Connect with us

ყვავილები

რით გავანოყიეროთ ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეები ყველას არ უყვარს, თუმცა ზოგისთვის ისინი ბავშვებივით არიან, რომლებსაც ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას უთმობენ.

საუკეთესო სასუქი

მცენარეების უმეტესი რაოდენობა სასარგებლოა ბინაში ჰაერის გაუმჯობესებისთვის, ის ხასიათსაც აუმჯობესებს. ეს სიმწვანე და მკვეთრი ფერები აუცილებლად გამოგიკეთებთ განწყობას.

იმისთვის, რომ ყვავილებმა გაგახარონ, აუცილებელია მათი განოყიერება.

რა თქმა უნდა სასუქის ბევრი ვარიანტი არსებობს, რომელთა ყიდვაც მაღაზიაში შეიძლება, თუმცა დიასახლისების უმეტესობა მათი ქიმიური შემადგენლობით კმაყოფილი ნამდვილად არ არის. ზოგს ძალიან ბევრი მცენარე ყავს სახლში და დიდი რაოდენობის მცენარეების განოყიერებას საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა დასჭირდება. ამიტომ ამ სტატიაში განოყიერების ისეთი მეთოდები შევაგროვეთ, რომლებიც ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს.

სასუქების ეფექტური ალტერნატივები:

1. ბანანის კანი

ოთახის მცენარეებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. მათში მაგნიუმის, კალიუმისა და ფოსფორის უდიდესი შემცველობაა. ამ ნივთიერებებს კი მცენარის ზრდასა და ნაყოფის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

როგორ გამოვიყენოთ ბანანის ქერქი ამ როლისთვის? ქოთნის ძირზე დააფინეთ სადრენაჟო ფენა – კენჭების ან თიხის სახით, მას მოაყარეთ მიწა, შემდეგ დაჭერით ბანანის ქერქი და მიწის ზემოდან მოათავსეთ. შემდეგ დარგეთ ყვავილი ჩვეულებისამებრ.

2. საფუარი

საფუარი ციტოკინინს შეიცავს. ეს ნივთიერება უჯრედულ დაყოფაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ეს თვისება უწყობს ხელს მცენარის სწრაფ ზრდას, ასევე უზრუნველყოფს ვიტამინი B-თი, რომელსაც ასევე შეიცავს საფუარი.

მცენარის გასანოყიერებლად აურიეთ 1 გრამი მშრალი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი ლიტრ წყალში. გააჩერეთ 3 საათი, დასხმის წინ გააზავეთ წყლით, პროპორციით 1:5.

3. ხის ნაცარი

ხის ნაცარი განოყიერების ერთ-ერთ ყველაზე ეფქტურ მეთოდად ითვლება. მას სადეზინფექციო თვისებებიც გააჩნია. მისი გამოყენება განსაკუთრებით ფუქსიის, გერანისა და ბეგონიის გასანოყიერებლად არის კარგი.

გააზავეთ 25 გრამი ნაცარი ლიტრ წყალში და დადგით 1 კვირით. ამ სითხით მცენარე 12 დრეში ერთხელ უნდა მორწყათ.

4. შაქარი

შაქარი გლუკოზის საუკეთესო წყაროა, ის მცენარისთვის აუცილებელი „საშენი მასალაა“. შაქრიანი წყლით მცენარე თვეში მხოლოდ ერთხელ უნდა მორწყათ. შაქრიან წყალში, წყლისა და შაქრის შეფარდება შემდეგი უნდა იყოს: 1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე.

5. ქარვის მჟავა

ის ქარვის გადამუშავების პროცესში წარმოიქმნება. ამ მჟავის სასარგებლო თვისებაა მცენარის იმუნიტეტის ზრდა და მისი გამძლეობის მატება.

იმისთვის, რომ მცენარე სწრაფად გაიზარდოს ან აღდგეს მისი ფოთლები და ფესვები ქარვის მჟავით დაამუშავეთ. 1 ლიტრ წყალზე 25 გრამი ფხვნილი გამოიყენეთ. ასეთი სასუქი განსაკუთრებით ციტრუსებს, ფიკუსს და მარანტას უყვარს.

6. ციტრუსოვანი ხილის ნარჩენები

ოთახის მცენარეების განოყიერება – მანდარინის, ფორთოხლის და ლიმონის კანითაც შეგიძლიათ. ასეთი სასუქი ნიადაგს აზოტით ამარაგებს და მავნებლებსაც აფრთხობს.

7. ყავა და ჩაი

ბევრი დიასახლისი სასუქად – ყავის ნალექს და ჩაის ნახარშს იყენებს – ეს ნიადაგს კარგად აფხვიერებს. უბრალოდ ფრთხილად იყავით ნახარშთან, გამოყენებამდე ის აუცილებლად უნდა გააშროთ, წინააღმდეგ შემთვევაში დაობდება.

როგორც ხედავთ ყველაზე მინიმალური ბიუჯეტითაც კი შეძლებთ ნიადაგის ეფექტურად განოყიერებას.