Connect with us

სხვა

რატომ მოუწოდებს ბილ გეითსი ყველას, რომ ძროხის ხორცზე უარი თქვან, თუმცა თავად ვეგეტარიანელი არ არის

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დიდი გონების ადამიანები ეთიკური, რელიგიური თუ ეკოლოგიური მიზეზების გამო ამა თუ იმ პროდუქტზე უარის თქმისკენ მოგვიწოდებენ. ახლა მსოფლიოს ყურადღება კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელმა მიიქცია. ბილ გეითსი ირწმუნება, რომ ხორცზე სრულად უარის თქმა აუცილებელია. ამის შესახებ წერს თავის წიგნში „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფები“.

ალბათ, გლობალური კლიმატის ცვლილებების შესახებ გსმენიათ. ყველაზე ყურადღებიანებმა უკვე საკუთარ თავზე გამოცადეს. ტემპერატურის მაჩვენებლები და ნალექის რაოდენობა პირდაპირ ერთ თაობაში შეიცვალა. როგორ უნდა მოიქცეთ? ღირს ნერვიულობა? Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, რომ ერთად გავარკვიოთ.

ბილ გეითსი იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ხორცის ჭამა

„მდიდარ ქვეყნებში ხალხმა მხოლოდ ხელოვნური ხორცი უნდა მიირთვას, რათა მეცხოველეობის საქმიანობით ნარჩენები შეამციროს“

საუბარი იმ ხორცზე, რომელიც ბურგერებში ძალიან გვიყვარს. საუბარია სტეიკებზე, ძეხვეულზე, სოსისებსა და რულეტებზე. ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოება უნდა შეწყდეს. გამოსავალი იქნება, მათ ნაცვლად მცენარეული და ხელოვნური წარმოების (ლაბორატორიული) ხორცის გამოყენება.

ერთი შეხედვით, საეჭვოდ და შეუძლებლად გამოიყურება, მაგრამ დასკვნა არ იჩქაროთ! წიგნის პირველ ნაწილში „გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს და მიღწევები, რომლებიც არ გვჭირდება“ ამერიკელი მეწარმე განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი ამის გაკეთება, ამასთან გადაწყვეტილებასაც გვთავაზობს.

იცით თუ არა, რომ კლიმატურ ცვლილებებში ლომის წილი მეცხოველეობას უკავშირდება? განსაკუთრებით, ძროხებს. ეს მსხვილი პირუტყვის სასიცოცხლო პროცესებს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ როცა ძროხები საკვებს ინელებენ, მეთანს გამოყოფენ. მეთანი სათბურის გაზია, რომელიც ატმოსფეროს და პლანეტის მცენარეებს ზიანს აყენებს.

ამ ცხოველების ზრდის, ასევე თავად წარმოების სპეციფიკის გამო, კლიმატური კატასტროფა შორეული მომავალი აღარაა. ისმის კითხვა: რას იტყვით მანქანების გამონაბოლქვზე? ნუთუ მათთან შედარებით ძროხები უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენს?

აი, რას ამბობენ ციფრები. თავისი სათბურის პოტენციალით მეთანი 28-ჯერ აღემატება მანქანების მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს. ახლა უახლოეს მონაცემებს გადავხედოთ.

KPC–ის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს დაახლოებით 60 მლნ ტონა საქონლის ხორცი იქნა წარმოებული. მთავარი მწარმოებლები – აშშ, ბრაზილია, ჩინეთი და ევროკავშირი. ამ რაოდენობის ხორცით ჩრდილო–აღმოსავლეთ ისრაელში ტიბერიას ტბის (ცნობილი, როგორც გალილეის ტბა) გავსება შეიძლება. და არა ერთხელ. სწორედ ამიტომ, ჩვეული ხორცის წარმოება უნდა შევამციროთ და მცენარეული ან ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილი ხორცით ჩავანაცვლოთ.

სირთულეს მხოლოდ ეკონომიკური მხარე არ ქმნის. Microsoft–ის დამფუძნებლის თქმით, სხვა ხარისხის პროდუქტზე გადასვლა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ. და გემოს საკითხი ღიად რჩება.

„თქვენ შეგიძლიათ განსხვავებულ გემოს შეეჩვიოთ და მეცნიერები დროთა განმავლობაში უკეთესს შექმნიან“ – აცხადებს ბილ გეითსი.

ის პროგნოზირებს, რომ მცენარეულ და ხელოვნურ ხორცზე მოთხოვნის გაზრდით მწარმოებლები ამ საკითხს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ახლა, პოპულარულია შემდეგი ფირმები: Beyond Meat, Impossible Foods, Pivot Bio და Memphis Meats.

კლიმატი სულ უფრო და უფრო იცვლება, ხოლო ძროხის ფასი იზრდება. შესაძლოა, ახალი ხორცით მრავალი პრობლემის მოგვარება შევძლოთ, მათ შორის მესამე სამყაროს ქვეყნებში შიმშილის პრობლემა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მზად ხართ ჩვეულ კერძებზე უარი თქვათ?