Connect with us

თავის მოვლა

რას ნიშნავს თმის საღებავის ყუთზე დატანილი ციფრები?!

ჩემი მეგობარი თმის გაჯერებული და მდიდრული ფერით ყოველთვის გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა, რომ თმის შესაღებად სალონისთვის არასდროს მიუმართავს. ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ იღებდა ასეთ ფერს. რამდენჯერაც იმიჯის შეცვლა და თმის შეღებვა გადავწყვიტე – ნამდვილ ლატარეაში აღმოვჩნდი. ძალიან ძნელია წინასწარ მიხვდე თუ როგორ მიირებს თმა ამა თუ იმ საღებავს და კარგად ვიცით, რომ შედეგი შეიძლება სრულიად მოულოდნელიც იყოს. ქალბატონები სარებავს სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევენ, ზოგი მწარმოებელი ფირმის მიხედვით ირჩევს, ზოგი ფასი ზოგს კი არცევანის გაკეთება მისი შეფუთვის მიხედვით ურჩევნია.

როდესაც საქმე ფერის არცევანზე მიდის, ყველაზე ხშირად შეფუთვაზე დატანის ფოტოს ვაკვირდებით. როგორც აღმოჩნდა ჩემი მეგობრის საიდუმლო უმარტივესი ყოფილა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ის ვინც ინფორმაციას ფლობს, ფლობს – სამყაროს!

როგორ ავირჩიოთ თმის საღებავი?!

ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე დატანილ პაწაწინა ციფრებსა და ასოებს. როგორც აღმოჩნდა ამ ძნელად შესამჩნევ სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და მათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ!

დღევანდელ სტატიაში ამ ციფრებისა და ნიშნების განსაზღვრებებს წაიკითხავთ. შეინახეთ და გააზიარეთ სტატია და სხვებსაც მიეცით ამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გაგების საშუალება.

როგორ გავშიფროთ ძირითადი ფერის სიღრმე

1 — შეესაბამება შავ ფერს

2 — ძალიან მუქი წაბლისფერი

3 — მუქი წაბლისფერი

4 — წაბლისფერი.

5 — ღია წაბლისფერი.

6 — მუქი ყავისფერი.

7 — ყავისფერი

8 — ღია ყავისფერი

9 — ძალიან ღია ყავისფერი

10 — ღია ქერა

11 და 12 — ეს თმის ძლიერად გამაღიავებელ საღებავებს ერთვის.

როგორ გავშიფროთ ძირითადი ტონის ფერი

0 – განსაზღვრავს ბუნებრივი ტონების გარკვეულ რიგს

1 – მოლურჯო-მოიასამნისფრო პიგმენტი (ფერფლისფერთა რიგი)

2 – იისფერი ელფერი

3 – ოქრო

4 – სპილენძი

5 – მაჰოგანის ტონები (მაჰოგანი – წითელი ხე ან ასეთი ტროპიკული ხის მერქანი) გულისხმობს მოწითალო-მოყავისფრო ტონებს)

6 – წითელი ტონები

7 – ყავისფერი ტონები

ზოგიერთი მწარმოებელი ფერებს ციფრების ნაცვლად ასოებით აღნიშნავს. როგორ გავშიფროთ ძირითადი ტონის ასო:

С – ფერფლის ფერი

PL — პლატინის ფერი.

А — სუპერ გაღიავება.

N — ბუნებრივი ფერი.

E — ბეჟი.

М — გლუვი.

W — ყავისფერი

R — წითელი.

G — ოქრო.

K — სპილენძი.

I — ინტენსიური ფერი.

F, V — იისფერი.

როგორ განვსაზღვროთ საღებავის ფერის მდგრადობა

0 – ამ ციფრის ქვეშ დაშიფრულია ძალიან დაბალი მდგრადობის მქონე საღებავები. მაგალითად: ტონირების შამპუნი, მუსი და სპრეი.

1 – ეს გულისხობს ამიაკის და პერეკისის გარეშე წარმოებულ ტონირების საშუალებებს. ასეთი საღებავებით ფერის განახლება და მათთვის მბზინვარების მომატება ხდება

2 – ეს მიგვანიშნებს, რომს არები პერეკისს და ზოგჯერ ამოაკსაც შეიცავს. იგულისხმება მდგრადობა 3 თვემდე ვადის განმავლობაში.

3 – ამ ციფრის ქვეშ ყველაზე მდგრადი საღებავებია განთავსებული, რომლებიც კარდინალურად ცვლიან ძირითად ფერს.

ამის შემდეგ, როდესაც თმის შეღებვას გადაწყვეტთ, სარებავების არჩევისას, მის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციის შესწავლას უფრო მეტი დრო დაუთმეთ. გაითვალისწინეთ რომ შეფუთვაზე დატანილი ასოებისა და რიცხვების გარდა თქვენი თმის განსაკუთრებულობებიც უნდა გაითვაისწინოთ. წარმატებულ ექსპერიმენტებს გისურვებთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ჰოროსკოპი16 hours ago

21 სექტემბერი-15 ოქტომბერი: ზოდაიქოს სამი ნიშნის წარმომადგენლობისთვის აღმავლობის პერიოდი იწყება

ტესტები16 hours ago

აირჩიეთ ფანჯარა, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ. ის თქვენში დაფარულ შიშებზე მოგითხრობთ

ჯანმრთელობა16 hours ago

ლაქტოზის აუტანლობა: 5 დაფარული ნიშანი იმისა, რომ რისკ-ჯგუფში ხართ

მოდა და სტილი16 hours ago

რით ვუშველოთ თმას, თუ პარიკმახერი 5 თვე არ გინახავთ

სახლი და დიზაინი16 hours ago

ჰაერზე! გადააქციეთ ბაღი კომფორტულ ადგილად საცხოვრებლად, დასასვენებლად და სამუშაოდ

ჯანმრთელობა16 hours ago

გახდომის უმარტივესი მეთოდი: როგორ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი წამლების გარეშე

ჯანმრთელობა2 days ago

რატომ მოგვდის ცხვირიდან სისხლი და როგორ შევაჩეროთ სწორად?

ყვავილები2 days ago

რომელი ხეები და ბუჩქები არ უნდა დარგოთ შემოდგომაზე

ჯანმრთელობა2 days ago

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან

თავის მოვლა3 days ago

ნატურალური ნიღაბი ბოტოქსის ნაცვლად. კვირაში 2-ჯერ ამ ნიღაბს ვიკეთებ

ჰოროსკოპი2 weeks ago

15 – 25 სექტემბერი: ზოდიაქოს სამი ნიშანი პრობლემებს წარსულში ტოვებს

ჯანმრთელობა3 weeks ago

ინფარქტი ქალებში სულ სხვაგვარად ვლინდება: 5 უცნაური და მოულოდნელი სიმპტომი

ჰოროსკოპი7 days ago

ოქტომბერი 5 ზოდიაქოს ნიშანს წარმატებას მოუტანს. ვინ არის იღბლიანებს შორის?

ჰოროსკოპი2 weeks ago

სექტემბრის მეორე ნახევარი – სურვილების ასრულების დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ტესტები3 weeks ago

როგორ აერთებთ ხელის თითებს?! ეს ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს პიროვნებაზე

ჰოროსკოპი3 days ago

თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება

ჰოროსკოპი3 weeks ago

18 სექტემბრიდან – ჯადოსნური თვე, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ხდება

მოდა და სტილი2 weeks ago

ოქრო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ

ჰოროსკოპი2 weeks ago

2020 წლის 13 სექტემბრიდან ასტროლოგების რჩევით ბედის მინიშნებებს უნდა დაუკვირდეთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

D ვიტამინის დეფიციტი: 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ტრენდული