Connect with us

ტესტები

რა ფერისაა თქვენი საფულე? აი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს მისი ფერი

ფერები, რომლებსაც ჩვენი გარდერობისთვის ვირჩევთ, ჩვენს აღქმაზე ახდენს გავლენას. ასევე მოქმედებს ჩვენზე საფულის ფერი.

შეხედეთ საფულეს და გაიგეთ, როგორ მოქმედებს მისი ფერი თქვენს სიმდიდრეზე.

1. წითელი

წითელი – ფენ-შუის ყველაზე ბედნიერი, კეთილდღეობის ფერია. იგი ცეცხლის სტიქიის სიმბოლოა. ფენ-შუის ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ წითელი საფულის არსებობა გავლენას ახდენს თქვენს სურვილზე, იქცეთ ვიღაცის სპონსორად.

2. შავი და ლურჯი

შავი და ლურჯი – წყლის სტიქიის ფერებია. შავი იზიდავს ფულს საფულეში. ყოველ ჯერზე, როცა მას რაღაცის ყიდვისთვის ხსნით, სიმდიდრეს იზიდავთ.

3. მწვანე

ეს ფერი დაკავშორებულია ზრდასთან და ცხოვრებისეული ცის დადებით ენერგიასთან. მწვანე, ასევე, იზიდავს სიმდიდრესა და ახალ შესაძლებლობებს. ეს ფერი ძალიან მომგებიანია მისთვის, ვინც ბიზნესთანაა დაკავშირებული.

4. ყვითელი, ყავისფერი და ხორცისფერი

ეს მიწის ფერებია, რომლებიც სტაბილურ სიმდიდრეს გაძლევთ და ფულის დაზოგვაში გეხმარებათ.

5. თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი

ეს მეტალის ფერებია, რომლებიც გეხმარებათ სიმდიდრის შენარჩუნებაში, ხდის მას სტაბილურსა და მუდმივს.