Connect with us

კულინარია

პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის: ყოველ წელს სულ უფრო მეტს ვამზადებ და საკმარისი მაინც არაა

პომიდორს ასე, ალბათ, უკვე 4 წელია ვამზადებ და ამ რეცეპტისთვის კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ჩემს მეზობელს. პირველად ეს მწნილი სწორედ მასთან გავსინჯე და მას შემდეგ მეც ასე ვამზადებ ზამთრისთვის პომიდორს. ახლა მინდა იგივე რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

პომიდვრის მწნილი

ინგრედიენტები (5-3-ლიტრინი ქილისთვის)

  • პომიდორი
  • 4 ბულგარული წიწაკა
  • 4 ც სტაფილო
  • 4 თავი ნიორი
  • 2 ც ცხარე წიწაკა
  • 200 გ მარილი
  • 300 გ შაქარი
  • დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი
  • 6 ლ წყალი
  • 100 მლ 6%-იანი ძმარი (თითოეულ ქილაში)

მომზადება

  1. პომიდვრებს ოდნავ მოაჭერით ზედა ნაწილი, მოათავსეთ ქილებში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთით.
  2. დაახურეთ ქილებს თავსახურები და შეფუთეთ.
  3. სანამ პომიდვრები ქილაშია, დანარჩენი ბოსტნეული გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  4. ქვაბში ჩაასხით 6 ლ წყალი, დაუმატეთ გატარებული ბოსტნეული, მარილი, შაქარი, დაფნა და პილპილი.
  5. პომიდვრის წყალი გადაღვარეთ ნიჟარაში და ჩაასხით ქილებში მარინადი. აქვე, თითოეულ ქილაში ჩაამატეთ 100-100 მლ ძმარი.
  6. მოხუფეთ ქილები და შეფუთეთ თბილად.

ზამთარში კი თბილად გამიხსენეთ და გემრიელად მიირთვით პომიდვრის უგემრიელესი მწნილი.