Connect with us

მოდა და სტილი

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ადამიანში ყველაფერი ლამაზი და ზომიერად უნდა იყოს. ზოგიერთი სუნამო შესაფერისია სექსისთვის, ზოგი კი მოლაპარაკებებისთვის. Alltime.ge გთავაზობთ 7 არომატს, რომლებიც თანამოსაუბრეს დაარწმუნებს, რომ წარმატებული ხართ.

Chicago High, Vilhelm Parfumerie

Chicago High, Vilhelm Parfumerie ფასი: 790 ლარი

არომატი – გეტსბის წვეულება ბოთლში. მის გულში ცქრიალა ღვინო, წვნიანი ანანასის ნაჭრები იმალება, ხოლო შლეიფში – თამბაქოს კვამლი და ტყავი. გმირი ქალი Chicago High – ლამაზი ქალი, რომელმაც თავის ფასი იცის. ზუსტად იცის, როგორ მიაღწიოს სასურველს მხოლოდ ღიმილით.

Feu Patchouli, Maison Rebatchi

Feu Patchouli, Maison Rebatchi, ფასი მოთხოვნით

მიხაკი და წიწაკა მამაკაცური ნოტებია? თუ ეს წესია, ვარღვევთ. სტერეოტიპები და გენდერული საზღვრები მოიშორეთ. სუნამო Feu Patchouli – თამამი არომატი ასეთივე შეუპოვარი ქალისთვის, რომელიც საკუთარი წესებით ცხოვრობს და გაკიცხვა არ აშინებს. ჩარჩოები და საზღვრები მისთვის უცხოა. Feu Patchouli მაჯაზე ვარდისფერი და შავი წიწაკის თაიგულით იშლება და პიკზე პაჩულის და შიპრის სურნელს აფრქვევს.

J’adore Infinissime, Dior

J’adore Infinissime, Dior, ფასი 540 ლარი

J’adore–ს ყოველი ახალი არომატი ქალს უმღერის. ამ წლის სიახლე J’adore Infinissime – თავისუფალი, ამაყი და თავდაჯერებული ქალია. Infinissime წინამორბედზე უფრო ღრმად და სერიოზულად ჟღერს, გულში მწკლარტე და ვნებიანი ტუბეროზით იშლება. ფრანსუა დემაშის, Dior–ის სახლის წამყვანი პარფიუმერის აზრით, სწორედ ტუბეროზა აქცევს ახალ სუნამოს თავხედურ და უკომპრომისო სურნელად. არომატის სახე შარლიზ ტერონი გახდა. რეკლამაში მის ხმას ათასობით სხვა ქალის ხმა უერთდება, რომლებიც მიზნისკენ თამამად მიიწევენ.

Beauty du Diable, Les Liquides Imaginaires

Beauty du Diable, Les Liquides Imaginaires, ფასი 1080 ლარი

ეშმაკის მთავარი ხრიკია დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს. არომატის Beauty du Diable ხრიკი პირობა, ინტრიგა და ყოველთვის სასურველის მიღება. მრავალმხრივი, უჩვეულო კომპოზიცია აბსენტის და ჯინის, ციტრუსის და მიხაკის თამამი ნოტებით თამაშობს, მაგრამ თავის გულს ბოლომდე არ შლის. არომატი საკმაოდ ინტენსიურია – სჯობს ცივ სეზონზე იპკუროთ, რომ ხმამაღლა აჟღერდეს და არა უსიამოვნოდ.

Perfect, Marc Jacobs

Perfect, Marc Jacobs, ფასი 425 ლარი

არომატი მარკ ჯეიკობსის მაჯაზე ტატუთია შთაგონებული: „სრულყოფილი ვარ იმით, როგორიც ვარ“. სარეკლამო კამპანიაში განსხვავებული აღნაგობის და ფიზიკური გარეგნობის 42 ქალი გადაიღეს. არომატის იდეა – გაჩვენოთ, რომ თითოეული მათგანი მშვენიერია და არსებობის უფლება აქვს. კომპოზიციის გულია ნარგიზი (სიმბოლურია!), შლეიფი (მოულოდნელი!) ნუშის რძე და კედარი. არომატი საკმაოდ მსუბუქია – ისეთი, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ და აბსოლუტურად მოკრძალებულად ჟღერს.

(212) Red VIP Rose, Carolina Herrera

(212) Red VIP Rose, Carolina Herrera, ფასი 407 ლარი
(212) Red VIP Rose გმირი ქალი – ძლიერი, თავისუფალი და თანამედროვე. ის უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვის და ზრუნავს მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება. არომატი შიდსით დაავადებულთა მხარდასაჭერად გამოუშვეს, ბრენდმა RED ფონდში 100 ათასი ევრო გადარიცხა – ეს თანხა ხალხს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით 500 000 დღე უზრუნველყოფს. ახალი არომატი ბულგარული ვარდის ესენციით იშლება და ნელ–ნელა ტკბილ კონიაკურ ტირამისუში გადადის. კომპოზიცია ტკბილი და გაჯერებული არომატების მოყვარულებს მოეწონებათ.

Le Gemme Erea, BVLGARI

Le Gemme Erea, BVLGARI, ფასი 1290 ლარი

ყველაზე ძლიერ და აქტიურ ქალსაც კი დასვენება სჭირდება – BVLGARI–ის ახალი არომატის ფილოსოფია. კომპოზიცია Le Gemme Erea მწვანე აქატით შთაგონებულია. ლეგენდის თანახმად, აქატი დამამშვიდებელ ენერგიას ასხივებს და გვიცავს. სწორედ ამიტომ, არომატს Erea უწოდეს – ბერძნული სიტყვიდან “Eirene”, ანუ „სიმშვიდე“. სუნამო სომალური საკმევლის, მწვანე ილის და მადაგასკური ვანილის სურნელებით გვიტაცებს. მოეწონება მათ, ვინც უნისექს არომატებს უპირატესობას ანიჭებს, მუღნი უყვარს და კაშკაშად და უჩვეულოდ ნათება არ აშინებს.

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი4 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები4 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი4 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან