თესლი და ფოთლები დაგჭირდებათ. მეტეორიზმის დროს ცერეცოს და პიტნასაც შეუძლიათ ჩვენი დახმარება, მიირთვით ის უმად ან ჩაის სახით.

2. ანისული

ანისული საკმაოდ სასარგებლო სუნელია, რომელიც მეტეორიზმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. დალიეთ ანისულის ჩაი – ყოველი ჭამის შემდეგ.

3. დარიჩინი

ბუნება უფრო და უფრო გვაოცებს. დარიჩინი მეტეორიზმსაც მკურნალობს.

4. ქინძი

იმისთვის, რომ საკვების დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ მეტეორიზმი ავირიდოთ ერთმანეთში აურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: ქინძის, მწვანე ანისულის, ვარკვლავისებური ანისულის, ცერეცოს ჩაი თანაბარი რაოდენობით და 1 სუფრის კოვზ ნარევს 500 მლ. მდუღარე წყალი დაასხით, მიიღეტ ყოველი ჭამის შემდეგ.

5. კამა

კამა გვევლინება უებარ საშუალებად მეტეორიზმის წინააღმდეგ. თუ ჩვენ მოვამზადებთ ნაერთს 1 ჩ. კოვზი კამის და 500 მლ მდუღარესგან და მიიღებთ 2 ჭიქას დღეში {დილიტ და საღამოს}, თქვენ გათავისუფლდებით მეტეორიზმისგან, მუცლის ტკივილისგან, შებერილობისგან, ასევე მოგიგვარდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბევრ სხვა პრობლემას.

6. კვლიავი

როგორც უამრავი სხვა სუნელი, კვლიავიც ძალიან კარგი გაზგამყვანი საშუალებაა. შეგიძლიათ ჩაის კოვზი კვლიავის ფხვნილი მდუღარე წყალში გახსნათ ან მისი დაქუცმაცებული თესლისგან ჩაი გააკეთოთ.