Connect with us

საკითხავი

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

თუ რეცხვის დროს თეთრეულის კონდიციონერს ჯერ კიდევ არ იყენებთ, გეტყვით, რომ ბევრს კარგავთ! ჩვეულებრივ, დაჭმუჭნული თეთრეული ასეთი დამუშავებით სულ სხვანაირი ხდება. რბილი, სარეცხი ფხვნილის მკვეთრი სუნის გარეშე, შენარჩუნებული ფერით. მოკლედ, კონდიციონერი გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ალბათ, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც თანამედროვე ქიმიურ ინდუსტრიას არ ენდობა. იქნებ, ფასი არ გაკმაყოფილებთ – რა საჭიროა ასეთ გაუგებარ ეფექტში ამდენის გადახდა?

სარეცხი მანქანის კონდიციონერი

სწორედ ამიტომ, Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სახლის პირობებში მომზადებულ პროდუქტს. ის სერიოზულ ხარჯებს არ მოითხოვს და რაც მთავარია, უვნებელია, მაშინ როცა ბევრი ჩივის, რომ მაღაზიაში ნაყიდი კონდიციონერების გამო პრობლემები აქვთ. აი, ჩვენი რეცეპტები.

თეთრეულის კონდიციონერი

  • 500 მლ წყალი
  • 100 მლ სუფრის ძმარი
  • 2 ს/კ სოდა
  • 5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

ამ ნარევის ერთი ნაწილი თეთრეულს არბილებს, მეორე არომატიზატორის როლს ასრულებს. ინგრედიენტები თანმიმდევრობით აურიეთ: წყალი, ძმარი, სოდა, ეთერზეთი. არ იჩქაროთ, რომ ძლიერი რეაქცია არ მიიღოთ. შეგიძლიათ კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხათ. მიღებული რაოდენობა 2 გარეცხვაზე გეყოფათ.

მარტივი კონდიციონერი

  • 500 მლ წყალი
  • 150 მლ სუფრის ძმარი
  • 5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

ძმარი თეთრეულს კარგად არბილებს. განსაკუთრებულ ეფექტს პირსახოცზე შეამჩნევთ. კონდიციონერის ასეთ ვარიანტს ჩვენი ბებიები იყენებდნენ: უბრალოდ ურევდნენ და იმწამსვე რეცხვაში იყენებდნენ. ყოველთვის დაამატეთ, როცა თეთრეულს გარეცხავთ.

მარილიანი კონდიციონერი

  • 2-3 ს/კ მარილი
  • 5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

უბრალოდ ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი პირდაპირ სარეცხი მანქანის დოლურაში ჩაასხით. როგორც ცნობილია, მარილი თეთრეულის ფერს ინარჩუნებს, ამავდროულად არბილებს. მგონი, შესანიშნავი ვარიანტია!

კონდიციონერი სოდით და საპნით

  • 4 ლ წყალი
  • 100 გრ დიასახლისის საპონი
  • 100 გრ კალციფიცირებული სოდა

აქ, ცოტა შრომა მოგიწევთ, ისე გელს ვერ მიიღებთ. თავდაპირველად, დიასახლისის საპონი გახეხეთ და 1 ლ მდუღარე წყალში აურიეთ. თავის მხრივ, 3 ლ მდუღარე წყალში სოდა გახსენით. ორივე ნარევი აურიეთ და გააგრილეთ. გაგრილების მიხედვით სითხე ჟელეს ფორმას მიიღებს. მიღებული გელი მიქსერით ათქვიფეთ და შესანახ ჭურჭელში გადაიტანეთ. ყოველი რეცხვისას ზუსტად 200 გრ გელი გამოიყენეთ.

აი, რამდენი სასარგებლო რამ! სარეცხი მანქანის კონდიციონერს თეთრებად მიიღებთ და წლობით გამოყენებას შეძლებთ! თქვენი შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ.

Advertisement
კულინარია2 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი3 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი3 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა3 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები3 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი3 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი19 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი20 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა20 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი20 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ