ტესტები
რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეთ ბავშვობაში და როგორ გაუმკლავდეთ მას
როგორც წესი, პრობლემების მქონე ადამიანები ფსიქოლოგებს მიმართავენ. ხშირად პრობლემები ადრეული ასაკიდან ყალიბდება. სურათების დახმარებით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეთ ბავშვობაში. ამისთვის სწრაფად, 2–3 წამში სურათი აირჩიეთ.
სურათი 1
ახალგაზრდობაში უსიამოვნება მოხდა, რომელმაც თავი სუსტად და უსუსურად გაგრძნობინათ. თქვენ უფრო ძლიერი და უფროსი ადამიანებისგან მხარდაჭერას ეძებდით, მაგრამ ვერ მიიღეთ. მოტყუებული მოლოდინები და ტკივილი თქვენს ქვეცნობიერში მთელი ცხოვრება დარჩა.
ახლა ჩამოგიყალიბდათ „წარჩინებული მოწაფის სინდრომი“, რომელიც შექების მისაღებად ყველაფრის გაკეთებას გაიძულებთ. დროა, სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებული აღარ იყოთ და მათგან თანხომის მიღებას აღარ ელოდოთ. თვითკმარ პიროვნებად ყოფნა უნდა ისწავლოთ და სხვების მხარდაჭერას არ ელოდოთ. თქვენ ხომ პატარა და სუსტი ბავშვი აღარ ხართ, არამედ ძლიერი და პასუხისმგებელი ადამიანი. ეს ყველას დაუმტკიცეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს.
სურათი 2
ეს სურათი გვიჩვენებს, რომ მშობლებთან რთული ურთიერთობა გაქვთ. ბავშვობაში (შესაძლოა ახლაც) თვლიდით, რომ დედას და–ძმებზე ნაკლებად უყვარხართ. მაშინაც კი, თუ ერთადერთი შვილი ხართ, მათი მონაწილეობა და ყურადღება აშკარად გაკლიათ. სწორედ ამიტომ, თქვენში ჩადებულია ისეთი პრობლემები, როგორიცა საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება და საკუთარ ძალებში ეჭვის შეპარება. მთელ კრიტიკას საკუთარ თავზე იღებდით, ყველა ამ შექების კი არ გჯერათ. თვითჩაღრმავება, შინაგანი მტრების ძიება – აი, თქვენი ხვედრი. და ამით რას მიიღებთ? მენდეთ: საკუთარი ბედნიერების მჭედელი მხოლოდ თქვენ ხართ. თუ ამ თავდაუჯერებლობას გადალახავთ, ძლიერი პიროვნება გახდებით.
სურათი 3
ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ, ყურადღების ცენტრში ხართ და წვეულებების „მეფედ“ ყოფნა გიყვართ. როცა მეგობრები იშლებიან, საკუთარ ფიქრებთან და ეჭვებთან მარტო რჩებით. სავარაუდოდ, ბავშვობაში ახლობელი დაკარგეთ, რომელსაც ყველა საიდუმლოს თამამად უზიარებდით. შედეგად, თავს მარტოსულად გრძნობთ და ბევრი ნაცნობით ამ დანაკარგის შევსებას ცდილობთ.
უნდა გესმოდეთ, რომ ცხოვრების ციკლის შეცვლა შეუძლებელია: ადამიანები მიდიან, საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, იღუპებიან. მათ ადგილას კი სხვები მოდიან – ასევე კარგები. მხოლოდ დანაკარგზე კონცენტრირება არ შეიძლება. თუ ადამიანებს ენდობით, ბევრ ახლო მეგობარს იპოვით. ასე ცხოვრება ახალი ფერებით გაბრწყინდება, მარტოობაზე ფიქრები გაქრება და თვითკმარი გახდებით.
სურათი 4
ერთი შეხედვით, ღია და გულწრფელი ადამიანი ხართ. სხვების ისტორიებს ოჯახური პრობლემების შესახებ ისმენთ, მათთვის სანუგეშო სიტყვას ყოველთვის პოულობთ. მაგრამ გულს არასდროს და არავის უშლით. თქვენ ბალიშში თავჩარგული იტირებთ, მაგრამ საკუთარ უბედურებას არავის უზიარებთ. უბრალოდ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ შეგიძლიათ. სავარაუდოდ, ბავშვობაში მეგობრებმა ან მშობლებმა მწარედ მოგატყუეს. მას შემდეგ არავის ენდობით. თქვენ ძალიან გიჭირთ, რადგან საჭიროა იპოვოთ ძალები, რომ დაიჯეროთ – მსოფლიოში უფრო მეტი კეთილი და წესიერი ხალხია, ვიდრე ცუდი და მატყუარა. გადარჩენის მიზნით უდანაშაულო ტყუილმა არ უნდა შეგაშინოთ. თუ თანამოაზრეებს იპოვით, რომელსაც ენდობით, მაშინ თქვენი ძალა უსაზღვრო გახდება და მთების გადაადგილებას შეძლებთ!