Connect with us

ჰოროსკოპი

რა არის თქვენი ცხოვრებისეული მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა მისია გაკისრიათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დედამიწაზე ყველა ადამიანს კონკრეტული მისია აქვს. ზოგიერთი მის შესრულებას ცხოვრების პირველ დღეებში ასწრებს, ზოგს კი ამისთვის დრო სჭირდება. ასტროლოგია მიგანიშნებთ, თუ რა მისია გაკისრიათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძის მთავარი მისია წამყვანი პოზიციის დაკავება და სხვებისთვის გზის გაკაფვაა. მან ადამიანების წინამძღოლობა უნდა გაუწიოს. როგორც წესი, დადგენილი მიმართულებით სვლას პირველი იწყებს. ვერძი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, ცვლილებებს თამამად ეგებება და ახალ მწვერვალს ადვილად იპყრობს.

კურო

საკუთარ თავზე ყველა აღმასვლის და დაცემის გამოცდა, დაბრკოლებების გადალახვა და ბოლოს კარიერული კმაყოფილების მიღწევა ამ ნიშნის მთავარი ამოცანაა. კურომ ცხოვრების ყველა სარგებელს უნდა გამოიყენოს, ბუნება შეიყვაროს და ადამაინებს დადებითი ენერგეტიკის მოზიდვაში დაეხმაროს. მისი ბუნებრივი სიმშვიდე სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება.

ტყუპები

ტყუპების მთავარი ამოცანა ნებისმიერ პირობებში გადარჩენა და უპრობლემოდ ადაპტირებაა. მათ ყველგან საჭირო ხალხი უნდა იპოვონ და მათთან კონტაქტები უნდა დაამყარონ. ტყუპებმა საჭირო ბალანსის მისაღწევად ყოველგვარი უთანხმოება უნდა აღმოფხვრას.

კირჩხიბი

კირჩხიბმა განვითარების გზა უნდა იპოვეს და წლების მატებასთან ერთად უფრო გონიერი უნდა გახდეს. საკუთარ თავში გარკვევას მაშინ შეძლებს, როცა ადამაინებში, მათ სურვილებსა და გრძნობებში, თავისუფლად ორიენტირებას მოახერხებს. მან საკუთარი გრძნობები ნაკლებად უნდა გამოხატოს, რომ ურთიერთობაში და სხვები მიწიერ კავშირებში უფრო კარგად გაერკვეს.

ლომი

ლიდერული პოზიციების დაკავება და დიდების მოპოვება ამ ნიშნის მთავარი ამოცანაა. საზოგადოებაში სტატუსის მოპოვება საკმარისი არაა. თქვენ სხვების დახმარება უნდა ისწავლოთ. დიდებას მოიპოვებთ მაშინვე, როგორც კი სუსტი და დაუცველი ადამიანების დაცვას დაიწყებთ.

ქალწული

თვითსრულყოფილება ამ ნიშნის მთავარი დანიშნულებაა. საჭირო ჰარმონიის მოპოვებაში მხოლოდ საკუთარი თავის და ძალების რწმენა დაგეხმარებათ. ამისთვის ყველაფრის გაკონტროლება უნდა ისწავლოთ. თუ წესრიგს ვერ დაამყარებთ, დედამიწაზე თქვენი მისია შეუსრულებელი იქნება.

სასწორი

ირგვლივ სამყაროს შეცნობა და ნებისმიერ სფეროში საკუთარი თავის გამოვლენა მათი მისიაა. ისინი სილამაზის ნამდვილი მასწავლებლები ხდებიან და სხვებს აჩვენებენ, თუ როგორ გაიხარონ ცხოვრებით და მისგან მაქსიმუმი სარგებელი და სითბო მიიღონ.

მორიელი

მოთმინების და შეუპოვრობის სწავლა მორიელი მიწიერი მისიაა. მას ყოველდღიური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, მთავარია ამისთვის ძალები ეყოს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ყოველთვის უშიშრად თამაშობს, პრობლემებს თვალებში უყურებს და პირველი შესაძლებლობისთანავე რისკავს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სამართლიანობის ნამდვილი მებრძოლია და ამით საკუთარ დანიშნულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. საზოგადოების სასარგებლოდ მთელი დროის და ენერგიის გაღება მისთვის წმინდა საქმეა. მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობი დაარწმუნოს.

თხის რქა

დაბრკოლებების გადალახვა და სირთულეებთან ბრძოლა ამ ნიშნის მისიაა. მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც რეალური საგნების დანახვაში ეხმარება. ბუნებრივი ნებისყოფის უნარი იმდენად მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, რომ ეს შეუძლიათ მოტივაციის ასამაღლებად და საკუთარი თავის სრულყოფილებისთვის გამოიყენონ.

მერწყული

ამ ნიშნის მთავარი მისია დასახული მიზნის მიღწევა და მუდმივად წინ მოძრაობაა. ფანტაზიის წყალობით ნამდვილ შედევრს ქმნის ან გენიალურ იდეებს იგონებს. ყველაფერი, რაც სამყაროში შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მერწყული რეალობად აქცევს. ეს მათ ძალებშია. ქველმოქმედებით საქმიანობა მის სურვილს, იყოს სასარგებლო და საჭირო, ხაზს გაუსვამს.

თევზები

ცხოვრების მისიაა ადამიანებს ემსახუროს და მათი ინტერესები დაიცვას. მათ არ სჭირდებათ თავი იმაზე ცუდად მოაჩვენონ, ვიდრე არიან, ან ყოველთვის საკუთარი თავი მსხვერპლად მოაჩვენონ. მათ მხარდაჭერის გაწევა და სხვების დახმარება თავად შეუძლიათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.