ყვავილები
რატომ არ შეიძლება კლინიკიდან ყვავილების მოტანა
ადამიანები მუდამ ცდილობდნენ მცენარეების გვერდით ცხოვრებას. მწვანე, ცოცხალი მცენარე ყოველთვის ახერხებს ჩვენი განწყობის ამაღლებას, ის ინტერიერსაც ალამაზებს და შენობაში ჰაერსაც ასუფთავებს. უპრეტენზიო სახლის მცენარეების განსაკუთრებით იმიტომ არიან დასაფასებლები, რომ მათ ყოვედღე გამოცვლა არ ჭირდებათ და 1-2 მორწყვის გაცდენასაც კარგად იტანენ.
სახლის მცენარეების მარაზიის შეძენის საშუალება და სურვილი ყველას არ აქვს, ამიტომ ისინი სხვადასხვა ადგილებიდან წყვეტენ მცენარის ტოტებს და შემდეგ სახლში ახარებენ მათ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ქმედებაა თუმცა როგორც აღმოჩნდა ასე არ არის…
სხვის მცენარეს ნუ შეეხებით
მცენარეებს შენობი ენერგეტიკის შეწოვა შეუძლიათ და შესაბამისად ადამიანების ენერგეტიკისაც… სწორედ ამიტო რეკომენდებული არ არის ყვავილების საავადმყოფოებიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებიდან წამორება. რადგან იქ ბევრი ადამიანი ტრიალებს და ალბათ ხვდებით ენერგეტიკა როგორი იქნება. ნუ გარისკავთ თქვენს თავზე ნეგატივის მოზიდვას!
სხვა საქმეა როდესაც მცენარეს მეგობრებისგან ან ნათესავებისგან ირებთ. თუ ხედავთ, რომ მათ სახლში სიმშვიდე, ბალანსი და კეთილგანწყობა სუფევს შეგიძლიათ თამამად მიიღოთ ყვავილი. მორიდეთ დაძაბულობისა და უთანხმოების მქონე ოჯახებიდან ყვავილის აღებას.
ნეგატიური ენერგეტიკა
არსებობენ მცენარეები რომლებსაც უბრალოდ ნეგატიური ენერგეტიკა აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ ისინი ხშირად გვხვდებიან სახლებში:
1. სურო. ცუდი არცევანი გასათხოვარი ქალბატონებისთვის. ეს მცენარე მამაკაცების დამაფრთხობლად ითვლება და სახლში სადაც სურო აქვთ, ქალბატონებს გათხოვება უჭირთ.
2. ია. კიდევ ერთი მცენარე რომელსაც ახალგაზრდა ქალბატონებთან არაფერი ესაქმება. მან შეიძლება სხვადასხვაგვარი ქალური დაავადებები დაუბედური სიყვარული მოიზიდოს.
3. ფიკუსი. ეს მცენარე ბევრ სახლში შეგხვდებათ. აღმოსავლურ მითოლოგიაში ფიკუსი ვამპირად ითვლება რომელიც ნებისმიერი სახეობის ენერგიით იკვებება: როგორც ნათელით ასევე ბნელით. თუმცა თუ საცხოვრებელი სახლის სკანდალებისგან გაწმენდა გსურთ ფიკუსი შესანიშნავი არჩევანი იქნება.
4. კალა. ეს თეთრი ყვავილები ნებისმიერის გულს დაიპყრობენ, თუმცა აჯობებს ან სხვა ფერის ყვავილები აირჩიოთ ან საერთოდ გადადგათ ისინი რაფიდან!!!
მეორეს მხრივ დადებითი ენერგეტიკისა და “კეთილი” ენერგიების სასარგებლო მცენარეებიც არსებობენ. რა თქმა უნდა მათ სიასაც გაგიზიარებთ.
პოზიტიური ენერგეტიკის მქონე მცენარეები
1. ალოე. რაც უფრო უკეთ მოუვლით ამ სასარგებლო მცენარეს, მით უკეთესი ენერგეტიკა დაისადგურებს თქვენს სახლში.
2. “ფულის ხე”. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ ეს მცენარე მისწრებაა, თუმცა ითვლება, რომ ის მამაკაცებს აფრთხობს, ამიტომ ფრთხილად იყავით.
3. ბამბუკი. უყვარს სამუშაო მაგიდაზე ან მის წინ ყოფნა. ის კარიერულ ზრდაში გვეხმარება და უფროსობასთან ურთიერთგაგებას აუმჯობესებს.
4. ვარდი. სიყვარულის და ერთგულების ძალიან ძველი სიმბოლოა. მაგიდაზე დადებული ვარდები თქვენს პარტნიორს ღალატის უფლებას არ მისცემენ. აქ ცოცხალი ვარდი იგულისხმება.
5. ორქიდეა. ნებისმიერი ასაკის გოგონასთვის შესანიშნავი მეგზურია. დაგეხმარებათ ახალგაზრდობის გახანგრძლივებასა და სილამაზის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ორქიდეა ვამპირ მცენარედ ითვლება და მისი საწოლთან დადგმა არ შეიძლება!
გარკვეულ წილად ყველა მცენარე ლამაზი და სასარგებლოა, უბრალოდ საჭიროა სწორად შევარჩიოთ მათი “საცხოვრებელი”ადგილი.