Connect with us

ტესტები

რა შესაძლებლობები გადმოგეცათ წინაპრებიდან?

ადამიანი, რომელიც ამქვეყნად საკუთარი დედისა და მამისგან იბადება, დიდი სისტემის, წინაპრების გვარის ნაწილი ხდება. მათგან გარკვეულ ხასიათს და ნიჭს იღებს, რომელიც მას ცხოვრებაში დაეხმარება. ასევე იღებს გარკვეულ დავალებებს და გაკვეთილებს, რომლებიც მის გვარს ეკისრება და რომლის გავლაც მას მოუწევს.

გთავაზობთ ჩვენი ტესტი–მკითხაობის დახმარებით გაიგოთ, თუ რა შესაძლებლობები და კარმული გაკვეთილი გადმოგეცათ თქვენი წინაპრებიდან.

მოცემულ სურათზე აირჩიეთ ერთ–ერთი წინაპრების ხე!

ვარიანტი 1

წინაპრებიდან მიიღეთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრება მარტივად გაიაროთ და ძველ წყენაზე ზედმეტად არ იფიქროთ. ოპტიმისტი  ხართ და ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვით. ამ გზაზე წინაპრები ყოველთვის გეხმარებიან. თქვენთვის ყველა გზა ხსნილია. თქვენ ეცემით და კვლავ დგებით, სიტუაციიდან კი სწორ დასკვნებს აკეთებთ.

გვარიდან წინაპრების კარმული ვალიც გადმოგეცათ. თქვენ ხშირად სინდისსა და ღირსების, სიყვარულსა და ფულს შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ. ეს იმაზე საუბრობს, რომ ერთ–ერთი წინაპარი უგუნურად მოიქცა, მეგობარს უღალატა, სული ფულზე გაცვალა. ახლა თქვენი ამოცანაა მისი შეცდომები არ გაიმეოროთ! სანამ არჩევანს მატერიალურის სასარგებლოდ გააკეთებთ, სიტუაციის ყველა ასპექტი გაითვალისწინეთ.

ვარიანტი 2

წინაპრებმა ნებისმიერი ნეგატიური სიტუაციიდან აღდგომის და საკუთარი თავის განკურნების უნარი გამოგცეს. თქვენ ნებისმიერი რთული პირობიდან გამოსავალს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე პოულობთ. ცხოვრებაში მარტივად მიდიხართ  და მაღალი ძალების მიერ დაცული ხართ. მოშურნეები და მტრები არ გაშინებთ. მათ თქვენთვის სერიოზული ზიანის მოყენება არ შეუძლიათ, რადგან წინაპრების ძლიერი ძალა გიცავთ.

ცხოვრებაში ყველა გზა თქვენთვის ხსნილია, ნებისმიერი არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ. წარმატება ყოველთვის თქვენს მხარეზეა.  ბევრისთვის მიმზიდველი არსება ხართ, ამიტომ პარტნიორის არჩევა ყოველთვის მოგიწევთ. კონკურენტებმა არ შეგაშინოთ. თქვენ გამარჯვება და საკუთარის დაცვა შეგიძლიათ.

ვარიანტი 3

თქვენ ძალიან ძლიერი გვარი გაქვთ, განსაკუთრებით მამის მხრიდან. შესაძლოა, მამის მხრიდან წინაპრები შეძლებული, ავტორიტეტის და ძალაუფლების მქონე ადამიანები იყვნენ. სწორედ მათ სამსახურსა და ფულში საკუთარი წარმატება გადმოგცეს. თქვენ ფულის გამომუშავება, დაგროვება და ფულის გონივრულად ხარჯვა შეგიძლიათ. თქვენ სამსახურსა და კარიერაში გიმართლებთ. ამაში არა მხოლოდ თქვენი წინაპრები, არამედ პასუხისმგებლობის და ტაქტის თანდაყოლილი უნარი გეხმარებათ.

საქმის ბოლომდე მიყვანა და სამუშაოს სინდისით შესრულება შეგიძლიათ. ყოველთვის საკმარისი თანხა გექნებათ, რომ საკუთარ თავს არაფერზე უარი არ უთხრათ. საკუთარი ბიზნესის გახსნა არ გაშინებთ, ის წარმატებული იქნება.

თუ სამსახურის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა გსურთ, არ შეგეშინდეთ და ძველზე არ შეჩერდეთ. წინაპრები ქვეცნობიერად მიმართულებას გაძლევენ, რომ უკეთესი შემოსავალი და პირობები მიიღოთ. მათი დროულად მოსმენა შეგიძლიათ.