Connect with us

მოდა და სტილი

როგორი მანიკური გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იდეალურად

ცოტა დრო დარჩა და მალე ერთად, მეგობრულად შამპანურის ჭიქებით ფეხზე ვიდგებით და თორმეტი ზარის დარეკვას დაველოდებით. საახალწლო სტილში ნათელი ფერის დამატებასა და წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ მანიკური, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

როგორც ამ სფეროს ბევრი გამოცდილი ექსპერტი ირწმუნება, ლაქის ფერი სადღესასწაულო საღამოს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით უნდა აირჩიოთ. სწორად შერჩეული ფერი სახლში ბედნიერებას მოგიტანთ!

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელია თქვენთვის იდეალური მანიკური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. წარმოუდგენლად ლამაზი ვარიანტები!

მანიკური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

აქტიურმა და ენერგიულმა ვერძმა არჩევანი მარსალის ფერზეა უნდა შეაჩეროს. ამ ზოდიაქოს ნიშნის იმპულსურ და აქტიურ ბუნებას შინდისფერის ყველა შეფერილობა უხდება. ასეთი ფერი საღამოს კაბას და საქმიან კოსტუმს ერთნაირად უხდება!

კურო

ყავისფერი და კრემისფერი – სადღესასწაულო მანიკურის შერჩევისას აქცენტი სწორედ ამ ფერებზე უნდა გააკეთოთ. ეს ფერები ამ მშვენიერი ნიშნის ცხოვრებაში ჰარმონიას და სიმშვიდეს შემოიტანს.

ტყუპები

არაპროგნოზირებად ტყუპებს განსაკუთრებული მანიკური სჭირდება. ნათელი ფერები, ბზინავები, ისრები, აბსტრაქტული და თვალში საცემი ნახატები ფრჩხილებზე – აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

კირჩხიბი

ინტენსიური ლურჯი კირჩხიბის სუსტ, ნაზ და სიკეთით სავსე ბუნებას ხაზს უსვამს. ლურჯი ჩრდილები კირჩხიბის ცხოვრებაში უფრო მეტ რომანტიკას და სულიერებას შემოიტანს.

ლომი

მეფურ ლომს პირად ცხოვრებაში ბედნიერებას და კარიერულ კიბეზე წინსვლას ოქროსფერი ჩრდილები მოუტანს. ამასთან, გამოგადგებათ როგორც ერთ ფერში შეღებვა, ასევე ოქროსფერი ზოლები.

ქალწული

მარგალიტისფერი, ნაცრისფერი და თეთრი ფერები პრაქტიკულ ქალწულს სიმსუბუქეს მიანიჭებს. გარდა ამისა, ეს ჩრდილები ნებისმიერ სადღესასწაულო სამოსს იდეალურად უხდება!

სასწორი

ცხოვრების გასაწონასწორებლად სჯობს ფრჩხილები იისფერი და ვარდისფერი ლაქით შეიღებოთ. ასე უფრო მომხიბვლელი და რომანტიკული გახდება.

მორიელი

იდუმალმა მორიელმა არჩევანი მარმელადისფერ ომბრე მანიკურზე უნდა შეაჩეროს. მანიკურის ფერის გასაგებად წარმოიდგინეთ ფერადი, შაქარში ამოვლებული მარმელადი.

მშვილდოსანი

მოუსვენარი მშვილდოსნისთვის მანიკურში რაიმე ხიბლის დამატება კარგი იქნება. მაგალითად, თუ ირჩევთ ფრენჩს, ფერადი ხაზი დაუმატეთ. მონოქრომული მანიკური? კარგი, მაშინ თითოეულ ფრჩხილზე სხვადასხვა ფერი!

თხის რქა

დახვეწილ თხის რქას შეუძლია მთელ მსოფლიოს კარგი გემოვნება უჩვენოს. ამისთვის კი შავი მანიკური უნდა გაიკეთოთ. დიახ, დიახ, სწორედ შავი ფრჩხილის ლაქი მოდიდან უკვე დიდი ხანია აღარ გადადის ისევე, როგორც Chanel–ის ლეგენდარული შავი კაბა!

მერწყული

ჰაეროვან და კომუნიკაბელურ მერწყულს მოუხდება ცისფერის შეფერილობები. ასე ამ ნიშნის წარმომადგენლის გულახდილობას და ჰუმანურობას ხაზი გაესმება.

თევზები

თევზებისთვის იდეალური იქნება, თუ 2021 წელს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი მანიკურით შეხვდება. სხვათა შორის, ამ ჩრდილებს წლის მფარველიც, თეთრი მეტალის ხარიც დააფასებს!

რედაქციის რჩევა

პირადად, მე, წელს ვაპირებ ზეციურ მნათობებს დავუჯერო: მანიკურს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გავიკეთებ. ვერ ვიტყვი, ასეთ რჩევას ბრმად ვენდობი, მაგრამ რატომ არ უნდა ვცადო?! იქნებ ეფექტურია? ახალ წელს ყველაზე პრაგმატულ ხალხსაც ბავშვივით სასწაულების სჯერა.

გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრება სასწაულებით სავსე იყოს. დაე, თქვენი ყველაზე კეთილი და კარგი სურვილი ახდეს!

Advertisement
ჯანმრთელობა1 hour ago

თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა

ჰოროსკოპი1 hour ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

საკითხავი1 hour ago

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

საკითხავი1 hour ago

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ყვავილები1 day ago

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

საკითხავი1 day ago

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

ჰოროსკოპი1 day ago

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

ჯანმრთელობა1 day ago

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

სახლი და დიზაინი2 days ago

ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს

ჰოროსკოპი2 days ago

რატომ თხოვდებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს

ტესტები2 weeks ago

სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი

ჰოროსკოპი3 days ago

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ჰოროსკოპი2 weeks ago

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა4 days ago

რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს

ჰოროსკოპი6 days ago

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ტრენდული