ჯანმრთელობა
რატომ ჩნდება ცხიმგროვა თვალების ქვეშ და როგორ მოვიშოროთ
თვალების ქვეშ ცხიმგროვა საშიში პრობლემა არაა – ეს წვრილი, თეთრი ან ყვითელი ფერის წერტილებია, რომლებიც ზედა ან ქვედა ქუთუთოზე გვხვდება. ის მტკივნეული არაა და ჩვეულებრივ დისკომფორტს არ ქმნის. თუმცა მასთან ბრძოლა ნამდვილად ღირს.
რატომ ჩნდება ცხიმგროვა თვალების ქვეშ?
ცხიმგროვა, სამედიცინო ენაზე „ლიპომა“, დადებით თვისებიან წამონაზარდს მიეკუთვნება. ცხიმგროვა ნამდვილად კანქვეშა ცხიმისგან შედგება, მაგრამ გამონაყარისგან განსხვავებით კანის ზედაპირზე „არხი“ არ აქვს. თვალების ქვეშ ცხიმგროვის წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
ცნობილია, რომ ასეთი სახით „თავისუფალი“ ცხიმები გროვდება. რისკის ქვეშ არიან როგორც ჭარბი წონის, ასევე გამხდარი ადამიანები. ზოგს ცხიმგროვა აქვს, ზოგს კი არა! რატომ? ხშირად ამას ხელს უწყობს სხვადასხვა სახის დაავადება (საქმე ეხება არა კანის, არამედ დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლების, პანკრეასის და ა.შ. დაავადებებს), მემკვიდრეობა ან გენეტიკური მიდრეკილება. ლიპომას წარმოქმნის მიზეზებს შორის რაციონში ჭარბი ცხიმიანი საკვები და გადაძღომაც არის.
ნებისმიერ შემთხვევაში ცხიმგროვის მოსაშორებლად და მისი კვლავ გაჩენის თავიდან ასაცილებლად რაციონს უნდა გადახედოთ და უფრო ჯანსაღი საკვები მიირთვათ.
თვალის ქვეშ წარმოქმნილი ცხიმგროვა განვითარდება?
ჩვეულებრივ ცხიმგროვას ამჩნევენ მაშინ, როცა ის პატარა თეთრი წერტილია. ასეთი სახით უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს და სხვებისთვის შეიძლება შეუმჩნეველი იყოს. მოხდება თუ არა მისი პროგრესირება?
დიახ, ასეთი საფრთხე არსებობს. ზოგჯერ მის ირგვლივ რამდენიმე „ამხანაგი“ იკრიბება – ამ მოვლენას ლიპომატოზი ეწოდება. ზოგჯერ თავად ლიპომა იზრდება და ეს ლამაზი არაა. ყველაზე მიშვებულ შემთხვევაში მსხვილი ცხიმგროვა ქუთუთოზე მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს, მასში შეიძლება წამწამები „ჩაიზარდოს“…
ზოგჯერ წვრილი ცხიმგროვა თავისთავად ქრება, მაგრამ ამის იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ.
როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ცხიმგროვა ხალხური საშუალების გამოყენებით
თუ თვალების ქვეშ ცხიმგროვა კატეგორიულად არ მოგწონთ, შეგიძლიათ სხვადასხვა ხალხური მეთოდის გამოყენება სცადოთ.
ცხიმგროვა იოდით ან სპირტით „გამოაშრეთ“. ამისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ იოდი ან სალიცილის სპირტი წაისვით, სანამ არ გაქრება. ძალიან ფრთხილად იყავით, რომ მის ირგვლივ კანი არ დაწვათ.
ზეთოვანი კომპრესი. მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ჩვეულებრივი საკვები მარილი გახსენით, შემდეგ ცხიმგროვაზე წაისვით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ამ ადგილას ქერქი წარმოიქმნება, ცხიმგროვა მასზე დაგროვდება და ქერქი უკვე ლიპომას შემცველობით მოგშორდებათ.
ცხიმგროვის მოშორება სჯობს სპეციალისტს მიანდოთ.
რა შეიძლება შემოგთავაზონ დერმატოლოგის კაბინეტში?
თვალების ქვეშ ცხიმგროვის მოშორება ქირურგიული მეთოდით მსხვილი ლიპომის შემთხვევაში. ეს ფაქტიურად, გაჭრა და შემადგენლობის ამოღებაა. ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება.
სამედიცინო პრეპარატის ინექცია ცხიმგროვაში. ასე ნემსით გახვრეტა და შემდეგ პრეპარატის შეშვება ხდება, რომელიც ცოტა ხანში ცხიმგროვის შემცირებას და თანდათანობით გაქრობას იწვევს.
ფუნქციურ-ასპირაციული მკურნალობა. ეს გამოდენაა, მაგრამ არა ხელით, არამედ სპეციალური ელექტროსასრუტი სამედიცინო ნემსით. ანუ ნემსი ცხიმგროვაში შედის და შემდეგ შემადგენლობის ამოტუბვა ხდება. მეთოდს გარკვეული რისკი ახლავს – თუ ექიმმა შეცდომა დაუშვა, ცხიმგროვა კვლავ გაჩნდება და უფრო დიდზე გაიზრდება!
ნებისმიერ შემთხვევაში, დროის გაწელვა და სიტუაციის გართულება არ ღირს. ექიმს დროულად მიმართეთ და მისი რეკომენდაციები შეასრულეთ.