Connect with us

კულინარია

პომიდვრის შენახვის საუკეთესო ადგილი ბინაში

პომიდორს მთელი ზაფხული მაცივრის ქვედა ყუთში ვინახავდი. ასეც ეწოდება „ბოსტნეულის და ხილის განყოფილება“. ზოგჯერ პროდუქტები ამ ყუთში 2 კვირაც კარგად შემინახავს, რასაც კარგ მაჩვენებლად ვთვლიდი. ჩემი მეგობარი მზარეულია და აზრი შემაცვლევინა. როგორც გაირკვა, პომიდვრის მაცივარში შენახვა საერთოდ არ შეიძლება.

რესტორნის სამზარეულოში, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობს, ბოსტნეულის შესანახად მაცივარი არც აქვთ. ბოსტნეული მწვანილთან და ხილთან ერთად მომწოდებელს ყოველ დილით მოაქვს, ხოლო პერსონალი პროდუქტებს საკუჭნაოში ინახავს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კვების სპეციალისტის რჩევებს, თუ რატომ არ შეიძლება პომიდორი საკუჭნაოს ნაცვლად მაცივარში შეინახოთ.

პომიდორი და დაბალი ტემპერატურა

ელენა, ჩემი მეგობარი, სამაგალითო მზარეულია. სახლშიც კი პროდუქტების მომზადების და შენახვის წესების დაცვას ცდილობს. აი, რას ამბობს კონკრეტულად პომიდვრის შესახებ:

  • ოდნავ მოუმწიფებელი პომიდორი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე აიღეთ ან ახლახანს ბაზრიდან მოიტანეთ, ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეინახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყუნწით ქვემოთ და ერთმანეთისგან დაშორებით დააწყოთ. დროდადრო მათი გადაბრუნება არ დაგეზაროთ, რომ პომიდორი არ დაიჭყლიტოს და წვენი არ გამოუშვას.

  • მოუმწიფებელი პომიდორი, სუპერმარკეტში გაგრილებული, ოთახის ტემპერატურაზე სრულად მომწიფებამდე გააჩერეთ. შემდეგ შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, თუ ამის აუცილებლობა გაქვთ.
  • სრულად მწიფე სახლის პომიდორი დიდხანს არ ინახება. სასურველია, დაუყონებლივ კერძებში გამოიყენოთ. ნარჩენები მაცივარში მაქსიმუმ 3 დღე შეინახეთ. პომიდორი, რომელსაც მაცივარში დიდხანს ინახავდით, სჯობს თერმულად დაამუშავოთ და მათგან სოუსი ან წვნიანი მოამზადოთ.

ელენა აღნიშნავს, რომ მაცივარში შენახვა პომიდვრის გემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მაგალითად, თუ პომიდორს მაცივარში 5°C ტემპერატურაზე 3 დღით შეინახავთ, არომატს ოდნავ დაკარგავს, მაგრამ მისი გემო და ტექსტურა არ შეიცვლება. აი, ერთ კვირაში პომიდვრისგან მხოლოდ გარე გარსი დარჩება.

სათბურის პომიდორი დაბალ ტემპერატურაზე შენახვას ცუდად იტანს. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაუყონებლივ შეჭამოთ. მაცივარში ასეთი პომიდორი შიგნიდან სწრაფად ყვითლდება, არაფერს ვამბობთ გემოსა და არომატის დაკარგვაზე. აი, ჩერი პომიდორი მაცივარში უპრობლემოდ ინახება.

როგორ შევინახოთ პომიდორი სწორად

გაირკვა, რომ პომიდვრის შესანახად იდეალური ტემპერატურაა 13-21°C.  ეს არც მაცივარი და არც ოთახის ტემპერატურაა. გაუმართლა მათ, ვისაც სარდაფი ან გრილი საკუჭნაო აქვს. ქალაქის სხვა მობინადრეები იძულებულნი არიან, რომ პომიდორი მაცივრის კარზე შეინახონ.

პირადად, უკვე დიდი ხანია აღარ მიკითხავს, სად შევინახო პომიდორი ბინაში. ამ ზაფხულს მხოლოდ 1-2 დღის სამყოფი პომიდვრის ყიდვას ვცდილობდი. საბედნიეროდ, ბაზართან ახლოს ვცხოვრობ. გულუხვი ნათესავების მიერ გამოგზავნილი პომიდორი დაუყონებლივ დავაკონსერვე. ზამთარში გემრიელად წავიხემსებ! თქვენ როგორ ინახავთ პომიდორის? გაგვიზიარეთ გამოცდილება!