ჰოროსკოპი
რისი ჩუქება არ შეიძლება ვირთხის წელში: საშიში, არაეთიკური და აბსურდული საჩუქრები ახალ წელს
როგორი სიურპრიზები არ გაახარებენ თეთრ მეტალის ვირთხას და გაანაწყენებენ თქვენს მეგობრებს
ითვლება, რომ ახალ წელს ისეთი საჩუქარი უნდა აირჩიოთ, რომელიც არამარტო ახლობელს არამედ წლის სიმბოლოსაც მოეწონება. აღმოსავლური კალენდრით 2020 წლის მბრძანებელი მეტალის ვირთხა იქნება. იმისთვის, რომ 2020 წელს უიღბლობებისგან თავი დავიცვათ, მოდით გავარკვიოტ თუ როგორი საჩუქრები არ მოეწონება ვირთხას.
რა არ უნდა ვაჩუქოთ ვირთხის წელში?
პირველ რიგში არ აჩუქოთ გამოუსადეგარი ნივთები. ვირთხა პრაქტიკული და საქმიანი ცხოველია, ამიტომ მას გამოუისადეგარი ნივთები ნამდვილად არ მოეწონება! ამით ახლობელ ადამიანსაც გაანაწყენებთ.
დაივიწყეთ ტუალეტის საგნების ჩუქებაც – შამპუნები, დუშგელი, საპონი, სავარცხელი. ითვლება, რომ ვირთხა წყლის პროცედურების მოყვარული ნამდვილად არ არის, ამიტომ ის ასეთ საჩუქრებს ნამდვილად არ დააფასებს. ან, თავადაც დაფიქრდით, რა საჭიროა დეზოდორანტის ან შამპუნის ჩუქება, მაგის ყიდვას ყველა ხომ თავადაც შეძლებს?!
არ აჩუქოთ ცოცხალი ვირთხა. ცხოველების ჩუქება პრინციპში ყოველთვის ცუდი იდეაა, რადგან ის ადამიანმა თავისი გააზრებული სურვილით უნდა მოიშინაუროს და არა სხვისი თავსმოხვევით! ამასთანავე, ვირთხის წელში, ვირთხის ჩუქება ნამდვილად ცუდი იდეაა!!!
სუნამოები. ვირთხა ძალიან პრეტენზიულია სუნების მიმართ, ამიტომ, მისი სუნამოთი მოსყიდვა ძალიან ძნელია. თუ დაქალი ძვირფას სუნამოზე ოცნებობს – აჯობებს მას კოსმეტიკის მაღაზიის სერტიფიკატი აჩუქოთ და არა თავად სუნამო!
არ აჩუქოთ ვირთხის ფორმის ქანდაკებები და სათამაშოები. სიმართლე ვთქვათ – ეს არც პრაქტიკული საჩუქარია და ამასთანავე კატებიდ ა ვირთხები მტრები არიან, ამიტომ წლის მბრძანებელი შეიძლება განაწყენდეს!
მეუღლე საათს გთხოვთ? შეიძლება მისი ახალ წელს ჩუქება?
თუ ხალხურ ცრურწმენებს დავუჯერებთ, არა! არ შეიძლება! ეს არა მარტო ახალ წელს, არამედ სხვა დრესასწაულებსაც ეხება. მაშინ როდესაც ყველა მეცნიერული მირწევა მაგიად აღიქმებოდა, ადამიანები საათთან ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენდნენ, რადგან მას მისტიურ ძალას მიაწერდნენ.
ძველი ცრურწმენის მიხედვით, საათს სიცოცხლის წლების მოპარვა შეუძლია. გასაოცარია, რომ ამ საჩუქართან ეს დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა. შესაძლოა მჩუქებელი არც ფიქრობს ამ ცრურწმენაზე მაგრამ, საჩუქრის მიმღებმა შეიძლება გაიხსენოს ის და გაგინაწყენდეთ! ნაჩუქარი საათი – მეგობრული ურთიერთობების წყვეტის სიმბოლოც არის!
ნუ დანარვლიანდებით: ცრურწმენაზე შეიძლება გაიმარჯვოთ! თუ საათს გაჩუქებენ – მჩუქებელს სანაცვლოდ ცოტაოდენი ფული მიეცით. საჩუქრის გადაცემა ყიდვას დაემსგავსება და საათი უსაფრთხო გახდება. ასე, რომ ტუ მეუღლე ძალიან გთხოვტ – აჩუქეთ საათი თუმცა სანაცვლოდ ცოტაოდენი ფული აიღეთ.
კიდევ რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ წელს?
არსებობს ძალიან ბევრი ხალხური ტრადიცია და ცრურწმენა საჩუქრების ტაობაზე. შესაძლებელია თქვენც ხშირად გსმენიათ: “ამის ჩუქება, ცუდის ნიშანია”. ასე რომ, უიღბლობას აწერენ ძალიან ბევრ უწყინარ რამეს. მაგალითად სარკე. მისი არა მარტო ჩუქება, არამედ გატეხვაც არ შეიძლება. ხოლო თუ ნაჩუქარი სარკე გატყდება, ცრურწმენის თანახმად, ადამიანს უიღბლობათა კასკადი ელის.
თუმცა, თუ აგდაწყვეტთ სარკე მაინც აჩუქოთ ვინმეს, მაშინ ისეთი აირჩიეთ რომ ყუთში იყოს შეფუთული და მასში ყიდვამდე არავინ ჩაიხედოს.
სანთლების ჩუქებაც ცუდის ნიშანია. რადგან ისინი დამკრძალავ რიტუალებში გამოიყენება და ზოგიერთ ერებში ასეთი საჩუქარი სიკვდილის სურვებას ნიშნავს.
მეორეს მხრივ, ძველად სანთლები მხოლოდ ცვილისგან მზადდებოდა, რომელიც ძველი რწმენის მიხედვიტ, კარგად ისრუტავს უარყოფით ენერგეტიკას. ამიტომ, საჩუქრად სანთლის მირება მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანებისგან და მხოლოდ კეთილი გულით შეიძლება. თუ ანჩუქარი სანთელი ანთებამდე დაიბზარა და სუნი გაუშვა, თუ უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდათ, გაიტანეთ სანთელი სახლის გარეთ და მიწაში ჩამარხეთ.
დანები და სხვა ბასრი ნივთები, რწმენების მიხედვით, მიმღებისა და მჩუქებლის ურთიერთობებს ანგრევს და წყვეტს. ასევე არსებობს ვერსია, რომ ასეთ საჩუქარს უბედურება მოაქვს. უბრალოდ თუ მის სანაცვლოდ ადამიანს რამდენიმე მონეტას მისცემტ, უბედურებაც არარ მოხდება.
ასევე არ შეიძლება აჩუქოთ: ცხვირსახოცი – ცხოვრებაში უსიამოვნებებს მოგიტანთ. მარგალიტის სამკაულები – ცრემლები მოაქვს, წინდა – განშორება; პირსახოცი – გასვენება.
თუმცა ითვლება, რომ ეს ცრურწმენა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მისი ჯერათ. ამიტომ თუ ის ადამიანი ხარტ, რომელსაც ცრურწმენები არ ადარდებს, შეგიძლიათ ის აირჩიოთ საჩუქრად რაც, გულით გინდათ. თუმცა ნუ დაუშვებთ შეცდომას და ახალ წელს სამოსს, კოსმეტიკას, ფოტოს ჩარჩოს, მაგნიტებს, ყულაბას და მსგავს საჩუქრებს ნუ აჩუქებთ ნურავის.
მაშინ ფულს ვაჩუქებ… შეიძლება?!
შეიძლება, თუმცა ყველასთვის და ყოველთვის არა! ეს იღბლიანი საჩუქარი ახალდაქორწინებულებს ქორწილში, კოლეგას სამსახურში ან მეგობარს დაბადების დრეზე შეიძლება აჩუქოთ. მაგრამ, ახალ წელს კონვერტს ნურავის აჩუქებტ! განსაკუთრებიტ ნათესავებსა და მეორე ნახევარს! თორემ, ცრურწმენის მიხედვიტ, თქვენს შორის ჩხუბი მოხდება. ასევე არსებობს ტრადიცია – არ აჩუქო ფული უფროსი ასაკის ხალხს – ამასნ მათ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი ხარჯიდ ა პრობლემა მოიტანოს, გარდა ამისა ეს არაეთიკურიც არის.
მაშინ რა ვაჩუქოთ?!
კარგი განწყობა. მოდით თემას მივუბრუნდეთ, ვირთხას ისეთი საჩუქრები მოსწონს რომლებიც სითბოსა და სიმყუდროვეს უკავშირდება! მაგალითად, ყავის მადურარა, პუფი, სანათი და მსგავსი ნივთები! ასევე კარგი საჩუქარი იქნება გაჯეტები და ტექნიკა. რადგან, 2020 წელი მეტალის ვირთხის არის, იყიდეთ მეტალის საკიდები. არ შეგეშინდეთ უჩვეულო საჩუქრის ჩუქება – ეს მხოლოდ გაახარებს წლის მბრძანებელს და იმედი არც თქვენს ახლობელებს გაუცრუვდებათ!