Connect with us

თავის მოვლა

როგორც რაპუნცელი: 5 ხრიკი გრძელი თმის გასაზრდელად

თმა მთელი ცხოვრება, თვეში საშუალოდ 1-2 სმ–ით იზრდება. მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში თმა განვითარების 3 ფაზას გადის: ზრდა, სიმშვიდის ფაზა და ცვენა. პირველი 2-5 წელი გრძელდება, მეორე დაახლოებით 2 კვირა, მესამე – რამდენიმე თვე. გამოდის, თმის ცვენა გარდაუვალია, ეს ბუნებრივი პროცესია. მართალია, ჯანსაღი თმის ცვენის დროს სავარცხელზე 15 თმის ღერზე მეტი არ უნდა დარჩეს.

რა ახდენს გავლენას თმის ზრდაზე

თმის ზრდაზე პასუხისმგებელია რამდენიმე ფაქტორი:

  • კლიმატი
  • კვება
  • ასაკი
  • მემკვიდრეობა
  • დღის განაკვეთი
  • წლის სეზონი

დამტკიცებულია, რომ თმა წლის თბილ დროსა და დღის სინათლეზე უფრო სწრაფად იზრდება. ზაფხულში თმის ზრდას ზუსტად 15-20%–ით ჩქარდება. ასაკიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვებს თმა ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე თვეში მაქსიმალურად 2 სმ–ით ეზრდება, მოგვიანებით 1,5 სმ–მდე მცირდება, ხოლო ხანდაზმულ ასაკში მინიმალურ 1 სმ–ს აღწევს.

რა თქმა უნდა, გენეტიკა მთავარ როლს ასრულებს, ვერ იკამათებთ. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ. დღეს მათ შესახებ გიამბობთ!

თავის მასაჟი

ლამაზი თმის საფუძველი – ჯანსაღი ბოლქვები და კანია. თუ ძირებში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და სასარგებლო ნივთიერებები არ ხვდება, თმის ზრდა ნელდება. საქმე იმაშია, რომ სწორედ სისხლი აწვდის თმის ფოლიკულებს ძალის, ჯანმრთელობის, ბზინვარებისა და ზრდისთვის აუცილებელ კომპონენტებს.

სწორი სისხლის მიმოქცევა თავიდან აგაცილებთ კისრის ნაწილში დაჭიმვას, რომელიც სისხლს თმის ძირებამდე მიღწევაში ხელს უშლის. თავის მასაჟი სწორედ ამ ზონაში დაიწყეთ და ნელ–ნელა თმის ნაწილისკენ გადადით. თუ ყოველდღიური მასაჟისთვის დრო არ გყოფნით, უბრალოდ მასაჟორი სავარცხელი შეიძინეთ და დავარცხნის დროს ძირები კარგად დაიმასაჟეთ. უკვე 1 თვიანი რეგულარული მასაჟის შემდეგ თმა მადლობას გეტყვით.

ნიკოტინის მჟავა

საშიში სახელის მიუხედავად ეს მჟავა თამბაქოსთან და მოწევასთან კავშირში არაა. ნიკოტინის მჟავა, იგივე ნიოცინი და PP ვიტამინია, გვხვდება წითელ ხორცში, აფთიაქებში ამპულების ან აბების სახით იყიდება. ნიოცინს ზრდის დამაჩქარებელ თმის მოვლის საშუალებებში ხშირად ამატებენ.

დამოუკიდებლად ნიკოტინის მჟავა შეგიძლიათ გამოიყენოთ შიგნით აბების სახით ან გარეგნულად, ამპულების ნიღბებში დამატებით ან სუფთა სახით თმის ძირებში შეზელვით. პირველ შემთხვევაში აბები სისხლში ვრცელდება და სახის და თმის ძირების ზონასთან აღწევს. მიღებიდან 10-15 წუთში შესამჩნევ ჰიპერტენზიას იგრძნობთ, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა. რეკომენდებულია დღეში 3–ჯერ 3 აბის მიღება 1 თვის განმავლობაში.

მეორე შემთხვევაში ნიოცინი მოქმედებას თავის კანზე, მაგრამ პრინციპი იგივეა: ჰიპერემიის შექმნა და სისხლის ნაკადის გაზრდა, რომელიც ზრდისთვის აუცილებელ ელემენტებს შეიცავს.

კვება

სილამაზე შიგნიდან იწყება, ხოლო კვება თმის ზრდასა და ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ თმის ზრდისთვის აუცილებელი პროდუქტები თქვენს რაციონში უკვე შედის, მაგრამ ეფექტურობის გასაზრდელად მათ დახმარება სჭირდებათ. კერძოდ, მოიშორეთ მავნე კომპონენტები, რომლებიც თმის ზრდას ხელს უშლიან: სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, კონსერვები და მარილიანი საკვები.

რაციონში უნდა ჭარბობდეს ხორცი და ფრინველი – ცილების წყარო, რომელიც თმის სტრუქტურის 80%–ს შეადგენს. ამინომჟავებით მდიდარი თევზი თავის კანის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, ცხიმის წარმოებას არეგულირებს და ქერტლს აქრობს. ბოსტნეულში შემავალი კალციუმი კერატინის წარმოებას ხელს უწყობს, რაც თმის მთავარი საშენი მასალაა. ბოსტნეულს შორის ჩემპიონია – ბროკოლი, მასში რეკორდული კონცენტრაციის კალციუმი შედის. არჩევანი მასზე გააკეთეთ.

არანაირი სტრესი

რა თქმა უნდა, ადვილია იმაზე საუბარი, რომ სტრესი უნდა მოიშოროთ. ეს მოულოდნელად ხდება და კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა შეგვიძლია სტრესი ფიზიკურ დონეზე შევამციროთ: დღეში მინიმუმ 8 საათი იძინეთ. პოზიტიურად იაზროვნეთ და აკვიატებული ფიქრები მოიშორეთ. ამჩნევთ, რომ თმა ყველაზე მეტად სტრესის დროს გცვივათ? ტრიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თმის ზრდასა და ნერვულ სისტემას შორის კავშირი არსებობს. სწორედ ამიტომ, პოზიტიურ ტალღაზე გადადით და პრობლემების ნაცვლად თმის სილამაზეზე იფიქრეთ. პატარა პრობლემები მოგვარდება, ხოლო ლამაზი თმა დარჩება!

თმის მოვლა

შამპუნები წარწერით „თმის ზრდისთვის“ მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი არაა. მისი მოქმედების პრინციპი იგივე ჰიპერემიას და სისხლის მიმოქცევას ექვემდებარება. კარგი შედეგისთვის შეარჩიეთ ნიღაბი და შამპუნი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნიოცინი, მდოგვი, სხვადასხვა სახის წიწაკა და მენთოლი. რა თქმა უნდა, ისინი თმას ისე ძლიერ ვერ ახურებენ, როგორც სუფთა სახის ნიკოტინის მჟავა, მაგრამ შამპუნის შემადგენლობაში შეგიძლიათ სისტემატურად გამოიყენოთ. შამპუნის 10 გამოყენება უფრო კარგია, ვიდრე თმის ძირებზე ნიოცინის ერთხელ წასმა და შედეგების ლოდინი.

Advertisement
ჯანმრთელობა5 mins ago

რატომ ჩნდება ფეხის სუნი და როგორ მოვიშოროთ

თავის მოვლა6 mins ago

როგორ ვაიძულოთ თქვენს „მარაოს“ საფუარივით სწრაფად ზრდა

კულინარია6 mins ago

5 ნატურალური და უსაფრთხო ენერგეტიკული სასმელი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ

ტესტები6 mins ago

ჩაიხედეთ მომავალში ჯადოსნური ფარნის დახმარებით

ყვავილები21 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები21 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი21 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული