Connect with us

ჰოროსკოპი

რა არის მთვარე ზოდიაქოს ნიშანში და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ცოდნა

თუ ასტროლოგია ცოტათი მაინც გაინტერესებთ, ალბათ, მზის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ იცით. მზის გარდა მთვარეც არსებობს, რომელიც 12–ვე ნიშანს გადის.

ადამიანის დაბადების მომენტში ყველა პლანეტა ამა თუ იმ ნიშანში იმყოფება. მთვარე პლანეტა არაა, არამედ თანამგზავრი, მაგრამ ასტროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება. მთვარე ადამიანის შინაგან სამყაროსა და ფარულ ემოციებზეა პასუხისმგებელი.

მთვარე ზოდიაქოს ნიშანი მზის ნიშანს არ უკავშირდება, უფრო მეტიც, უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, გვხდება მორცხვი ლომი ან წარმოუდგენლად ემოციური ქალწული – უბრალოდ მათი მთვარის ნიშანი მზის ნიშნის საპირისპიროდ მდებარეობს.

როგორ განვსაზღვროთ მთვარის ნიშანი? მარტივია. ამისთვის უფასო ონლაინ სერვისები არსებობს, სადაც თქვენი დაბადების ზუსტი თარიღი, დრო და დაბადების ადგილი უნდა შეიყვანოთ, რომ გამოთვალოთ, რომელ ნიშანში იმყოფებოდა მთვარე თქვენი დაბადების დროს.

როცა თქვენს მთვარის ნიშანს დაადგენთ, მისი მზის ნიშანთან შედარება საინტერესო იქნება. ასე თქვენს ემოციურ, მგრძნობიარე მხარეზე მეტ ინფორმაციას გაიგებთ.

ვერძი

მთვარე ვერძში ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანს პურსაც გაუყოფთ. გრძნობების დამალვა გიჭირთ. ემოციური ხართ. შიგნით მჩქეფარე გრძნობების დამალვა გიჭირთ. გულწრფელი და იმპულსური ხართ. თუ ვინმეს ეუბნებით „მე შენ მიყვარხარ“, გამოდის ასეცაა.

Advertisement

კურო

მთვარე კუროში ნებისმიერ ურთიერთობაში სტაბილურობის გარანტიას გაძლევთ. თქვენს სამყაროში არ არსებობს სიტყვები, როგორიცაა „ერთგულება“ ან „ღალატი“, უბრალოდ არ იცით, როგორ შეიძლება სხვაგვარად ცხოვრება. ზედმეტ ემოციურ შეზღუდვებს მოერიდეთ. ხმამაღლა თქვით ის, რასაც გრძნობთ.

ტყუპები

მთვარე ტყუპებში რთულია. ერთ წამს გიყვართ, მეორე წამს უკვე არა, მოგვიანებით კვლავ ყურადღებას აქცევთ. თქვენი ცვალებადი გრძნობების დამალვას ცდილობთ, ზოგჯერ ვერც ხვდებით, რა ხდება.

კირჩხიბი

რომანტიკული კომედია და დიდი შეფუთვა შოკოლადის ნაყინი – აი, მთვარე კირჩხიბში ცხოვრების უცვლელი ელემენტები. ისინი გეხმარებათ ყველა ნეგატიური სცენარის გადალახვაში, რომელიც თავში იბადება ყოველთვის, როცა რაღაც არასტანდარტული ხდება.

ლომი

Advertisement

მთვარე ლომში კვლავ ნებისმიერი წვეულების მეფეა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, მაგრამ თქვენი ეგო აკონტროლეთ, მას ჩარჩოდან გათავისუფლება უყვარს.

ქალწული

ანალიტიკური, კრიტიკული და ცოტა მეწვრილმანე ხართ. ემოციებს თაროებზე აწყობთ, ლამაზ იარლიყებს უკეთებთ და კატეგორიებად ყოფთ. შიგნით ემოციური ცხოვრება ჩქეფს, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევთ.

სასწორი

გარეთ თუნდაც საომარი შეტევები მიმდინარეობდეს, თავს ისე მოაჩვენებთ, თითქოსდა არაფერი მომხდარა. სიმშვიდისა და ემოციური სტაბილურობისთვის ყველაფერს გაიღებთ.

მორიელი

მთვარე მორიელში – ვნებიანი, იდუმალი, ემოციური. თქვენს ყურადღებას წვრილმანი დეტალი და მოვლენაც არ გამორჩება, რადგან ყველაფრის გაკონტროლება გსურთ.

Advertisement

მშვილდოსანი

თავისუფლების მოყვარე ხართ, მუდმივად ძიებაში იმყოფებით. შესაძლოა, ამის გამო ნდობისა და სიახლოვის პრობლემები გაქვთ.

თხის რქა

მთვარე თხის რქაში გრძნობების გაკონტროლებას გაიძულებთ. ყველასა და ყველაფერზე პასუხისმგებლობის უზარმაზარი გრძნობა შესაძლო წარუმატებლობაზე ფიქრის უფლებასაც არ გაძლევთ. თქვენ ადამიანი ხართ, სუნთქვა, მოდუნება, შეცდომების დაშვება და სხვადასხვა ემოციების განცდა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიგნიდან დაიწვებით.

მერწყული

თითქოსდა ადვოკატების შესახებ სერიალის გმირი ხართ – ყველას გამოაშკარავებს, თქვენი გულახდილობის გამომჟღავნებას ცდილობთ. ხალხს თქვენგან შეიძლება საიდუმლო ჰქონდეს, ეს ნორმალურია. ენერგია რაღაც სხვა რამისკენ მიმართეთ.

თევზები

Advertisement

ძალიან განვითარებული ინტუიცია გაქვთ, ბევრი მოვლენის შედეგს წინასწარ გრძნობთ და იშვიათად ცდებით. ცოტა ჯადოქარი? შესაძლოა. ასევე ძალიან მგრძნობიარე სული გაქვთ.