Connect with us

ყვავილები

რატომ შეიძლება დაჭკნეს ანთურიუმი, „მამაკაცური ბედნიერების“ ყვავილი?

ითვლება, რომ ოთახის მცენარე „მამაკაცური ბედნიერება“ ან ანთურიუმი დადებით ემოციებს იწვევს და ცუდ განწყობას ებრძვის. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ანთურიუმი სახლში ცუდი ენერგეტიკის დონეს ამცირებს და ცოლქმრულ ურთიერთობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.

„მამაკაცური ბედნიერება“ მთელი წელი ყვავილობს. ხალხს სწამს, რომ სახლში ასეთი ყვავილის ქონა მამაკაცს ძალას და ჯანმრთელობას აძლევს. მცენარის მოვლისას წესების დაცვა აუცილებელია, რომ არ დაიღუპოს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ პირობებში ახარებს ანთურიუმი მფლობელებს წლების განმავლობაში.

ოთახის მცენარე „მამაკაცური ბედნიერება“

პირველ რიგში, მცენარისთვის ქოთანი სწორად უნდა შეარჩიოთ. ანთურიუმს ვიწრო ქოთნები მოსწონს. როცა ყვავილი ზედმეტად თავისუფალ სივრცეში იზრდება, ფესვების გასავითარებლად ზედმეტი ძალისხმევა გაწევა უწევს. უპირატესობა ვიწრო და მაღალ ქოთნებს მიანიჭეთ. ასე ანთურიუმი აყვავილდება და შენობას სურნელს გაავსებს.

ნიადაგი

ყვავილი რომ აყვავილდეს ყოველ გაზაფხულს მიწა შეუცვალეთ. ასე სუბსტრატი ჟანგბადით გამდიდრდება, რაც ანთურიუმს აუცილებლად სჭირდება. ჩვეულებრივ, მიწას ხავსს და ტორფს ურევენ. ქოთნის გვერდებზე ხვრელები უნდა იყოს, რომ ფესვებს ჟანგბადთან წვდომა ჰქონდეს. ყვავილების მაღაზიაში შეგიძლიათ სპეციალურად ანთურიუმისთვის განკუთვნილი მიწა შეიძინოთ.

ტემპერატურა და ტენიანობა

ანთურიუმი ტროპიკული მცენარეა. ის 20-28 გრადუს სითბოში კარგად იზრდება. ზამთარში ტემპერატურა შეგიძლიათ 20-15 გრადუსამდე შეამციროთ. ტროპიკულ მცენარეს ტენი სჭირდება. შეგიძლიათ სპრეი ბოთლით დანამოთ და ფოთლები სველი ჩვრით გადაწმინდოთ ისე, რომ ყვავილედს არ შეეხოთ. ანთურიუმისთვის ჰაერის ტენიანობა 80% უნდა იყოს. ტროპიკული პირობების შესაქმნელად მის გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი დადგით. თუ ჰაერის დამატენიანებელს იყენებთ, ის „მამაკაცური ბედნიერების“ საუკეთესო მეგობარი გახდება.

განათება

სინათლე გაფანტული უნდა იყოს. მცენარეს მზის პირდაპირ სხივები არ უნდა მოხვდეს. ბნელ შენობაში ყვავილი დაჭკნება. ზამთარში მცენარე შეგიძლიათ აბაზანაში შეინახოთ, თუ იქ ფანჯარა გაქვთ. ფენშუის მიხედვით, ანთურიუმი მაქსიმალურ ენერგეტიკას გამოასხივებს, თუ სახლის აღმოსავლეთ ნაწილში დადებთ.

მორწყვა და გადარგვა

ანთურიუმი თბილ სეზონზე კვირაში 2–ჯერ და ზამთარში კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. ნიადაგის გამოშრობა ან ჭარბი ტენიანობა არ დაუშვათ, ასე შეიძლება ფესვები დალპეს. ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად სიმშვიდის ფაზაში (ოქტომბრიდან მარტამდე) გადარგვა სჭირდება. ზრდასრული მცენარე შეგიძლიათ უფრო იშვიათად გადარგოთ, 2–3 წელიწადში ერთხელ. ანთურიუმა უხვად რომ იყვავილოს სიმშვიდის ფაზაში გრილ ადგილას მოათავსეთ. დამჭკნარი ყვავილედი დროულად მოაშორეთ, რომ მცენარეს ზედმეტი ენერგია არ წაართვას.

გამოკვება

გაზაფხულსა და ზაფხულში „მამაკაცური ბედნიერება“ 2–3 კვირაში ერთხელ უნდა გამოკვებოთ. ზოგიერთი ფოთლოვან სასუქს 2 კვირასი ერთხელ აწვდის. მიკროელემენტების დეფიციტის ნიშანია გაყვითლებული ფოთლები და ყვავილების მკრთალი ფერი. გამოსაკვებად გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები: „უნიფლორ ბუტონი“, „კემილა ლუქსი“, „აზალია“.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცენარეს სხვადასხვა სახელი აქვს. მაგალითად, საფრანგეთში უწოდებენ „მამლის ქედს“, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, ისტორიულ სამშობლოში, ანთურიუმს „ცეცხლოვანი ენის ყვავილს“ უწოდებენ.