Connect with us

ყვავილები

ჟოლოს გასხვლა შემოდგომაზე, რომ ზაფხულში უხვი მოსავლით ბიზნესი დაიწყოთ

დაზამთრებამდე ჟოლოს ბუჩქების გასხვლა აუცილებელია. ეს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გააკეთეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გადაჭრათ ჟოლოს ბუჩქი, რომ მომავალ წელს კენკრის მდიდარი მოსავალი აიღოთ.

ბუჩქიდან ჩამოცვენილი ფოთლები ნიშანია, რომ გასხვლის დაწყება შეიძლება. ბუჩქის გადაჭრისას ჟოლოს ჯიშს ყურადღება მიაქციეთ. ყველა დაზიანებული და დაავადებული ტოტი მოაშორეთ. კარგად გალესილი სეკატორი გამოიყენეთ. ნიუანსები დაიცავით, რომ ჟოლოს მოსავლით კმაყოფილი დარჩეთ.

ჩვეულებრივი ჟოლოს გასხვლა

ბუჩქი კარგად დაათვალიერეთ. ზედმეტი ფოთლებისა და ბალახებისგან გაწმინდეთ. მუქ ქერქიანი და სუსტი ტოტები გადაჭერით. მხოლოდ 10–12 ტოტი დატოვეთ. ტოტები ერთად შეკარით. ასე თოვლის სიმძიმისგან არ გადატყდება. ბუჩქის ძირი მავნებლებისგან დასაცავად დაამუშავეთ. ორგანული მასალით, რომელსაც ნეიტრალური მჟავე გარემო აქვს, ბუჩქი დაფარეთ.

რემონტანტული ჟოლოს გასხვლა

ბუჩქი კარგად დაათვალიერეთ. შემორჩენილი კენკრა დაკრიფეთ. ყველა ტოტი მიწის დონეზე გადაჭერით. ჯანმრთელი ტოტები ზემოდან დააფარეთ. ამ მიზნით დაავადებული ტოტები არ გამოგადგებათ.

რემონტანტული ჟოლოს ნაწილობრივ გასხვლა

ჟოლოს ბუჩქზე ყველა ყავისფერი ტოტი გადაჭერით. მხოლოდ 4 მწვანე და ძლიერი ტოტი დატოვეთ. ტოტები შეკარით და მიწაზე დააწვინეთ. ტოტების ან ჩალის მულჩით დაფარეთ, როგორც კი ყინვები დაიწყება.

კენკრის ბუჩქის გასხვლა საკმაოდ მარტივი, მაგრამ აუცილებელი ეტაპია. ასე ბუჩქის გახშირებას თავიდან აიცილებთ. თან ტოტები ზამთარში არ გაიყინება. გაზაფხულზე მხოლოდ გვერდითა ტოტების 10–15 სმ–ით გადაჭრა მოგიწევთ, რომ ახალი ნაყოფიერი ტოტების განვითარებას სტიმული მისცეთ. ჟოლოს ბუჩქი ინსტრუქციების დაცვით გადაჭერით და მდიდარ მოსავალს გარანტირებულად აიღებთ.

Advertisement