ჯანმრთელობა
პროდუქტები რომლებიც დაღლილობის შეგრძნებას იწვევენ
უენერგიობას უჩივით, გიჭირთ კონცენტრირება და სულ გეძინებათ?! გაიგეთ ყველაფერი ამის მიზეზი, დაიბრუნეთ მხნეობა და ცხოვრების ხალისი!
დაღლილობა ხშირად გაუწყლოვნებით არის გამოწვეული. ორგანიზმში წყლის ნაკლებობის ძირითადი სიმპტომები – კონცენტრაციის დაქვეითება და თავის ტკივილია.
დღის განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზით შესაძლოა ფსიქიკურ და ფიზიკურ გადაღლილობას გრძნობდეთ, ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური კვების რაციონისგანაც იყს გამოწვეული. არსებობს ისეთი პროდუქტები რომლებიც გადაღლილობას იწვევენ. ქვემოთ თქვენ შეძლებთ გაეცნოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომლებიც გაიძულებენ თავი გადაღლილად იგრძნოთ, შეგიძლიათ ისინი შეამციროთ ან საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან.
შექრით მდიდარი პროდუქტები
პროდუქტები რომლებიც შაქარს დიდი დოზით შეიცავენ – სხეულს ძალას კი არ მატებენ, არამედ დაჩქარებული მეტაბოლიზმის ხარჯზე ენერგიის რეზერვს ანადგურებს, ეს პროცესი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს რომელიც სხვა ფუნქციებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული.
შაქარი გვმატებს ენერგიას მაგრამ, შედეგი არის ხანმოკლე და არაპროდუქტიული.
ცხიმიანი საკვები
ძალას მაღალი ცხიმიანობის მქონე საკვების გამოყენებაც გვაცლის, რადგან მათი გადამუშავება ორგანიზმისთვის საკმაოდ რთულია. ცხიმიანი საკვები ორგანიზმს უფრო ნაკლებ ენერგიას აძლევს ვიდრე მის გადასამუშავებლად არის საჭირო და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ასეთი საკვების მიღებისას მალევე ვგრძნობთ სიმძიმეს და დაღლილობას.
მძიმე საკვები (ძნელად გადასამუშავებელი)
ზოგიერთ მძიმე საკვებს ასევე შეუძლია ძილიანობა გამოიწვიონ, ასეთ პროდუქტებს შორის არიან:
- ბრინჯი
- რძე და რძის პროდუქტები
- ცხიმიანი და გადამუშავებული ხორცი
- ლობიო
- გამომცხვარი ტკბილეული
- შემწვარი საკვები
უნდა დავარეგულიროთ ამ პროდუქტების გამოყენება, რადგან სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ, იმიტომ, რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვაგვარად შთანთქავს საკვებ ნივთიერებებს.
კოფეინი – ენერგიის მატების შეგრძნებას იწვევს და ტვინის მუშაობას უკეთებს სტიმულირებას, სწორედ ამიტომ გამოიყენება როგორც სტიმულატორი. მას ასევე შეუძლია ორგანიზმის გარკვეული ფუნქციებიც გაააქტიუროს, თუმცა არ ღირს კოფეინის დოზის გადაჭარბება რადგან ამან შესაძლოა უძილობა და ქრონიკული დაღლილობა გამოიწვიოს, ამის გამო კი შემდეგი დღისთვის ენერგიის აღდგენა შეუძლებელი ხდება.
წყლის ნაკლებობა
დაღლილობას ორგანიზმში წყლის ნაკლებობაც იწვევს, თუ თქვენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალსარ იღებთ ორგანიზმის გაუწყლოვნება ხდება, ამ დროს კი ძირითადად კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და თავის ტკივილი გვეწყება.
არაბუნებრივი პროდუქტები
ისეთი პროდუქტების ხშირ გამოყენებას რომელშიც დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებებია – ორგანიზმში ბალანსის დარღვევა შეუძლიათ, რის შედეგადაც დარლილობის შეგრძნება გეუფლებათ და ამან შეიძლება ზოგიერთი ქრონიკული დაავადებაც კი გამოიწვიოს.
არაჯანსღი საკვები
ისეთი არაჯანსაღი საკვების ხშირი გამოყენება, როგორიცაა მაგალითად: ჰამბურგერი, ჰოთ დოგი, პიცა და ა. შ. ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, რადგან მას დიდი დატვირთვით მუშაობა უწევს რთულად დასამუშავებელი საკვების გადასამუშავებლად.
რჩევები დაღლილობის შეგრძნების მოსაშორებლად
ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ისინი გვაწვდიან საკვებ ნივთიერებებს რომლებიც უფრო მეტ ძალას გვაძლევენ და ხელს უწყობენ კარგად ყოფნის შეგრძნებას.
მარცვლეული ენერგიით გვავსებს, განსაკუთრებით თუ მათ საუზმეზე მივირთმევთ.
ნიგოზი, ნუში და სეზამის თესლი ენერგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და აუცილებელია სიფხიზლის შესანარჩუნებლად, ისინი კონცენტრაციასაც აუმჯობესებენ.
იმისთვის, რომ სხეული ტონუსში შეინარჩუნოთ ეცადეთ დღის განმავლობაში აქტიური მოძრაობები აკეთოთ, სპორტული დარბაზის მონახულების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ მსუბუქი ვარჯიშები გააკეთოთ. მაგალითად, იარეთ კიბეებზე, გაისეირნეთ პარკში და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.
თქვენი გონების აქტიურობა კითხვითა და გონებრივი ვარჯიშების შესრულებით შეინარჩუნეთ.
დარწმუნდით, რომ საღამოს სათანადოდ ისვენებთ, შეეცადეთ შექმნათ სასიამოვნო გარემო, რომ დაიძინოთ და გამოიძინოთ. ეს მოგიხსნით დაღლილობას და მეორე დღისთვის დამატებით ენერგიას მოგცემთ.
და ბოლოს, ჯანსაღი დიეტა თქვენს ორგანიზმს საჭირო საკვებ ნივთიერებებს მიაწოდებს და მთელი დღის განმავლობაში თქვენი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასაც უზრუნველყოფს.