Connect with us

ჯანმრთელობა

რას მიირთმევს ძლიერი ბაბუა საუზმეზე, რომ მთელი დღე ენერგიული იყოს

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი გაგება, თუ როგორი უნდა იყოს საუზმე. ვიღაცას 1 ფინჯანი ყავა ყოფნის, ზოგი ჩაის და ბუტერბროდს მიირთმევს, ვიღაც სახლიდან ისე არ გავა, სანამ კარგად არ დანაყრდება. თითოეულს საკვებსა და საკვების ჩვევებზე საკუთარი წარმოდგენა აქვს.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ სადჰგურუს მოუსმინოთ, რომელიც საჭმლის შესახებ საუბრობს. ინდოელი იოგინი გიამბობთ, თუ რომელი საუზმეა ყველაზე სწორი და რას მიირთმევს თავად ყოველდღე, რომ მთელი დღე კარგი განწყობა შეინარჩუნოს.

როგორი უნდა იყოს საუზმე

„კარგი და ცუდი კვების ჩვევა არ არსებობს. თუ ადამიანი ჩვევის გამო მოქმედებს – გამოდის, რომ გაუცნობიერებლად მოქმედებს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია. ადამიანის არსი ხომ ისაა, რომ შეუძლია ყველაფერი შეგნებულად გააკეთოს. როცა ადამიანი გაცნობიერებულად მოქმედებს, მშვენიერი და დახვეწილი ხდება.

საჭმელი იმ სხეულს უნდა უხდებოდეს, რისთვისაც ვჭამთ. საკვები ხომ სხეულის საშენი მასალაა. თქვენ საჭმლით ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ. ისწავლეთ დაკვირვება, თუ ამ თუ იმ კერძის მიღების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია.

თუ ჩვენს აშრამს ეწვევით, შეამჩნევთ, რომ აქ ხალხი ძალიან აქტიურია. ამასთან დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ: დილით 10 საათზე და საღამოს 7 საათზე. ეს სავსებით საკმარისია. საღამოს 4 საათისთვის მათი კუჭი ცარიელია, მაგრამ არ შიმშილობენ.

როცა ადამიანი შიმშილობს, მისი ენერგია მცირდება. ხოლო ცარიელი კუჭი კარგია. თქვენი სხეული და ტვინი საუკეთესოდ მაშინ მუშაობს, როცა კუჭი ცარიელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ისე ვიკვებოთ, რომ ჭამიდან 2-2,5 საათის შემდეგ კუჭი დაცარიელდეს. ყოველთვის მშიერი ვწვებით.“

რომელი საკვებია მისაღები

„თუ საჭმელი საკმარისად კარგი არაა, რომ მას ხელებით შეეხოთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი ჭამა შეიძლება. ადამიანი ჩანგლის სისუფთავეს ვერ აკონტროლებს, მაგრამ საკუთარი ხელების სისუფთავის გაკონტროლება შეუძლია. როცა რამე ჩემს თეფშზე ჩნდება, მას ხელით ვეხები. ვგრძნობ, შეიძლება თუ არა მისი ჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ ვსინჯავ. ჭამას და შემდეგ უარყოფას არ ვიწყებ. როცა საჭმელი ჭამად არ ღირს, უბრალოდ არც ვსინჯავ. და ჩემი ხელები პირველი დონეა.

გააცნობიერეთ, თუ როგორ მოიქცევა საჭმელი თქვენ შიგნით. ეს საჭმელი დღეს უნდა მივირთვა? საჭმლის შეგრძნებით გაიგებთ, ეს საჭმელი დღეს სარგებელს მოგიტანთ თუ არა. არ არსებობს რეცეპტი, თუ რა უნდა ჭამოს ადამიანმა და რა არა, რომ თავი უკეთ იგრძნოს“ – ირწმუნება ინდოელი იოგინი.

სადჰგურუს საუზმე

და მაინც, სადჰუგურუ ყვება, თუ რომელი საუზმე მოწონს ყველაზე მეტად. საქმე იმაშია, რომ მის ცხოვრებაში იყო ეტაპი, როცა მხოლოდ მიწისთხილს და ბანანს ჭამდა. ირწმუნება, რომ ამ პროდუქტებში ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება.

„ერთი მუჭა მიწისთხილი, რომელსაც ღამით ვალბობ. და 1 ბანანი. ასეთი საუზმის შემდეგ უფრო ენერგიული და აქტიური ვარ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს სრულყოფილი საკვებია“ – ამბობს სადჰგურუ.

იოგინი ირწმუნება, თუ მიწისთხილს 6-8 საათით ჩაალბობთ, მისგან ყველაფერი ცუდი გამოვა და მხოლოდ კარგი დარჩება. მთავარია, პროდუქტი კარგად დაღეჭოთ. დარწმუნდით, რომ მიწისთხილი ნორმალურ პირობებშია გაზრდილი, ყოველგვარი საეჭვო სასუქების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებელს ვერ მიიღებთ.

როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ ჩალბობილი მიწისთხილი ბანანთან ან სხვა ხილთან ერთად დააბლენდეროთ. შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. 2 წუთში საუკეთესო საუზმეს მიიღებთ. თუ უფრო თხევადი რამ გჭირდებათ, უბრალოდ წყალი დაუმატეთ. 4-5 საათით დანაყრება გარანტირებულია.

თქვენ რას ფიქრობთ სადჰგურუს კვების წესებსა და მის საყვარელ საუზმეზე?

Advertisement
კულინარია4 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი4 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი4 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა4 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები4 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი4 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი21 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი21 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა21 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი21 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ