Connect with us

ყვავილები

პომიდვრის გამოკვება ივლისში: 2 მთავარი ელემენტი მოსავალს გაასამმაგებს

ყოველ წელს პომიდვრის უხვი მოსავალი რომ მივიღო ბებიაჩემის, გამოცდილი მებოსტნის რჩევებს ვითვალისწინებ. მდიდარი მოსავლის ასაღებად პომიდორს სხვადასხვა სასუქი უნდა მიაწოდოთ. ივლისში, როცა პომიდორი ნაყოფიერებას იწყებს, სწორად გამოკვებეთ. ეს არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც გავლენას ახდენს.

Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ მკვებავი ნივთიერებები სწორად შეარჩიოთ და რეკომენდებული სქემა დაიცვათ. ბევრის მიწოდება არ ღირს, ასე შეიძლება მცენარეს ზიანი მიაყენოთ. დღეს გიამბობთ, როგორი გამოკვება სჭირდება პომიდორს ივლისის თვეში, რომ კარგი მოსავალი და ხარისხიანი ნაყოფი მიიღოთ.

პომიდვრის გამოკვება ივლისში

კალიუმი და ფოსფორი ორი მთავარი ელემენტია, რომელიც პომიდორს სჭირდება. მცენარის გამოკვების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

1. 15 გრ კალიუმის მონოფოსფატი და 10 ლ წყალი აურიეთ. პომიდვრის ბუჩქები ამ ნარევით 2–ჯერ მორწყეთ. მორწყვებს შორის 2 კვირიანი შუალედი გააკეთეთ.

2. სუპერფოსფატის ან ორმაგი სუპერფოსფატის გამოყენების შემთხვევაში საშუალება ცხელ წყალში გახსენით. 1 ლ წყალს 2 ს/კ სასუქი დაუმატეთ, შემდეგ 1:10 თანაფარდობით წყალში გააზავეთ. ახლა შეგიძლიათ მოსარწყავად გამოიყენოთ.

3. თუ დრო არ გაქვთ, მშრალი კალიუმის სულფატი შეგიძლიათ მიწას მოაყაროთ.15-20 გრ 1 კვ.მ–ზე გამოიყენეთ. 2 კვირაში გაიმეორეთ.

ნაცარი

ნაცარი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რაც პომიდორს ივლისში სჭირდება. მისი დახმარებით შეძენილ პრეპარატებს ეფექტურად ჩაანაცვლებთ.

2 ლ ხის ნაცარი, 10 გრ ბორის მჟავის ფხვნილი და 10 მლ იოდი 10 ლ წყალში გააზავეთ. კარგად აურიეთ და 1 დღე გააჩერეთ. მზა ნაყენი 1:10 თანაფარდობით გააზავეთ. ხარჯი – 2 ლ ნარევი 1 მცენარეზე.

როგორც ხედავთ, პომიდვრის გამოკვება რთული არაა. დროული გამოკვებით მოსავლის გასამმაგებას შეძლებთ.