Connect with us

ჰოროსკოპი

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვრცელ აღმოსავლურ ჰოროსკოპს თითოეული ნიშნისთვის. ნახეთ, რას უნდა ელოდოთ თეთრი, მეტალის ხარისგან 2021 წელს.

ვირთხა

2021 წელს ვირთხას მომარაგებული რესურსების გამოყენება მოუწევს. თქვენ შიმშილობა არ მოგიწევთ, უბრალოდ დასახული ამბიციური მიზნების გასახორციელებლად ბევრი რესურსის დახარჯვა მოგიწევთ. თქვენ ხომ სწორედ ასეთი შემთხვევისთვის აგროვებდით.

საზოგადოებაში უფრო პატივსაცემი და ავტორიტეტული ადამიანი გახდებით. თქვენს აზრს ბევრი გაითვალისწინებს. თუმცა ლიდერი პოზიციების დაკავებაზე არ იოცნებოთ, ხარი ამის უფლებას არ მოგცემთ. მან ზუსტად იცით, თუ ვინ ხართ და რისი გაკეთება შეგიძლიათ. მრჩევლის როლი უფრო შეგეფერებათ.

ხარი

ხარს მოვლენებით სავსე წელი ელოდება, რაც ასე ძალიან უყვარს. თუმცა არ იფიქროთ, რომ დასვენებას ვერ შეძლებთ. პირიქით, დროს გამონახავთ, რომ პირად ცხოვრებასაც მიხედოთ და ჩანაფიქრებიც განახორციელოთ. 2021 წელს ხარი დამპყრობელი, გეგმების რეალიზების ძლიერი ძალაა.

საპირისპირო სქესში წარმატებული იქნებით, მაგრამ არა მათი ყურადღებით განებივრებული. გარეგნობაზე იმუშავეთ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. თუ რომანტიკა გსურთ, იმოქმედეთ.

ვეფხვი

წელს მოაზროვნის როლის მორგება მოგიწევთ. ხარი გირჩევთ, თავი არ გამოყოფთ და დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ. მწერლისა და მეცნიერისთვის კარგი წელია, რადგან მათთვის ფიქრი და საკუთარ თავთან განმარტოება სასარგებლოა. თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავლენიან თანამოაზრეებს იპოვით და ისინი თქვენს ინიციატივებში მონაწილეობას დიდი სურვილით მიიღებენ.

კარგი წელია, რომ ნათესავებს დაუახლოვდეთ და ძველი კონფლიქტები მოაგვაროთ. კატეგორიულ გაკიცხვას მოერიდეთ. ნებისმიერ ადამიანს მეორე შანსი მიეცით. ბევრი ოპონენტი აზრს შეიცვლის და თქვენი მოკავშირე გახდება.

კურდღელი, კატა

ხარი იზრუნებს, რომ კურდღელს წარმატებული წელი ჰქონდეს. რასაც კი ხელს მოკიდებთ, ყველგან წარმატებას მიაღწევთ. საუკეთესო პერიოდი საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად – ოქტომბერი. მთლიანობაში, ხარი კურდღლის მიმართ გულუხვია და ბევრს არ მოითხოვს.

2021 წელს ხარი ყურადღებას გაამახვილებს სოციალურ, მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებზე. ახალი ნაცნობების და პოტენციური რომანტიკული პარტნიორების გასაცნობად მოემზადეთ. დიდი ალბათობით, თქვენი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე იქნება დაკავშირებული. მეგობრები და ნათესავები კარიერული ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებიან, მეორე ნახევრის პოვნას კი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. რჩევის მომცემი ადამიანი თქვენ გვერდით ყოველთვის იქნება.

დრაკონი

ხარი დრაკონს ემეგობრება, მაგრამ თავადაც ასეთივე ურთიერთობას მოითხოვს. ხარი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ნებისმიერ სფეროში განვითარდეთ. 2021 წელი გირჩევთ, საკუთარ მოთხოვნილებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ყურადღება გაამახვილოთ. მიზნის მისაღწევად ბოლომდე იარეთ და არავის მოუსმინოთ. მტკიცედ უნდა იდგეთ.

სასიყვარულო კუთხით წარმატებული წელი იქნება. თქვენს სიყვარულს სიყვარულით უპასუხებენ. თუ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით, ამ წელს მეორე ნახევარი შეიცვლება, უფრო ლამაზი და ყურადღებიანი გახდება.

გველი

2021 გველის ბედში საბედისწერო მომენტია. მისგან განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელობას მოითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მომავალზე გავლენას მოახდენენ. ახალი საქმის შესწავლისას თავს გამოიჩენთ, როგორც სერიოზული და პასუხისმგებელი სტუდენტი. აირჩიეთ ის მიმართულება, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.

უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხალხი მიგიზიდავთ, რომლებიც შეძლებენ გასწავლონ ის, რაც გაინტერესებთ. ივლისში დიდი შანსი გაქვთ, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ, თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ.

ცხენი

ხარი ცხენისგან გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება. ორჭოფობას ვერ იტანს. თებერვლიდან აქტიური მოქმედების ბევრი მიზეზი გამოჩნდება. ცხოვრების გასაუმჯობესებლად ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება და აუცილებლად გამოიყენეთ.

მოსალოდნელია, დაქორწინება. ურთიერთობა ძლიერი და ბედნიერი იქნება. მთავარია, გააცნობიეროთ, პარტნიორთან ერთად დიდხანს ცხოვრება გსურთ. სხვებს დადებითი ენერგია გაუზიარეთ. თქვენ შეიძლება საკუთარ ცხოვრებაში ვერაფერი შეცვალოთ, მაგრამ სხვებს სარგებელი მოუტანოთ. დაეხმარეთ მათ, ვინც სუსტია და სამყარო მადლობას გადაგიხდით.

თხა

2021 წელს დროებით ჩვეული სიჯიუტე დაივიწყეთ და საქმეს ბეჯითად ხელი მოკიდეთ. ხარი თხას ბევრ შესაძლებლობას აძლევს, რომ ნებისმიერ სფეროში განვითარდეს. გამოიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობებს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეიძლება, რომ 2021 წელს თხა შეძლებს საკუთარ თავს ბედნიერი უწოდოს.

სხვებისგან დახმარების და რჩევის მიღების არ შეგრცხვეთ. ეს სწორი მიდგომაა. გარემოცვა თქვენს ცხოვრებას უკეთეს გახდის. ქორწინების ძალიან დიდი შანსი არსებობს.

მაიმუნი

მაიმუნი 2021 წელს გავლენის გაზრდას შეძლებს. ხარი თვლის, რომ მაიმუნს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს. ხარი მას ყველა შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინოს. უნდა ითქვას, რომ მაიმუნი საქმეს სიხარულით ხელს მოკიდებს და წარმატებას სწრაფად მიაღწევს.

მარტოხელა მაიმუნს შანსი აქვს, რომ სერიოზული ურთიერთობა დაიწყოს, შესაძლოა სექტემბერში დაოჯახდეს კიდეც. დიდი ალბათობით, ნათესავებს თქვენი მზრუნველობა დასჭირდებათ.

მამალი

ხარი მამალს ისე ექცევა, როგორც უმცროს ძმას, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება. ეს დასვენების და უმოქმედობის მიზეზი არაა, თუმცა მამალს გარკვეული შეღავათები ექნება. 2021 წელი ბევრი სასიამოვნო ეპიზოდით სავსე იქნება.

კარგი წელია ოჯახთან, ნათესავებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. არსებული პრობლემების მოგვარება უკვე 1 იანვრიდან დაიწყეთ. დასაოჯახებლად წარმატებული წელია, შემოდგომაზე განსაკუთრებით დიდი შანსი გაქვთ.

ძაღლი

ხარის დახმარებით არსებულ სირთულეებს და უსიამოვნებებს მარტივად გადალახავთ. თქვენი ლიდერული თვისებები ღირსეულად დაფასებული იქნება როგორც სამსახურში, ასევე სახლში. კარიერისთვის წარმატებული წელია. სერიოზული ნებისყოფით და სურვილით კარიერულ კიბეზე სწრაფად წინ წაიწევთ. თქვენი მიზანდასახულობა და შეუპოვრობა სათანადოდ დაფასდება, ამიტომ დაწინაურებითვის მზად იყავით.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურად იქნება. წლის ბოლოს ხარი გაწეული შრომისთვის მადლობას გეტყვით და უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ გაგზავნით. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, დიდი შანსია მოგზაურობისას იპოვოთ. შვებულება აიღეთ, იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ.

ღორი

თებერვლის დასაწყისიდან ცხოვრების ყველა სფეროში დადებით ცვლილებებს ელოდეთ. ირგვლივ მყოფ ხალხს ყურადღება მიაქციეთ. შინაგან ცვლილებებს იგრძნობთ. შფოთვა უკან მოიტოვეთ და მშვიდ ცხოვრებას გზა მიეცით. ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იქნებით, ახალი ნაცნობები კი საზოგადოებაში თქვენს ადგილს გაამყარებენ.

დროს ნუ კარგავთ იმ ხალხთან, ვინც თქვენს ყურადღებას და დროს იპარავს. არასასურველი კავშირები თამამად გაწყვიტეთ. დიდი ალბათობით, წარსულიდან ვიღაც გამოჩნდება. თავად გადაწყვიტეთ, მეორე შანსს მისცემთ თუ არა.

Advertisement
კულინარია3 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი4 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი4 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა4 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები4 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი4 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი21 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი21 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა21 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი21 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ