Connect with us

ყვავილები

რატომ არ ყვავის ია, ანუ როგორ მოვუაროთ ამ ყვავილს

რატომ არ ყვავის ია? კითხვა აქტუალურია ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის. ყველას უნდა, ასეთი ლამაზი მცენარე უხვად და მკვეთრად ყვავილობდეს, მთელი წლის განმავლობაში.

რატომ არ ყვავის ია?

დიდი ხანია, სახლში ია გყავთ, თუმცა მისი ყვავილობა ჯერ არ გინახავთ? სპეციალური სასუქები უკვე სცადეთ და შედეგი მაინც არაა? გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რას აკეთებდით არასწორად.

როგორ მოვუაროთ იას

  1. რაც უფრო დიდი ზომისაა ქოთანი, მით უფრო საეჭვოა მცენარის აყვავება. ალბათ, ყვავილზე ზრუნვის მიზნით, იგი ძალიან დიდ ჭურჭელში გადარგეთ, ამიტომაცაა, რომ ყვავილი არ ყვავის. ასეთ შემთხვევაში, ია წვნიან, მკვეთრი ფერის ფოთლებს გამოიღებს.
  2. იას ფხვიერი, მსუბუქი და მკვებავი ნიადაგი უყვარს. შეიძინეთ ნიადაგის ახალი ნარევი მცენარეთა მაღაზიაში.
  3. ნუ გაგიტაცებთ სასუქები! იის აზოტის სასუქებით პერიოდული შესუქება იწვევს დიდი ზომისა და მკვეთრი ფერის ფოთლების გაზრდას. ამ სახით, იას აყვავებას ვერ აიძულებთ.
  4. ია ცუდად ყვავის ისეთ ოთახში, სადაც ჰაერი ძალიან მშრალია. განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის პერიოდში, როცა ბინისა და ოფისის გათბობის გამო ტენიანობა იკლებს.
  5. თუ ისები არ ყვავის, ესე იგი ოთახში არაა საკმარისი სინათლე. ხანმოკლე ნათელი დღე და მკრთალი შუქი ვერ უზრუნველყოფს იების აყვავებას. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იები მასობრივად ყვავის. თუ თქვენს მცენარეს ყველაზე ბნელი კუთხე გამოუყავით, აყვავებას ნუ ელით.
  6. იას პერიოდული გადარგვა სჭირდება. საქმე ისაა, რომ ნიადაგის სტრუქტურას აქვს თვისება, შეცვალოს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა და სასუქი აქ სრულიად გამოუსადეგარია. სასარგებლო მიკროელემენტები ვერ აითვისება. ია უნდა გადარგოთ ყოველ 6-8 თვეში. ეს აუცილებლად მას შემდეგ უნდა გაკეთდეს, რაც მცენარე აყვავდება.

იის ყვავილობის სტიმულირება

გადარგეთ ყვავილი ფხვიერ, მკვებავ ნიადაგში, ნეიტრალური მჟავიანობით. შეარჩიეთ მომცრო ზომის ქოთანი, ხოლო გადარგვის დროს აუცილებლად გააცალეთ მცენარეს ქვედა ფოთლები – ეს ასტიმულირებს ყვავილობასა და ზრდას.

გადადგით მცენარე ქოთნით ყველაზე ნათელ ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ იებს არ ხვდებოდეს მზის სხივები. გაფანტული შუქი იდეალურია მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთლებზე დამწვრობები გაჩნდება. სინათლის უკმარისობის კომპენსირება ხელოვნური განათებითაა შესაძლებელი.

ყურადღება მიაქციეთ ჰაერის ტენიანობას. აქ ნებისმიერ საშუალება გამოგადგებათ, გარდა ფოთლების დასველებისა. მოერიდეთ ამას მაშინაც კი, თუ ია მტვრით დაიფარა. ეს პრობლემა ნამიანი ღრუბლით მოაგვარეთ.

შეასუქეთ მცენარე გადარგვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სასუქი უნდა შეიცავდეს ფოსფორს. აღნიშნული მიზნისთვის ნებისმიერი კომპლექსური სასუქი გამოგადგებათ, რომელიც ყვავილობის აქტივიზაციას დააჩქარებს.

მცენარე კარგად ხარობს სიგრილეში. თუ ბინაში ძალიან თბილა, დადგით ია ღამით შუშაბანდიან ლოჯიაში ან ვერანდაზე, სადაც ტემპერატურა 16 გრადუსს არ აღემატება. თუ მცენარე დიდი ხანი იყო სითბოში, ტემპერატურა თანდათან უნდა შეამციროთ.

თუ ეს ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული გაქვთ, თუმცა ია მაინც არ ყვავის, ყურადღებით დაათვალიერეთ იგი – იქნებ დაავადება აქვს ან მავნე მწერები შეესია.

Advertisement
ვიდეო16 hours ago

რა სარგებელს შეიცავს ჯანმრთელობისთვის წყალი კოჭასთან ერთად

ჯანმრთელობა16 hours ago

სათვალის მოცილების დროა! ეს მეთოდი მხედველობას 97%-ით აღადგენს!

თავის მოვლა16 hours ago

ჯადოსნური მცენარე თმის მოსავლელად: რეცეპტები ალოეთი

სხვა16 hours ago

დეკემბერში დაბადებული ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან და უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ყვავილები17 hours ago

როგორ მოვუაროთ გერანს ზამთრის დასაწყიში

მოდა და სტილი2 days ago

როგორ არ უნდა შეხვდეთ ვირთხის წელს

თავის მოვლა2 days ago

12 სააფთიაქო საშუალება კანის დაბერების საწინააღმდეგოდ, რომელიც ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე უკეთ მოქმედებს

თავის მოვლა2 days ago

სელის თესლი ბოტოქსის ნაცვლად. 10 პროცედურის შემდეგ საკუთარ თავს ვერ იცნობთ

ჯანმრთელობა2 days ago

პროპოლისის და ამ ინგრედიენტის კომბინაცია განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა. თავად სცადეთ

ჯანმრთელობა3 days ago

ექიმები მშობლებს, ბავშვის მოცვლილი კბილის შენახვას ურჩევენ და აი რატომ…

ვიდეო4 weeks ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

კულინარია3 weeks ago

მაღაზიაში გაფუჭებამდე მისულ ხურმას ძალიან იაფად ვყიდულობ. ვამზადებ ფორთოხლისფერ წამალს, რომელიც – ნამდვილი აღმოჩენაა!!!

ჯანმრთელობა3 weeks ago

რომელ დაავდებებს კურნავენ კატები

საკითხავი2 weeks ago

აი, რატომ ვყინავ ხურმას და ყველას ვურჩევ

ჯანმრთელობა2 weeks ago

დაიწყეთ კაკლის ჭამა ყოველდღიურად

სხვა5 days ago

ჭიქა წყალი მარილით და ძმრით სასწაულებს ახდენს: ის უბრალოდ ოთახში დადგით!

თავის მოვლა4 weeks ago

ასე გააკეთეთ და ქუსლებზე ნახეთქებსა და კოჟრებს მხოლოდ 10 დღეში მოიშორებთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

სხვა2 weeks ago

როგორ გავზარდოთ კურკისგან – ლიმონი?! მეთოდი რომელიც ნამდვილად მუშაობს!

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალახების მცოდნე ელენა ზაიცევის ფასდაუდებელი რჩევები – საუკუნეების სიბრძნე

ტრენდული