ჯანმრთელობა
პროპოლისის ნაყენი მკურნალობის დროს განსაკუთრებულ შედეგს გვაძლევს
ამ სტატიაში პროპოლისის ნაყენით მკურნალობის შესახებ მოგითხრობთ.
20 წვეთი პროპოლისის ნაყენი ჩააწვეთეთ ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში (თუ ადამიანს რძის პროდუქტი ცუდად გადააქვს, მაშინ მეოთხედი ჭიქა რძე აიღეთ ან მხოლოდ 1 სუფრის კოვზი).
რძისა და პროპოლისის ერთობლიობა, განსაკუთრებულ შედეგს გვაძლევს: გარდა იმისა, რომ შესანიშნავია ფილტვებისა და გაციების ავადმყოფობებსა და სიმპტომებსა კურნავს,ის ასევე თვითშეგრძნებას და ძილსაც აუმჯობესებს და ამშვიდებს ფსიქიკას.
10%-იანი პროპოლისის ნაყენის ყიდვა აფთიაქში ჯობია. 25 მილიგრამიანი ფლაკონი დიდხანს გეყოფათ და ძვირიც არ ღირს! პროპოლისის ნაყენის მომზადება თავადაც შეგიძლიათ: 5 გრამ პორპოლისს – 50 მილიგრამი, 75%-იანი სპორტი დაასხით (თუ სპირტი 95%იანია – 45 მილიგრამიც საკმარისია). პროპოლისი დაჭერით, ჩაყარეთ სპირტში და დაყენეთ 10 დღის განმავლობაში – ბნელ ადგილას. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ ქილა. 10 დღის გასვლის შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. ეს პროდუქტი თქვენ და თქვენს ოჯახს – რამდენიმე წელი გეყოფათ.
მიიღეთ საღამოს, ძილის წინ, როცა ყველა საქმეს მორჩით, ლოგინი გაშალეთ და მხოლოდ საწოლში ჩაწოლა და დაძინება დაგრჩათ. დალიეთ და იმწუთასვე დაიძინეთ.
ბავშვებში გაციების მკურნალობისას, პროპოლისი შედეგს პირველივე მიღებისთანავე იძლევა. როდესაც ბავშვს გაციების სიმპტომებს ამჩნევთ, ძილი წინ რძეში გაზავებული პროპოლისის ხსნარი მიეცით და დააძინეთ. მეორე დღეს ნახავთ, რომ ღამის განმავლობაში ბავშვი გამოკეთდა და გაციების სიმპტომები აღარ აქვს.
ამ ნაყენით იოლად იკურნება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი. მისი გამოყენების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებაც კი მსუბუქდება.
როდესაც დუოდენიტის ან გასტრიტის დიაგნოზი გაქვთ და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ჯერ არ გაქვთ, სანამ საქმე წყლულამდე მივა აჯობებს პროპოლისის ნაყენის მიღება დაიწყოთ.
გაციებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაშიც, მიღების რეჟიმი ერთი და იგივეა. რამდენიმე წვეთი რძეში – ძილის წინ.
პროპოლისი პანკრეატიტის მკურნალობაშიც კი დაგეხმარებათ, მიუხედავად იმისა რომ მას ძირითადად ფერმენტებით კურნავენ, მათი მირება კი კუჭქვეშა ჯირკვალს ანაცვლებენ და საერთოდ გაყავთ ის “თამაშიდან”, რაც მდგომარეობას თანდათან ართულებს, ამიტომ გირჩევთ პროპოლისი გამოიყენოთ!