Connect with us

ჯანმრთელობა

პომიდორის 10 სამკურნალო თვისება რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის

წითელი, წვნიანი პომიდორი ნამდვილად ბუნების სარგებლით სავსე საჩუქარია. ექიმებისა და დიეტოლოგების სიტყვებით, ამ ბოსტნეულის გამოყენება გამაჯანსაღებლად მოქმედებს.

პომიდორი 90% წყალს, 5% ნახშირწყლებს და 2,5% ცილას, ასევე ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, ბევრ ბიოტინს (B7), ნიაცინს (B3), ვიტამინებს C, E და K, ბეტა კაროტინს, ქრომს და თუთიას.

პომიდორს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, ის აფერხებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს, ასევე სიმსივნეს. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, აუჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს კარგ ძილს. იცავს და ამაგრებს ლორწოვან გარსს და ა.შ.

1. ამაგრებს გულს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი, სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

პამიდორი გულის იშემიური დაავადებებისა და ათეროსკლეროზისგან გვიცავს. ეს ამ ბოსტნეულში ლიკოპინი -კაროტინოიდის არსებობის დამსახურებაა – მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის არა მარტო პამიდორში არამდე სხვა წითელ-ყვითელი შეფერილობის ხილსა და ბოსტნეულშიც გვხვდება. კაროტინოიდები მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, იმიტომ, რომ ისინი ე.წ. “თავისუფალ რადიკალებთან” ბრძოლაში გვეხმარებიან.

პომიდორის ან მისი წვენის რეგულარული მოხმარება ამცირებს სისხლში “ცუდ ქოლესტერინსა” და ტრიგლიცერიდებს.

2. ახდენს საკვების მონელების ნორმალიზებას

პომიდორი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ის ასევე ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და ახდენს ნაწლავის პერიპლასტიკის სტიმულირებას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პომიდვრის მოხმარებამ შეიძლება მჟავური რეფუქსი გამოიწვიოს.

3. გვიცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან

ლიკოპინი გაცილებით ეფექტური სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნესთან ბრძოლაშია.

ლიკოპინი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, განსაკუთრებით ის კანში ბოსტნეულის კონცენტრირდება. მისი უპირატესობა იმაშია, რომ მას პომიდვრის წვენი, კეტჩუპი და პომიდვრის სოუსიც კი შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია პამიდვრის ცხიმთან ერთად მიღება რათა ლიკოპინის უკეთ ათვისება მოხდეს.

4. მცირდება სისხლის წნევა

პომიდორი კალიუმის კარგი წყაროა, რომელიც სისხლის წნევას ამცირებს, ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის სწორ ფუნქციონირებაში.

კალიუმის დეფიციტი თავის ტკივილში, ძილიანობაში, კუნთოვან სპაზმებში ან არარეგულარულ გულისცემაში გამოიხატება. 1 ჭიქა პომიდვრის წვენი კალიუმის რეკომენდებული დღის დოზის 11,4% კალიუმს შეიცავს, ამიტომ ეს უბრალო საშუალებაა მაღალ წნევასთან საბრძოლველად, ისე, რომ მედიკამენტების მიღება არ დაგჭირდებათ.

კალიუმით მდიდარი სხვა პროდუქტებია – ბანანი, ციტრუსები, ისპანახი, კარტოფილი, იოგურტი.

5. პომიდორი სილამაზისთვის

პომიდორი კბილების, ძვლების, თმისა და კანის გაჯანმრთელებაში გვეხმარება. ლიკოპინისა და ბეტა-კაროტინის შემცველობით პომიდორი კანს მზის დამწვრობისგანაც იცავს.

6. ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას

ლიკოპინი – ეს ერთადერთი ანტიოქსიდანტია პომიდორში. ბოსტნეული მდიდარია ლუთეინით და ბეტა-კაროტინით – ეს საკვები ნივთიერებები აუმჯობესებენ მხედველობას და გიცავენ ისეთი დაავადებებისგან როგორიცაა – კატარაქტა და ყვითელი ლაქების დეგენერაცია (აზიანებს ბადურას და იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას).

7. გვეხმარება ძვლის სიმაგრის შენარჩუნებაში

პომიდორი К  ვიტამინსა და კალციუმის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისა და ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებისთვის.

8. აღადგენს ორგანიზმს მოწევის შემდეგ

პამიდორი კუმარინის და ქლოროგენის მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს სიგარეტის ბოლის კანცეროგენებისგან იცავს.

9. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ლიკოპინი პომიდორს წითელ შეფერილობას აძლევს, ის კაოტინოიდების ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით არის ცნობილი. ექსპერტების აზრით ლიკოპინი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონეს კი პირიქით – მაღლა წევს.

10. აუმჯობესებს განწყობას

პომიდორი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც რომელიც ჩვენში ოპტიმიზს აღვივებს, ხოლო ვიტამინი B3 კარგი განწყობისა და ჯანმრთელ ძილის საწინდარია. ეს ბოსტნეული ასტიმულირებს ტვინსა და ნერვებს, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას.

მნიშვნელოვანია!

1. პომიდვრის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება თირკმელში კენჭი წარმოქმნას.
2. პომიდვრის ნაყოფი მდიდარია კალცითა და ოქსალატებით, მათი სიჭარბე ორგანიზმიდან ძნელად გამოიდევნება რაც ასევე ახდენს თირკმელებში კენჭის გაჩენას.
3. ზედმეტი ლიკოპენის მოხმარებამ შეიძლება კანის ფერის გაყვითლებამდე მიგვიყვანოს.
4. სპეციალისტები დღეში 22 მილიგრამი ლიკოპენის მიღების რეკომენდაციას გვიწევენ. 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა 27 მილიგრამ ლიკოპენს შეიცავს.

5. თუ პომიდორს ვერ იტანთ, მათმა გამოყენებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.
6. პომიდორში ვაშლისა და ლიმონმჟავის შემცველობა შეიძლება მჟავიანობის მატების მიზეზი გახდეს.
7. მკვახე პომიდორი უმად არ უნდა მიიღოთ, რადგან ის შხამიან ალკალოიდ ტომატინს შეიცავს.