თავის მოვლა
რას მიირთმევენ დერმატოლოგები კანის სისუფთავის შესანარჩუნებლად: გასათვალისწინებელი რჩევები
კოსმეტიკა – კარგი რამაა, თუმცა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება კანის გალამაზება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მივირთმევთ.
აი, რის მირთმევას გვირჩევენ დერმატოლოგები. ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში.
1. სმუზი
ჯანეტ ვაფაიე, მედიცინის დოქტორი, სმუზის თაყვანისმცემელია მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო. მისი საყვარელი კომბინაციაა – კენკრა, მანგო, ანანასი და ჩიას ან ჯანჯაფილის მსგავსი დანამატები.
2. ზღვის პროდუქტი
დერმატოლოგთა დიდი ნაწილი გვირჩევს ზღვის პროდუქტის ჩართვას რაციონში. რეა სოულერის გროუსი, La Suite Skincare-ის დირექტორი ესთეტიკის კუთხით, ამბობს, რომ თევზი – შესანიშნავი წყაროა ცილისა, რომელიც ამდიდრებს ორგანიზმს.
3. ბოსტნეული
ჯენიფერ ჩვალეკს, მედიცინის დოქტორს, უყვარს თავის კერძში სხვადასხვა ბოსტნეულის დამატება. ამ პროდუქტში ყველა საჭირო მიკროელემენტია, რომელიც ორგანიზმის გასაწმენდად და მისი ფუნქციონირების დასარეგულირებლად აუცილებელია.
4. პრე- და პრობიოტიკები
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. მასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, როზაცეა და გამონაყარი, შეიძლება ნაწლავების პრობლემებსაც უკავშირდებოდეს.
-“პრობიოტიკებს პირდაპირ შეაქვს ნაწლავებში ჯანმრთელი ბაქტერიები, ხოლო პრებიოტიკები უხსნადია და ბაქტერიების კულტივირებისთვისაა აუცილებელი.” – ამბობს რეა სოულერის გროუსი.
სწორი კვების გარდა, კანისთვის აუცილებელია გაწყლოვანებაც – ადამიანთა უმეტესობამ იცის, რომ ეს ჯანმრთელი, მოელვარე კანის აუცილებელი პირობაა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დერმატოლოგები დიდი რაოდენობით წყალს მიირთმევენ. ამ საქმეს კარგად უმკლავდება ბალახის ჩაიც. ეს გასაოცარი, უკოფეინო სასმელი უნარჩუნებს სხეულს, განსაკუთრებით კი კანს, ტენიანობას.