Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ დეკემბერა ისე, რომ მოჯადოებულივით ყვავილობდეს

მწვანე „ცხოველების“ მოვლაში გამოკვება, განსაკუთრებით ზამთარში, მნიშვნელოვანი საქმეა. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ისეთ ლამაზ მცენარეს, როგორიცაა დეკემბერა (შლუმბერგერა).

რა თქმა უნდა, დეკემბერა ერთადერთი ყვავილი არაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. თუმცა დღეს რედაქცია “alltime” სწორედ მასზე გესაუბრებათ. კომფორტულად მოეწყვეთ და გაიგეთ საინტერესო ინფორმაცია მცენარის გამოკვების შესახებ ზამთრის დაწყებამდე.

მცენარეების გამოკვება

5 სასუქი დეკემბერას ყვავილობისთვის

შეძენილი ვარიანტი

თუ ყველაზე მარტივი გზა აირჩიეთ და სასუქის შეძენა გადაწყვიტეთ, დოზირებას და შემადგენლობას ყურადღება მიაქციეთ. დეკემბერში სჯობს 1,5-2–ჯერ ნაკლები დოზა გამოიყენოთ, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. მალე ზამთარი დადგება და მკვებავი ნივთიერებებით გადაჭარბება არ გვაწყობს. გარდა ამისა, დააკვირდით, თუ რომელ სასუქს აქვს ნაკლები აზოტი – ახლა აზოტი არ გჭირდებათ. სჯობს გამოიყენოთ კალიუმის, ფოსფორის და NPK-ნარევი.

ვაშლის ვარიანტი

დეკემბერას ვაშლის ნაყენით გამოკვება ძალიან მოწონს. ასეთი ნაყენის მომზადება რთული არაა: საშუალო ზომის ვაშლი დააქუცმაცეთ და 2 ლ წყალში გააზავეთ. უკვე 2 დღეში შეგიძლიათ მცენარე მორწყათ. ასე რკინის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა სასარგებლო მიკროელემენტების დოზას მიიღებს. ნატურალური და სასარგებლოა.

ბორის მჟავის ვარიანტი

ყველაფერი ძალიან მარტივია. 1 გრ ბორის მჟავა 1 ლ წყალში გახსენით. ამ ხსნარით დეკემბერა დილას ან საღამოს დანამეთ. მთავარია – არა შუადღეს, რომ მზემ ქიმიურ ხსნართან ზემოქმედება არ დაიწყოს. მცენარეს ძალიან მოწონს დანამვა, მაგრამ ასე მხოლოდ მაშინ იმოქმედეთ, თუ მცენარეს პატარა ყვავილის კვირტები უკვე აქვს.

ხის ნაცრის ვარიანტი

ხის ნაცარი პრაქტიკულად ყველა მცენარეზე გამოგადგებათ: ოთახის და ქუჩაში მზარდი. მისი ხსნარი მცენარეს კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით და ფოსფორით გაამდიდრებს. სინამდვილეში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ხის ნაცარს იყენებთ. ხსნარის მომზადება მარტივია: 2 ს/კ ნაცარი 1 ლ წყალში გახსენით და 3 საათი დააყენეთ. მზადაა.

ვარიანტი ბანანის ქერქით

კალიუმი და მანგანუმი, რომლითაც ბანანის ქერქი მდიდარია, თქვენი ყვავილისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ხოლო რკინა, ნატრიუმი და ფოსფორი შედეგს მხოლოდ გააძლიერებს. 2 ბანანის ქერქს 1,5 ლ წყალი დაასხით. 1 დღე დააყენეთ. ახლა შეგიძლიათ დეკემბერა ფესვებთან მორწყათ, რომ მისი თითქმის ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილოთ.

ჰიპეასტრუმზე ზრუნვა

ახლა ყვავილს სიმშვიდის ფაზა აქვს. ფურცლები შეიძლება დაჭკნეს და დაცვივდეს, ვიზუალურად ძალიან სევდიანად გამოიყურება. პანიკაში არ ჩავარდეთ, საქმე ისე მიდის, როგორც საჭიროა. ამ პერიოდში გამოკვება ან გადარგვა რეკომენდებული არაა. სჯობს იანვრამდე ყვავილების ქოთანი გრილ ადგილას გადაიტანოთ. შეგიძლიათ სარდაფშიც კი ჩაიტანოთ. ასე მცენარეს სტრესისგან დაიცავთ.

ყოჩივარდაზე ზრუნვა

ყოჩივარდა საპირისპიროდ იქცევა. შემოდგომა მისთვის ზრდის და ყვავილობის პერიოდია. სინათლეზე უნდა გააჩეროთ და უხვად მორწყათ. სჯობს წვიმიანი, დაყენებული წყალი გამოიყენოთ.

როგორც ხედავთ, სხვადასხვა ყვავილებს განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ, სადაც თავს კომფორტულად და კარგად იგრძნობენ. თუ საქმეს გონივრულად ხელს მოკიდებთ, მიხვდებით, რომ სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივია. წვიმის წყალი დაყენება ან ბანანის ქერქის ხსნარის მომზადება რთული არაა. სამაგიეროდ სასარგებლო და საინტერესოა! მოგიწოდებთ, ყველამ მწვანე მეგობარი შეიძინოთ და თქვენი ბინის ინტერიერი გააფორმოთ!