Connect with us

საკითხავი

პროდუქტები, რომლებიც მაცივარში შენახვის დროს შეიძლება აფეთქდნენ

ოდესმე გსმენიათ, რომ მაცივარი ან საყინულე შეიძლება აფეთქდეს? ეს არა მათი ხარისხის ან მოკლე ჩართვის, არამედ მათში არსებული პროდუქტები გამო ხდება.

არსებობს, როგორც მინიმუმ, 3 ნივთი, რომელთა საყინულეში შენახვა უსაფრთხო არაა, და მათგან 2 საშუალება თხევადია!

1. გაზიანი სასმელი

გაზიანი სასმელების, განსაკუთრებით ქილებში – კოკა-კოლა, სპრაიტი და პეპსი, საყინულეში შენახვა ძალიან სახიფათოა.

როგორც წესი, გაზიანი სასმელი ნახშირორჟანგს შეიცავს. გაყინვის შემდეგ სასმელში წყალი დაბალი ტემპერატურის გამო კრისტალდება და ნახშირორჟანგს მხოლოდ მცირე სივრცეს უტოვებს. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ნახშირორჟანგი ფართოვდება და ვინაიდან ქილაში საკმარისი სივრცე არაა, ქილაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. ქილა ფეთქდება, როცა წნევის გაძლებას უკვე ვეღარ ახერხებს.

2. მშრალი ყინული

როგორც გაზიანი სასმელი, მშრალი ყინული ნახშირორჟანგის მყარ ფორმას წარმოადგენს. საყინულეში, სადაც ტემპერატურა -18 გრადუსია, მშრალი ყინულის სუბლიმაცია ძალიან სწრაფი ტემპით ჩქარდება, რადგან ნახშირორჟანგი 600-800-ჯერ ფართოვდება.

თუმცა, თუ მშრალი ყინული საყინულეში არ აფეთქდება, თქვენი მაცივარი ან საყინულე მაინც დაზიანდება, რადგან მისი ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე შიგნით.

3. ალკოჰოლი და ადვილად აალებადი სითხე

ალკოჰოლური სასმელები სწრაფად გასაგრილებლად შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ, ოღონდ დახურული ღვინის და ლუდის ბოთლის გაყინვას უფრთხილდით, რადგან წნევის და სითხის გაფართოების კომბინაციამ შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუდის, შამპანურის და ღვინის გაყინვა არასდროს სცადოთ.

გარდა ამისა, საყინულეზე მოდებული ყინულის მოტეხვა ბასრი ნივთების დახმარებით არასდროს სცადოთ.

საყინულეში გამაგრილებელი სითხის სახით ხშირად იზობუტანი (ადვილად აალებადი გაზი) გამოიყენება, რომელიც ჰაერთან კონტაქტის დროს შეიძლება აფეთქდეს. თუ ბასრი ნივთით საყინულის კედლებს შემთხვევით დააზიანებთ, ამან შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

ეს წესები დაიცავით, რომ უსიამოვნო სიტუაციები თავიდან აიცილოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.