ჯანმრთელობა
რა საფრთხეს შეიცავს სხეულზე უმიზეზოდ გაჩენილი ჩალურჯება
სისხლჩაქცევები ჭრილობის, დარტყმის და ტრავმის შემდეგ ჩვეულებრივი საქმეა და მასთან შეჯახება ყველას უწევს.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხეულზე ჩალურჯება გვაქვს, მაგრამ გვიჭირს იმის გახსენება, თუ კანი როდის დაზიანდა. მსგავსი რამ ქალებს ხშირად ემართებათ, რომელთაც ნაზი კანი აქვთ. დროდადრო უხეშ ზედაპირთან შეხება საკმარისია, რომ სხეულზე ჩალურჯება გაჩნდეს.
თუ სხეულზე ჩალურჯება რეგურალურად და აშკარა მიზეზის გარეშე ჩნდება, დროა განგაში ატეხოთ. ეს შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს და ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ. საქმე იმაშია, რომ სხეულზე ნებისმიერ უმიზეზო სისხლჩაქცევას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის შეიძლება სისხლის შედედების დარღვევა იყოს.
გასაგებია, რომ ჩალურჯება კანქვეშა სისხლდენის შედეგია. თუმცა მათი გაჩენა შეიძლება ლეიკემიის დაწყების ნიშანი იყოს, რომელიც ასევე იწვევს სისუსტეს, მოთენთილობას, ვირუსული დაავადებისკენ მიდრეკილებას, წონის დაკლებას, ცხვირის სისხლდენას ან/და კანქვეშა წვრილი ვარდისფერი წერტილების წარმოქმნას. მსგავს მდგომარეობას პურპურა ეწოდება და უფრო ხანდაზმული ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმით აიხსნება, რომ დაბერების პროცესში კანქვეშა სისხლძარღვები თხელი ხდება და სილურჯე შეიძლება მცირე დაზიანებამაც გამოიწვიოს.
გარდა ამისა, სხეულზე ჩალურჯების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ჰემორაგიული ვასკულიტი ეწოდება, რომელიც გავლენას ახდენს ისეთ სასიცოცხლო ორგანოებზე, როგორიცაა გული, ფილტვები, ტვინი, ღვიძლი და თირკმლები. ხშირად ჩალურჯება ჩნდება მუცელზე, ზურგზე, ხელებსა და ფეხებზე. თუ ჩალურჯება მხოლოდ ფეხებზე ჩნდება, ეს სტაგნაციასა და ვარიკოზული ვენების განვითარების საწყის ეტაპზე საუბრობს. ამ შემთხვევაში სისხლძარღვების მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეამოწმოთ და ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტაროთ.
დროდადრო სხეულზე ჩალურჯების უმიზეზოდ გაჩენა C ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ყოველდღიურ რაციონს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავენ. მაგალითად: ციტრუსი, პომიდორი, მწვანე ხახვი, ანანასი, ხურტკმელა, შავი მოცხარი. შეგიძლიათ ფარმაცევტული პრეპარატებით პოლივიტამინების კურსი გაიაროთ.
ზოგიერთ ვარიანტში სხეულზე ჩალურჯება ფარისებრი ჯირკვლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევაზე საუბრობს. კვების რაციონს აუცილებლად P ვიტამინი დაუმატეთ, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ახალ დაყენებული მწვანე ჩაი, წიწიბურა, ნაღები, ალუბალი და წითელი წიწაკა.
გარდა ამისა, სხეულზე ჩალურჯება შეიძლება სისხლძარღვების სისტემის დაავადების დროს გაჩნდეს, მათ შორის ჰიპერტონიის, რევმატიზმის, ტონზილიტის, თირკმლების დაავადების და ინფექციური დაავადების შემთხვევაში.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.