Connect with us

თავის მოვლა

რატომ ვზრუნავთ ნაოჭებზე არასწორად: როგორ განვსაზღვროთ მათი ტიპი და რა გავაკეთოთ

ჩვენ ნაოჭებს „წვრილად“ და „ღრმად“ ვყოფთ, თუმცა სინამდვილეში რამდენიმე ტიპი არსებობს. მხოლოდ ნაოჭების ზუსტი ტიპის ცოდნით შეიძლება სწორი მოვლის საშუალებების შერჩევა და მისი განვითარების შეფერხება. დინარა მახთუმკულიევა, კოსმეტოლოგ–ესთეტიკოსი გიამბობთ, თუ როგორ „წაიკითხოთ სახე“.

ნაოჭების გაჩენის მიზეზები

ჩვენი კანი დაბერებას 20 წლის შემდეგ იწყებს. პირველი ანტიასაკობრივი ხაზი „20+“ ნიშნით ტყუილად არ იწყება. ნაოჭების გაჩენის მიზეზი არა მხოლოდ ასაკი, არამედ სტრესი, არასწორი კვება და ცხოვრების წესია. ახალგაზრდა გოგოს, რომელიც მაღალ ბალიშზე დაწოლილი წიგნის კითხვას მიჩვეულია, „ვენერას რგოლი“ შეიძლება უფრო ადრე გაუჩნდეს, ვიდრე მის 50 წლის დედას. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვზრუნავთ კანზე.

ნაოჭების ტიპები

სახეზე ნაოჭების მდებარეობის და მიმიკების მიხედვით რამდენიმე ტიპის ნაოჭი არსებობს. სარკეში საკუთარი თავი კარგად დაათვალიერეთ, სხვადასხვა ემოციები გამოხატეთ, რომ მიხვდეთ, საიდან და როგორ გაჩნდა თქვენი ნაოჭები.

ზედაპირული ნაოჭები

წარმოიქმნება გარემოს გავლენით: მზე, ტემპერატურის ცვლილებები, ქარი და ყინვა. ხშირად ჩანს თვალის კუთხეებში ან შუბლზე. ის მაქსიმალურად შეუმჩნეველია და წვრილ ხაზს ან ობობის ქსელს ჰგავს, განსაკუთრებით შესამჩნევია თეთრი ზოლები გარუჯულ კანზე.

რა გავაკეთოთ: მათ მოშორებას პილინგის ერთი კურსით მარტივად შეძლებთ. შეგიძლიათ სახლში დაისკრაბოთ, მაგრამ სალონური მჟავები უფრო ძლიერი და ეფექტურია. თუ ზედაპირული ნაოჭები შეამჩნიეთ, მისი მოშორება არ გადადოთ, რომ ნაოჭები ღრმა არ გახდეს.

სტატიკური ნაოჭები

უშუალოდ ასაკის გამო ჩნდება: მოქნილობის, კოლაგენის და ძველი მოცულობის დაკარგვა. ისინი მიმიკაში თითქმის არ მონაწილეობენ და არ ქრებიან, როცა სახე მშვიდ მდგომარეობაშია, ანუ ასეთი ნაოჭები ყოველთვის გვაქვს. ხშირად მენოპაუზის დროს ჩნდება.

რა გავაკეთოთ: აქ, კარდინალური ზომები გჭირდებათ. პირველ სტადიაზე კანი შეგიძლიათ ლაზერული გაპრიალებით გაასწოროთ. თუ ნაოჭები ძალიან ღრმაა, პლასტიკური ოპერაცია დაგჭირდებათ.

მიმიკური ნაოჭები

ასაკის მიუხედავად ჩნდება. ესაა თქვენი ემოციების კვალი – ღიმილი, შეკრული წარბები ან გაოცება. თუ მიმიკას ყურადღებას არ მიაქცევთ, დროთა განმავლობაში ნაოჭები ჩაღრმავდება და სტატიკური გახდება – არ გაქრება მაშინაც კი, თუ ემოციებს არ გამოხატავთ. ამ ტიპის ნაოჭების ყველაზე ცნობილი სახეები – წარბებს შორის ნაკეცი და „ბატის თათები“ თვალის კუთხეებში.

რა გავაკეთოთ: პირველ რიგში, კოსმეტოლოგი გირჩევთ ბოტულინთერაპიას. ბოტოქსის ინექციები კუნთებს 4-6 თვე ბლოკავს და არსებობს ალბათობა, რომ ამ დროში წარბების შეკვრას და ემოციების სახეზე აღბეჭდვას გადაეჩვიოთ. თუ ახალგაზრდა ხართ და კანი საკმაოდ გლუვია, მიმიკის შეჩერების შემდეგ თავად გასწორდება.

გრავიტაციული ნაოჭები

განსაკუთრებით შეიმჩნევა 50 წლის შემდეგ, როცა კანი სუსტდება და მოქნილობას კარგავს. მიზეზი მხოლოდ ასაკი არაა. ყელზე გრავიტაციული ნაკაცები შეიძლება გაჩნდეს ზედმეტი წონის დროს, როცა კანი საკუთარი სიმძიმით იკეცება და მეორე ნაკეცი ჩნდება. გრავიტაციულად ითვლება ნაოჭები დეკოლტეს ზონაში, რომელიც დიდი ზომის მკერდის მქონე გოგოებში ჩნდება.

რა გავაკეთოთ: როცა სახეზე ღაბაბი ან გრავიტაციული პტოზი ჩნდება, იდეალურია ქირურგიული ძაფებით დაჭიმვა. ეს მიკროინვაზიური ოპერაციაა მინიმალური სარეაბილიტაციო პერიოდით. ეფექტი 2-3 წელი გრძელდება.

რაც შეეხება მკერდის ზონას, არ დაუშვათ მასტოპტოზი, დამხმარე საცვალი ჩაიცვით და დამატენიანებელი კრემები წაისვით. თუ სახეზე პილინგს იკეთებთ, დეკოლტეს ზონაც დაიმუშავეთ.

ძილის ნაოჭები

ცნობილია, რომ მთელი ცხოვრების 25%–ს ძილში ვატარებთ. სამართლიანი იქნება ამ პროცესს საკუთარი ტიპის ნაოჭი გამოვუყოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გძინავთ. თუ გვერდზე წოლას უპირატესობას ანიჭებთ, ასაკთან ერთად ამ ზონაზე ნაოჭები გაჩნდება – თვალის და საფეთქლის ზონაში. თუ მაღალ ბალიშზე გძინავთ, მალე ყელზე ნაოჭები ე.წ. „ვენერას რგოლი“ გაგიჩნდებათ. იგივე ეხება ძილის წინ კითხვას – თუ დაწოლილი კითხულობთ ან სოციალურ ქსელს ათვალირებთ, ყელზე ნაოჭები არ დააყოვნებს.

რა გავაკეთოთ: პირველ რიგში, ჩვევები და ბალიში გამოცვალეთ. დაბალ ბალიშზე დაიძინეთ და დაწოლილმა არასდროს წაიკითხოთ. სმარტფონის სახის პირისპირ დაჭერას მიეჩვიეთ. დგომას ყურადღება მიაქციეთ, როცა იხრებით, ყელზე ნაოჭები ჩნდება.

თუ ნაოჭების კვალი უკვე გაქვთ, სალონში უნდა მოიშოროთ. ბიორევიტალიზაცია დაგეხმარებათ, რომელიც კანს მოქნილობას უბრუნებს და კარგად ატენიანებს. შეგიძლიათ მიკროდენის თერაპია გაიაროთ, ის კოლაგენის წარმოებას ააქტიურებს და კანს მნიშვნელოვნად აგლუვებს.

რიჩარდ გლოგაუს კლასიფიკაცია

ნაოჭების კიდევ ერთი კლასიფიკაცია არსებობს, რომელიც ამერიკელმა ქირურგმა რიჩარდ გლოგაუმ შეიმუშავა. კლასიფიკაცია კანის სიბერის მიხედვით 4 კატეგორიად არის დაყოფილი.

  • ტიპი I, უნაოჭო: 20-30 წლის ადამიანები მშრალი კანით და მსუბუქი პიგმენტაციით, კერატოზის და მინიმალური ნაოჭების არ არსებობით. თქვენ არ გჭირდებათ მაკიაჟი მათ შესანიღბად.
  • ტიპი II, მიმიკური ნაოჭები: გვხვდება 30-40 წლის ასაკში. ეს ზომიერი ფოტოდაბერებაა. მიმიკური ნაოჭები ღიმილის დროს თვალების ირგვლივ ჩნდება. ზოგჯერ საჭიროა კონსილერი, რომ ნაოჭები შენიღბოთ.
  • ტიპი III, ნაოჭები მშვიდ ფაზაში: 50-60 წლის ასაკში, პროგრესული ფოტოდაბერება. ნაოჭები საკმაოდ ღრმაა და ტონალური კრემით ვერ დაფარავთ.
  • ტიპი IV, მხოლოდ ნაოჭები: 60 წელს ზემოთ, ძლიერი ფოტოდაბერებით, მოყვითალო–ნაცრისფერი კანის ფერით და ბადური ნაოჭებით მთელ სახეზე. მაკიაჟი პრაქტიკულად არ ჩერდება, შენიღბვა შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და პროცედურებით თავი გაინებივროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნაოჭი – თქვენი ღიმილის, გაოცების, ცრემლების და უძილო ღამეების კვალია (რომელიც ამად ღირდა!).

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.