Connect with us

ჰოროსკოპი

როგორია ოჯახური ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ოჯახური ცხოვრება ურთიერთობაზე მუდმივი მუშაობაა. ის არა მხოლოდ მოთმინებას და მონდომებას, არამედ ბედნიერ შემთხვევას მოითხოვს. ზოგი გამართლებას ბედს აწერს, ზოგი კი ჰოროსკოპს. როგორი სკეპტიკურიც არ უნდა ვიყო, პარტნიორის ზოდიაქოს ნიშანს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ.

ბევრი დამეთანხმება, რომ ქორწინებაში კომპრომისის პოვნა მთავარია. ამისთვის უნდა განსაზღვროთ, თუ რას აფასებს თქვენი პარტნიორი და რის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ამის გარკვევას არა მხოლოდ გულითადი საუბრით, არამედ ჰოროსკოპით შეძლებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, გაეცნოთ, როგორია ოჯახური ცხოვრება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანთან.

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენლები მტკიცე ხასიათით, სიჯიუტით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ისინი არანაკლებ ძლიერ პარტნიორებს ირჩევენ. ვერძი ასაკის და მდგომარეობის მიუხედავად ვითარდება. პარტნიორისგანაც იგივე მიზანსწრაფვას მოითხოვს. ვერძის შეცვლა რთულია, ამიტომ მოგიწევთ მას მოერგოთ.

კურო

კუროსთან ცხოვრება მარტივია. ამ ნიშნის წარმომადგენელი წვრილმან წარუმატებლობასა და კამათზე არ იციკლება. პირველი ცდილობს შერიგებას, წყენას ადვილად პატიობს და კონფლიქტური საერთოდ არაა. თუმცა სერიოზულ პრობლემებს მძიმედ განიცდის. მისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ამიტომ ნაზ და მგრძნობიარე პარტნიორს ირჩევს.

ტყუპები

ტყუპებისთვის ურთიერთობა ცარიელი სიტყვა არაა. როგორც სამსახურში შრომისმოყვარე ადამიანია, სიყვარულსაც იგივე პასუხისმგებლობით ეკიდება. ტყუპები სხვა ნიშნებთან შედარებით სერიოზული ურთიერთობისკენ უფრო მიდრეკილია. ის მზრუნველი, ყურადღებიანი და მგრძნობიარეა, მაგრამ ხშირად მისი ქცევა მომაბეზრებელია.

კირჩხიბი

კირჩხიბი ოჯახურ ცხოვრებაში ლიდერია. უფრო მეტიც, თვლის, რომ ამ წოდებას იმსახურებს, რადგან ოჯახურ ცხოვრებაში უფრო მეტს დებს. მასთან კამათი რთულია და თითქმის შეუძლებელია აზრი შეაცვლევინოთ. თუმცა საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია. მეორე ნახევარს რთულ სიტუაციაში არ მიატოვებს. როგორც მინიმუმ, სანამ უყვართ.

ლომი

რომანტიკული საქციელით ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა, დიდებული საჩუქრით გაოცება და მსოფლიოს ბოლოში წაყვანა? მარტივია! ლომისთვის შთაბეჭდილების მოხდენა მნიშვნელოვანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს რჩეულად მხოლოდ პირველ წლებში იგრძნობთ. ლომი ყოველდღე გაგახარებთ, მაგრამ მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეთ. ლომი ხომ საშინელი ეჭვიანია.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელს რომანტიკულს ვერ ვუწოდებთ. სიყვარულში ისე არ ტყდება, როგორც სასიყვარულო რომანებშია მიღებული. ქალწული ცდილობს მეტი ფული გამოიმუშაოს, ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზრუნავს, შვილებს ეხმარება. ყვავილების და შოკოლადის თაიგულს მხოლოდ 8 მარტს მიიღებთ, მაგრამ ზრუნვას ყოველდღე იგრძნობთ.

სასწორი

როგორი ცუდი დღეც არ უნდა იყოს, სასწორის ნიშნის წარმომადგენელი ღრუბლების გაფანტვას შეძლებს. მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც პოზიტივს ხედავს. ზოგჯერ ეს პოზიცია გამაღიზიანებელია და აღშფოთებას იწვევს. ხშირად სასწორთან ურთიერთობა ცხოვრებას უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის.

მორიელი

ყველაზე სადავო ზოდიაქოს ნიშანი ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებაში. ერთი მხრივ, მორიელის ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ოჯახური და მგრძნობიარეა. სახლს ეჯაჭვება, სამახსოვრო წვრილმანებს ინახავს, პირველი ძაღლი ახსოვს. მეორე მხრივ, მორიელის გუნების ცვლილებით და მწარე იუმორით მთელი ოჯახი იტანჯება.

მშვილდოსანი

შეხვდა, დაიპყრო და კმარა. მშვილდოსნისგან ფართო ჟესტებს არ უნდა ელოდოთ, თუ ურთიერთობაში უკვე წლებია ხართ. მეოჯახე და მშვიდი ადამიანია, რომელიც ქორწინებას თავისთავად არსებულად იღებს. მაშინაც კი, თუ პარტნიორს ჩხუბი ძალიან სურს, მშვილდოსანი თავის პოზიციას უფრო დათმობს, ვიდრე ურთიერთობის გარკვევას დაიწყებს.

თხის რქა

პერფექციონისტი და ნიჭიერი სტრატეგი. თუ თხის რქაზე დაქორწინებული ხართ, მაშინ რთული კონკურსი გამოიარეთ. თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი უბრალოდ არაფერს არ აკეთებს. ის სატელეფონო საუბარსაც კი გეგმავს, არაფერს ვამბობთ მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ მოგზაურობაზე. ამას რა ვუწოდოთ? სტაბილურობა თუ მანიაკალური კონტროლი?

მერწყული

მერწყულთან ერთფეროვანი ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. მას უშრეტი ფანტაზია და მოგზაურობისკენ სწრაფვა აქვს. ყოველთვის ახალ ჰობს ეძებს. ამის გამო სახლში მყუდროების შესაქმნელად ან ბანალური დალაგებისთვის დრო არ რჩება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ მერწყულთან ცხოვრება წვეულების შემდეგ დილას ჰგავს.

თევზები

თევზები პარტნიორის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას ცდილობს. გარედან ისე შეიძლება ჩანდეს, რომ ეს იდეალური ქორწინებაა. სინამდვილეში პარტნიორი არ უნდა მოდუნდეს. თევზები ხომ წყენას გულში ინახავს და ერთ მშვენიერ დღეს სკანდალს მოაწყობს. თევზებთან ხშირად გულწრფელად უნდა ისაუბროთ, რომ უთქმელი და გაურკვეველი არაფერი დარჩეს.

გჯერათ, რომ ჰოროსკოპი ქორწინებაზე გავლენას ახდენს? როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა კარგი ოჯახური ცხოვრება იმ ზოდიაქოს ნიშანთან, რომელიც თეორიულად არ შეგეფერებათ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

Advertisement
ყვავილები3 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი4 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები4 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი4 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან