Connect with us

ჰოროსკოპი

როგორი ჯადოქარი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ასტროლოგიურ რეიტინგს. ნახეთ, როგორი ჯადოქარი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თხის რქა

დაუნდობელი ჯადოქარი. თუ ვინმეს დაწყევლის, ისე რომ მთელ ოჯახს მეშვიდე თაობამდე მისწვდეს. თუ ვინმეს მოსწავლედ აიყვანს, სიდორის თხასავით გაამწარებს, რადგან ფიქრობს, რომ ასე უკეთ აითვისებს. პრინციპში ახალი ჯადოქრების მომზადებაზე მთელ დროს ხარჯავს, რადგან არ იცის, კიდევ როგორ გამოიყენოს შესაძლებლობები. ფული? ასკეტია. სიყვარული? სიყვარულის შელოცვები ცუდია. სხვების დახმარება? ამ ახლობლებმა დივნიდან ტრაკის აწევა სცადეს?

მერწყული

დაუდევარი ჯადოქარი. ყოველთვის ისე ჯადოქრობს, თითქოსდა უკანასკნელად, და არასდროს წესების მიხედვით. აბა შემოქმედება და ექსპერიმენტები? როგორც წესი, ექსპერიმენტებს ყველა მონაწილე შხამასოკოს ნაყენით დათრობამდე და მრავალჯერ ბოდიშის მოხდამდე მიყავს. აი, კიდევ ერთი რამ: გაითვალისწინეთ რომ შხამასოკოს ნაყენი თავად მოამზადა, ანუ შეიძლება ეს გამამხნევებელი ჰალუცინოგენი არ იყოს. დიდი ალბათობით, საფაღარათო საშუალებაა საძილე აბებით.

თევზები

მგრძნობიარე ჯადოქარი. დამოკიდებულია ყველაფერზე: ამინდზე, მთვარის ფაზაზე, იმაზე, დღეს შავმა კატამ გადაურბინა თუ არა. სწორედ ამიტომ, ჯადოსნური ნიჭის გამოყენებას ვერ ახერხებს, რაც მადლიერი კლიენტების უწყვეტი ნაკადით უზრუნველყოფს. აი, ასე ავტობუსში ზის, შემთხვევით რუნებს გაშლის და ბედს გიმკითხავებთ, „არაფერი გამიკეთებია, თავისთავად მოხდა!“

ვერძი

საშიში ჯადოქარი. ძალიან ძლიერ მაგიურ ძალას ფლობს, ამიტომ შეუძლია სასიყვარულო წამლის მომზადება, რომლის ერთი წვეთიც საკმარისია, რომ მთელმა თანამედროვე ჰოლივუდმა შეგიყვაროთ. შეუძლია ისეთი შელოცვის მოფიქრება, რომლითაც ყველა ჯოჯოხეთურ ეშმაკს და კიდევ ას ცოდვილს სამსახურში გამოიძახებს. თეორიულად შესაძლებელია. პრაქტიკაში წამლის მომზადებისას ბაყაყის ფეხები კიტრში ერევა, ხოლო შელოცვებში ჩანართებს აკეთებს: „ჯანდაბას, ეს როგორ იყო, აა! ბიბიდო თუ ტიბიდო?“. მოკლედ, ჩვეულებრივდ, მომხიბვლელი სისულელე გამოდის – დამანგრეველი ძალის მომხიბვლელი სისულელე.

კურო

პრაქტიკული ჯადოქარი. მაგიის გამოყენება მისი ძლიერი მხარეა. დარწმუნებული არ ვართ, წყლის ღვინოდ გადაქცევისესახებ, მაგრამ ნებისმიერი ნივთის ფულად ქცევა ნამდვილად შეუძლია. ჯადოქარი კურო საკუთარ თავში ჭკვიან ჰომუნკულუსს შექმნის და სამუშაოდ გაუშვებს. ჰომუნკულესი ჭკვიანია იმდენად, რომ წლებთან ერთად საშუალო ასაკის კრიზისი გამოიმუშავოს და ჯადოქარი კატების წრეში დივანზე დაწვეს. ზუსტად იმდენად, რომ ესმოდეს: ჯადოქარი ამის გამო არ მოწამლავს, რადგან ახლის შექმნა და მასთან შეგუება არ სურს. დიახ, მოხუცი ენანება, ის ხომ ასეთი საყვარელია.

ტყუპები

ცნობისმოყვარე ჯადოქარი. ჯადოქრობს არა პრაქტიკული სარგებლის, არამედ იმის გამო, რომ ნახოს, რა გამოუვა. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ხარისხის სისხლისმსმელი ურჩხული გამოდის (რომელსაც ჯადოქარი ყოველთვის კეთილ ხელს აბარებს და ამ კეთილი ხელის აზრი არ აინტერესებს). ასევე გამოდის მკვლელი წამალი უცნაური ეფექტით. სასიყვარულო წამალს ან საწამლავს მის სარდაფში ვერ იპოვით, აი, ეტიკეტები, როგორიცაა „ნაყენი ამაო ცხოვრების გასაცნობიერებლად“, ნორმალურია.

კირჩხიბი

განათლებული ჯადოქარი. ჯადოქრების შესახე ლიტერატურას წარმოუდგენელი სისწრაფით შთანთქავს, ჯადოქრობის ყველა ცნობილ მეთოდს თანმიმდევრულად სწავლობს. მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით, რადგან პრაქტიკაში საკუთარ ცოდნას არ იყენებს. ურჩევნია დახვეწილ სამყაროს პირდაპირ დაუკავშირდეს –  თაგვის კუდის ნაყენის დალევის და შელოცვების გარეშე. ნაყენებს (დაავადებების და სულიერი სევდის სამკურნალო), როგორიცაა ჩაი ბალახებით „თავად შევაგროვე“, უბრალო მოკვდებს ურიგებს, რადგან ასეთი უბედურები ვართ და ვეცოდებით.

ლომი

პატივმოყვარე ჯადოქარი. ხელმისაწვდომი ჯადოქრობის მეთოდებიდან სასიყვარულოს უპირატესობას ანიჭებს, რადგან საჭირო შედეგის გარანტიას მხოლოდ ის აძლევს. მისთვის საჭირო შედეგია 1)დაუყოვნებელი; 2)პოზიტიური; 3)ის, ვისაც ყველა შეამჩნევს და აღფრთოვანებაში მოყავს. სასიყვარულო შელოცვებს ფლობს და ტანჯულებს გულუხვად უზიარებს. შელოცვებს მილიონრებზე, ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და პრეზიდენტებზე პრინციპულად არ აკეთებს. პრინციპი მარტივია: იქნებ, თავად დაჭირდეს?

ქალწული

ჯადოქარი სნობი. სხვა ჯადოქრებს საწყალ თაღლითებად მიიჩნევს, ხოლო ჯადოსნურ რიტუალებს და შელოცვებს ჯოჯოხეთურ ცირკს უწოდებს. თავად წინასწარმეტყველობის, სხვების ფიქრების წაკითხვის, მოკვდავების მართვის უნარის გარდა სხვა არანაირი ნიჭი არ აქვს. ასევე ცხოველების ენაც ესმის. მათთან საუბარი ურჩევნია, რადგან ადამიანები ზედმეტად სულელები არიან. ბოლოს და ბოლოს, როდის შეწყვეტენ საკუთარი პრობლემებით მასთან მისვლას? სამწუხაროდ, არასდროს – ქალწული ხომ ერთადერთი ჯადოქარია, რომელიც გამოიყურება, როგორც ჯადოქარი. პირდაპირ შუბლზე აწერია.

სასწორი

მომხიბვლელი ჯადოქარი. ცერემონიალური ჯადოქრობის დიდი გულშემატკივარი – ლამაზი, საზეიმო, მაგრამ აბსოლუტურად უაზრო პრაქტიკულობის კუთხით. რაც პრინციპში არავის აღელვებს, რადგან სასწორი თავის შესაძლებლობებს არ ააშკარავებს და ფულზე ნიჭის გაყიდვას ცუდ ტონად მიიჩნევს. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეუძლია, – მეგობრისთვის სასიყვარულო ნაყენის ბოთლის ჩუქება ისე, თითქოსდა სუნამოა. თავისთვის არ ამზადებს, რადგან ვისთვის გააკეთოს? სჯობს სპირიტიული სეანსი მოაწყოს, სტუმრად რამდენიმე კლასიკოსი გარდაცვლილი მოიწვიოს და მშვენიერ თემებზე ესაუბროს.

მორიელი

გენიალური ჯადოქარი. მისი ჯადოქრობა სხვა ჯადოქრებსაც აშინებს. გარდაცვლილების სამყაროში უბრალოდ ჩაის დასალევად ჩადის, დემონებს ამღერებს, მოკვდავებთან მოთვინიერებულ კონდრატის სულს აგზავნის. კონდრატი ყველას სტუმრობს, ვისაც მორიელი მიიჩნევს არაკეთილმოსურნედ ან კეთილად. ეს უკანასკნელი, კონდრატთან შეხვედრის შემდეგ სამუდამოდ ჯადოქარზე შეყვარებული რჩება. სასიყვარულო ჯადოქრობაში თანასწორი არ ჰყავს. საერთოდ, არ ჰყავს თანასწორი, რადგან სჯობს ჯადოქარ მორიელს არ შეეკამათოთ. მას ხომ შურისმაძიებელი ბუნება აქვს.

მშვილდოსანი

პოზიტიური ჯადოქარი. ოჰ, რა კარგი ცოცხია! მიმიმი, მოთვინიერებული ყორანი! უჰ, შამანის გამხმარი თავი! ეს მე? რა მშვენიერია! ასეთი სულელის იმიჯის მიუხედავად წარმოუდგენელი მაგიური ძალა აქვს. შეუძლია ქალაქების განადგურება, მმართველების დამხობა და ხალხისთვის ჭირის, ქრონიკული სურდოს, სენის გაგზავნა. მოკლედ, ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ზედმეტად მადლიერი და კაცთმოყვარეა. ნეტავ, ყველა ასეთი იყოს.

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები5 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი5 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები5 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი5 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან