Connect with us

ტესტები

რას გაჩუქებთ აპრილი: მკითხაობა წვიმის წვეთებით

რას გაჩუქებთ აპრილის თვე? რა მოვლენები, ცვლილებები თუ სიურპრიზები გელოდებათ? ამაში წვიმის წვეთები დაგეხმარებათ, რომელიც სუფთა, ახალი და ყველაფრის განმაახლებელია. რა სიახლეები გელოდებათ?

ქვემოთ მოცემულია წვიმის წვეთების ბარათები. ერთ-ერთი მათგანი აირჩიეთ და ნახეთ, თუ როგორი პროგნოზი და შეტყობინება იმალება მის მიღმა.

პასუხი უფრო ზუსტი რომ იყოს, სრული კონცენტრაცია და ინტუიციის ჩართვა საჭიროა. წვეთები ყურადღებით დაათვალიერეთ, თქვენში რა განცდებს იწვევს? რას შეიძლება ნიშნავდეს? ამათგან რომლის მიღებას ისურვებდით? თქვენი არჩევანი შემთხვევითი არაა. მაშინაც კი, თუ თქვენი ასოციაციები ავტორის ინტერპრეტაციას არ ემთხვევა, უდაოდ ამას აზრი და მნიშვნელობა აქვს.

წვეთი № 1 „ყვავილები და ჩიტები“

აპრილის თვე ურთიერთობის თვალსაზრისით ხელსაყრელი იქნება. ეს თვე სიყვარულს, ახალ ნაცნობებს ან ძველი ურთიერთობის განახლებას, ახალ კავშირებს გპირდებათ. მოსალოდნელია შერიგება, ფლირტი, მოკლედ ყველაფერი, რაც ურთიერთობას ეხება. აპრილი ამ მხრივ კეთილგანწყობილი იქნება. მოსალოდნელია ინტენსიური ურთიერთობები და მეგობრებთან შეხვედრები.

წვეთი № 2 „ფერადი გუაში“

ეს თვე თქვენი გულისთვის სასიამოვნო და საყვარელი საქმიანობით და საზრუნავით სავსე იქნება. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, წარმატება, ახალი იდეები და შთაგონება გელოდებათ. თუ არა, შესაძლოა, საკუთარ თავში კრეატიული მხარე აღმოაჩინოთ და საინტერესო გეგმები გაგიჩნდეთ. გეგმები იმწამსვე განახორციელეთ, მომენტი და შესაძლებლობა არ დაკარგოთ.

წვეთი № 3 „ტკბილეულობა“

აპრილში რაღაც ტკბილი გელოდებათ. ეს შეიძლება პირდაპირი გაგებით მოხდეს – რომელიმე წვეულებაზე ან ვიზიტის დროს ტკბილით გამასპინძლება, მოულოდნელი საჩუქარი და ა.შ. ეს შეიძლება იყოს რაიმე მხიარული მოვლენა, გაოცება, სიურპრიზი, სურვილის ასრულება. აპრილი იმედებს არ გაგიცრუებთ.

წვეთი № 4 „ტალღების სიმღერა“

თქვენ გელოდებათ გზა, მოგზაურობა ან ამასთან დაკავშირებული საზრუნავი. მომავალი ღონისძიებისთვის გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები. ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შანსი გექნებათ. გარკვეული ინტრიგა თავს შეგახსენებთ და თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს.

წვეთი № 5 „ვაშლის ფლერი“

აპრილში მოულოდნელი ან საინტერესო შეხვედრა, წარმატებული ან დაგეგმილი შენაძენი გელოდებათ. მოსალოდნელია ცდუნება ან რაღაც აკრძალულთან შეხება. თქვენ შეიძლება სხვისი საიდუმლო გაიგოთ ან ის, რაც დამალულია. ფრთხილად იყავით და საკუთარი საიდუმლოებები კარგად დაიცავით, არავის ენდოთ.

წვეთი № 6 „ხავერდის ნიმუშები“

აპრილში რთული ამოცანები და გადაუდებელი საქმეები წამოიჭრება, რომლებიც სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და ზარმაცულ დასვენებას ჩაანაცვლებს. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომლის დარეგულირებაც არატრადიციული მეთოდით, მაგრამ ძალიან სწრაფად მოგიწევთ. თქვენი გადაწყვეტილება წარმატებული იქნება.

წვეთი № 7 „მზესუმზირები“

ამ თვეში მზე გაგათბობთ. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები ან გაოცება არ გელოდებათ. ცხოვრება მშვიდი და ჩვეული ტემპით ჩაივლის. მოსალოდნელია მცირე, სასიამოვნო მომენტები და წარმატება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მცირე სიხარულები, რომელთა წყალობით ნამდვილ ბედნიერებას მიიღებთ.

წვეთი № 8 „ფერადი მინა“

ამ თვეში გრძნობები და ემოციები შთაბეჭდილებების და მოვლენების მთავარი წყაროა. მათ ყურადღება მიაქციეთ და საჭირო მიმართულება მიეცით, რადგან თქვენი ფიქრები და გრძნობები სამომავლო მოვლენებს საფუძველს აძლევს. უფრო მეტი დაისვენეთ და სასიამოვნო ხალხს ეკონტაქტეთ – ამის შესაძლებლობა აუცილებლად გექნებათ. მოსალოდნელია, სარგებელი მცირე ფულადი შემოსავლის ან უძრავი ქონების სახით.