Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოსდის თქვენ სხეულს, როცა ყველა სასმელს წყლით ანაცვლებთ

რა თქმა უნდა, დედამიწაზე არ არსებობს გონიერი არსება, რომელმაც არ იცის, რომ წყალი საუკეთესო სასმელია, რომლის დალევაც შეუძლია.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ ძირითადი ცვლილებების გაცნობას, რომლებიც შეიძლება თქვენს ორგანიზმში მოხდეს, თუ ყველა სასმელს წყლით ჩაანაცვლებთ.

კარგი ამბავია ის, რომ დღეს თქვენ გაიგებთ ყველა იმ მიზეზს, რომელთა გამოც მხოლოდ წყალი უნდა დალიოთ. იმედია, ამ ინფორმაციას სწორად გამოიყენებთ და უარს იტყვით მავნე სასმელებზე.

რა მოუვა ორგანიზმს, როცა ყველა სასმელს წყლით ჩაანაცვლებთ

1. უფრო სწრაფად გახდებით: როგორც კი ყველა სხვა სასმელს წყლით ჩაანაცვლებთ(კვება, რა თქმა უნდა, დაბალანსებული უნდა იყოს) 9 დღით, იმდენივე კალორიას დაწვავთ, რამდენსაც დილაობით 9 დღის განმავლობაში 8 კმ მანძილზე სირბილის შემთხვევაში.

2. მეტაბოლიზმი აჩქარდება: დილით, უზმოზე მიღებული  0.5 ლ წყალი მეტაბოლიზმს 24%-ით აჩქარებს. ბუნებრივია, დალევის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ საუზმე. წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას მთელი დღის განმავლობაში, რაც ზრდის ენერგიის დონეს.

3. თქვენი ტვინი უკეთ მუშაობს: ცნობილია, რომ ტვინი 75-80%-ით წყლისგან შედგება, როგორც მთელი ორგანიზმი. წყლის ბალანსის შენარჩუნებით, იგი იღებს საწვავს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს დადებითად მოქმედებს კონცენტრაციისა და მეხსიერების ხარისხზე.

4. მიირთმევთ ნაკლებს: ხშირად, შიმშილი წყურვილში გვერევა. თუ საკმარისი რაოდენობით წყალს მივიღებთ, ეს არ მოხდება და დიდხანს არ ვიგრძნობთ შიმშილის გრძნობას. ასევე, წყალი მადასაც ახშობს.

5. ტოქსინების ლიკვიდაცია: წყალი ბუნებრივი გზით გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან. აუმჯობესებს შარდის ბუშტისა და თირკმლების ფუნქციონირებას.

6. ამცირებს მრავალი დაავადების რისკს: საშარდე გზების ინფექციების გარდა, წყალი ამცირებს ჰიპერტონიის, ნაწლავების კიბოსა და სიმსუქნის რისკებს.

7. გული უკეთ იმუშავებს: დამტკიცებულია, რომ დღეში არანაკლებ 5 ჭიქა წყლის მიღება ამცირებს გულის შეტევის რისკს 40%-ით.

8. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას: წყლის დალევით, ორგანიზმს შიგნიდან ვატენიანებთ, რაც ჩვენს კანზე, თმებსა და ფრჩხილებზეც აისახება.

9. ზოგავთ ფულს: ეს დამატებითი ბონუსია, თუმცა, ფულის დაზოგვა არავის აწყენდა: თქვენ ხომ აღარ მოფიწევთ მაღაზიაში ძვირადღირებული სასმლების შეძენა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.