საკითხავი
რამდენიმე წონიანი მიზეზი, რატომ უნდა შეინახოთ ყავა მაცივარში
გიყვართ არომატული ყავა? ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე დილის დაწყება? Alltime.ge–ს რედაქცია ყავის შესახებ საინტერესო ფაქტებს გიზიარებთ. ასევე გასწავლით, როგორ შეინახოთ ყავის მარცვლები სწორად, რომ მისი არომატული თვისებებით დიდხანს ისიამოვნოთ.
იცით, რომ ყავა ერთ–ერთი პოპულარული სასმელია, რომლის წარმოება მხოლოდ ნავთობს ჩამორჩება. ყავის კაფეები ქალაქის ყველაზე შორეულ კუთხეშიც გახსნილია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა „ყავა მეფობს“.
ყავის ორი ძირითადი ჯიში არსებობს. ესაა არაბიკა და რობუსტა. ყავის სასმელის ვარიანტების უმეტესობა ცნობილია. თუ სასმელს სახლში ამზადებთ, ხოლო მარცვლებს კარადაში ინახავთ, სასარგებლო ხრიკებს გაეცანით.
ყავის გემო და არომატი
თუ ისეთი გემრიელი, არომატული და ენერგოსტიმულატორი სასმელის მომზადება გსურთ, როგორსაც კაფეებში აკეთებენ, მარცვლები მაცივარში შეინახეთ. ბატას უნივერსიტეტის ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ყავის შენახვის სწორი მეთოდია. ცივი მარცვლები უფრო მკვრივ ფხვნილს ქმნის, რაც სასმელის არომატზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ასე ყავა უფრო ძლიერი გამოდის და სწრაფად მზადდება.
შენახვის ვადა
ყავის მარცვლები მაცივარში უფრო დიდხანს ინახება. საყინულეშიც შეგიძლიათ შეინახოთ. მეთოდი გამოგადგებათ, თუ ყავის დიდ მარაგს ყიდულობთ ან ყავა არ გიყვართ და მხოლოდ სტუმრებისთვის ყიდულობთ.
ახალდაფქული ყავის გამოყენებას გირჩევთ. თუ წინასწარ დაფქვავთ, გემოს დაკარგავს. პატარა ყავის საფქვავი შეიძინეთ, რომ ყოველდღე არომატული და ენერგოსტიმულატორი სასმელი მიირთვათ.