Connect with us

საკითხავი

„რაპუნცელი“, რომელსაც უკვე 13 წელია თმა არ შეუჭრია

ამ დიდებული, გრძელი თმის მფლობელის მთავარი მიზანია – თმის წვერი ფეხის თითებამდე. თუ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათით ვიმსჯელებთ, მას ყველაფერი გამოუვიდა.

დაშა ალთაის მხარეში ცხოვრობს. 2003 წლიდან თმის შეჭრა შეწყვიტა, რომ დაენახა, თუ რამდენად გრძელი თმის გაზრდას შეძლებდა. შედეგს სურათზე ხედავთ.

ასეთ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დაშა სელის ზეთის ნიღბებს და ვიტამინებს იყენებდა. სწორედ მათი წყალობით გოგონას ახლა დიდებული, ხავერდოვანი თმა აქვს.

„რაპუნცელი“ მთელ მსოფლიოში შეიყვარეს და მის სურათებს ხშირად აქვეყნებენ.

სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაშას გვერდი 100 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი.

Advertisement

გრძელი ნაწნავი გოგონას ჯირითობასა და პარაშუტით ხტომაში ხელს არ უშლის.

დაშა ქალიშვილს ზრდის, რომელსაც დედის თმა ძალიან მოსწონს. პატარა გოგონას თმა უკვე შუა ზურგამდე აღწევს, ასე რომ გამორიცხული არაა, რომ დედის მაგალითს მიბაძოს.

Advertisement