Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში და როგორ მოვიშოროთ

გაიგეთ, არის თუ არა უცნაური გემო პირის ღრუში ღრძილების რიგი დაავადების ნიშანი თუ მიზეზი უფრო სერიოზულ უსიამოვნებაშია.

ზოგჯერ ასე ხდება: მოულოდნელად პირში მეტალის გემოს ან სიმწარეს ვგრძნობთ. თუ მსგავსი შეგრძნებები იშვიათად და სწრაფად ხდება, პანიკა არ ღირს. მიზეზი შეიძლება სპეციფიკურ კერძის ან ვიტამინების მიღებაში იმალებოდეს.

თუ პირის ღრუში უსიამოვნო გემო ხშრად გაწუხებთ და 2-3 დღე ნარჩუნდება, ორგანიზმს მოუსმინეთ. საკითხი შეისწავლეთ, რომ გართულებები თავიდან აიცილოთ.

რა იწვევს პირის ღრუში უსიამოვნო გემოს

ღრძილების დაავადებები

მეტალის გემო პირში და თანმხლები უსიამოვნო სუნი პაროდონტიტის ან გინგივიტის ერთ–ერთი ძირითადი სიმპტომებია. სტომატოლოგიური მომსახურების მონაცემების თანახმად, ზრდასრულ ადამიანთა ნახევარს ამა თუ იმ ფორმის ღრძილების ანთება აწუხებს.

როგორ გამოვასწოროთ

  • სტომატოლოგთან მიდით და სახლში პირის ღრუს ჰიგიენის წესები დაიცავით.
  • კბილები დღეში 2–ჯერ შესაფერისი პასტით გაიწმინდეთ.
  • კბილებს შორის სივრცე კბილის ძაფით და სავლებით გაიწმინდეთ.
  • ტკბილეულის მიღება შეზღუდეთ.

მედიკამენტები და საკვები დანამატები

კვლევამ აჩვენა, რომ 300-ზე მეტ მედიკამენტს გემოს აღქმაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

როგორ გამოვასწოროთ

თერაპევთან კონსულტანცია გაიარეთ მედიკამენტზე, რომელსაც ახლა იღებთ და პირში სიმწარეს იწვევს. შესაძლო ალტერნატივები განიხილეთ.

პირის სიმშრალე

ნერწყვის წარმოების შემცირებას ქსეროსტომია ეწოდება. ჭამის გართულებასა და საუბრის დროს დისკომფორტთან ერთად უცნაური გემოც ახლავს.

როგორ გამოვასწოროთ

თუ ქსეროსტომიაზე ეჭვი გეპარებათ, სტომატოლოგთან მისვლით დაიწყეთ. ექიმი სწორი დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ, დისკომფორტს გააქრობს და მკურნალობას დაგინიშნავთ.

წვის სინდრომი პირის ღრუში

უსიამოვნო გემოს გარდა ადამიანმა შეიძლება რაღაც წვაც იგრძნოს. დაავადება ენას, ღრძილებს, ყელს, ასევე ყელის ლორწოვანს აზიანებს. ხშირად სიმწარე ან მეტალის გემო ახლავს.

როგორ გამოვასწოროთ

კვლავ სტომატოლოგთან! ექიმთან რეგულარული ვიზიტი ბევრ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ.

რძიანა პირის ღრუში

საქმე გვაქვს პირის ღრუში სოკოვან ინფექციასთან. ერთ–ერთი გამოხატული სიმპტომი – თეთრი ლაქა ენაზე, ლოყაზე ან ყელზე. ხშირად ახლავს მარილიანი, მეტალის ან მჟავე გემო. რძიანა პირის ღრუში სუსტი იმუნიტეტის ადამიანს აინფიცირებს და მათ, ვინც კბილების პროთეზს ატარებს.

როგორ გამოვასწოროთ

თუ ორალურ რძიანაზე ეჭვი გაქვთ, თერაპევტთან მიდით. ექიმი ანალიზებზე მიმართვას მოგცემთ, ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და ეფექტურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

რესპირატორული ინფექციები

ტონზილიტი, ცხვირის სინუსის და ყურის ინფექციები, გაციება – ამან შეიძლება პირის ღრუში მარილიანი გემო გამოიწვიოს.

როგორ გამოვასწოროთ

თუ პირის ღრუში უსიამოვნო გემო სურდოს ან სხვა მსუბუქი ინფექციის ნიშანია, განკურნებისთანავე გაქრება. ოტოლარინგოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ, მეტი სითხე მიიღეთ და გამოიძინეთ.

ორსულობა

ორსულობის დროს ჰორმონები გემურ ჰალუცინაციებს იწვევენ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ადრე საყვარელი კერძის მიმართ ინტერესის დაკარგვაზე და უცნაურ, ახალ გასტრონომიურ გატაცებაზე.

როგორ გამოვასწოროთ

მოითმინეთ. მოჩვენება შეიძლება მთელი 9 თვე გაგრძელდეს, მაგრამ უმეტესად პირველ სამ თვეს გრძელდება. კბილები გაიწმინდეთ, ლიმონიანი წყალი დალიეთ და ჯანსაღი საკვები მიირთვით.

უფრო სერიოზული დაავადებები

ზოგჯერ დილით პირის ღრუში ტკბილ–მჟავე გემო კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებაზე საუბრობს. ტკბილი გემო დიაბეტის, ზოგიერთი სახის სიმსივნის და ნევროლოგიური აშლილობის ნიშანია. მწარე – ღვიძლის, ნაღვლის, თირკმლების დაავადების. თანმხლები სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა.

როგორ გამოვასწოროთ

თუ უჩვეულო გემოსთან ერთად სხვა შემაშფოთებელი სიმპტომებიც გახლავთ, შინაგანი ორგანოების ტკივილი ან დისკომფორტი გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ. უჩვეულო სიმპტომებზე აუცილებლად უამბეთ. მაშინაც კი, თუ სიმპტომები ერთმანეთთან დაკავშირებული არ გგონიათ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო გემო პირის ღრუში

გირჩევთ, სტომატოლოგთან ვიზიტით დაიწყოთ. ეს ყველაზე სწრაფი მეთოდია, რომელიც პრობლემების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. თუ სხვა სერიოზული სიმპტომები გაწუხებთ, თერაპევთან მიდით.

კბილები და ენა დღეში 2–ჯერ გაიწმინდეთ, კბილის ძაფი გამოიყენეთ. მოწევაზე უარი თქვით, ბევრი წყალი დალიეთ და საუზმის მიღება არ დაგავიწყდეთ.