Connect with us

თავის მოვლა

რა სარგებელი აქვს გოგრას: მისი თვისებები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

ლამაზი გარეგნობის გარდა გოგრას ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი სარგებელი მოაქვს. დღეს გიამბობთ, თუ რა სარგებელს შეიცავს გოგრა.

გოგრა 90% წყლისგან შედგება, დანარჩენი 10% კი სხვადასხვა ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. გოგრას სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ჩემპიონს უწოდებენ, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. მის შემადგენლობაში შედის: ბეტა-კაროტინი, C, E, B1, B2, PP ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, კობალტი, კრემნიუმი და ფთორი.

გოგრის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის:

  • ნაწლავების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს;
  • ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს;
  • თირკმლების მუშაობას და ღვიძლში ბიოქიმიურ პროცესებს სტიმულირებს;
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დროს სასარგებლოა (მაგალითად, გასტრიტი, კოლიტი);
  • მხედველობის გაძლიერებას ხელს უწყობს;
  • ორგანიზმიდან ქოლესტერინს, ტოქსინებს და წიდებს გამოდევნის;
  • ადამიანის იმუნურ ფუნქციას ზრდის;
  • შარდის ბუშტსა და თირკმლებში კენჭების დაშლას ხელს უწყობს;
  • ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს;
  • ჭიებს და სხვა ნაწლავურ პარაზიტებს აქრობს;
  • ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია (გაღიზიანება ქრება, ძილი უმჯობესდება, ყურადღება და მეხსიერება აქტიურდება);
  • გარეგანი გამოყენებით დამწვრობას, ანთებას და აბსცესებს კურნავს;

გოგრის თვისებები სილამაზისთვის:

  • თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით აკნეს დროს კანის მდგომარეობას აუმჯობესებს;
  • მასში შემავალი A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ნაადრევი ნაოჭის გაჩენას აფერხებს;
  • გოგრა ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია, რაც კარგს რბილს, მოქნილს და დატენიანებულს ხდის, თმას ბზინვარებას ანიჭებს;
  • გოგრის თესლში შემავალი რკინა მშრალი და ნაცრისფერი კანის დროს დაგეხმარებათ, რაც რკინის დეფიციტით არის გამოწვეული;
  • B3 და B6 ვიტამინი (თუთიასთან ერთად) უჯრედების განახლებას ხელს უწყობს და ჰორმონალურ ბალანსს მხარს უჭერს;
  • გოგრა ნაკლებად კალორიული და უჯრედისით მდიდარია, რაც რაციონში ჭარბი წონის შესამცირებლად მისი გამოყენების საშუალებას იძლევა.

სილამაზის რეცეპტები:

1. მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

2 ს/კ მოხარშული გოგრა და 1 ს/კ ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთით წაისვით, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ნიღაბი პრობლემური კანისთვის

3 ს/კ გოგრა, 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. კარგად აურიეთ, სახეზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ნიღაბი შეშუპების საწინააღმდეგოდ

2 ს/კ წვრილად დაჭრილ გოგრას მცირე რაოდენობით წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. მიღებულ ერთგვაროვან მასას ½ ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. შემადგენლობა მარლაში მოათავსეთ და სახეზე დაიდეთ, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. თმის ნიღაბი 1

გოგრის რბილობი დაჭყლიტეთ, რომ პიურე მიიღოთ, ½ ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ნარევი მარლაში მოათავსეთ, სახეზე დაიდეთ, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 15-20 წუთით გაიჩერეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. თმის ნიღაბი 2

1 ჭიქა გოგრის რბილობი დაჭყლიტეთ და 4 ს/კ ქოქოსის ზეთი და 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი აურიეთ. 5 წუთით დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ნიღაბი მშრალ თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით, ცელოფანის პაკეტი ჩამოიცვით და პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათის შემდეგ ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.

გოგრის მიღების უკუჩვენებები

ძლიერი ტუტე ეფექტის გამო გოგრის მოხმარება არ ღირს, თუ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტი და მჟავე-ტუტე ბალანსის დარღვევა გაქვთ. მისი მიღება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის დროსაც არ ღირს.

საინტერესო ფაქტი

რკინის რაოდენობით გოგრა ბოსტნეულებს შორის გამარჯვებულია. ის უფრო მეტ ღირებულ ცილებს შეიცავს, ვიდრე ქათმის ან მწყრის კვერცხი. გარდა ამისა, გოგრა ძლიერი ანტიოქსიდანტის კაროტინის შემცველობით სტაფილოს 5-ჯერ აჭარბებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.