ტესტები
პიროვნების განმსაზღვრელი ტესტი სუნამოებზე
ეს ტესტი ქალის ფსიქოლოგიური ტიპის სუნამოს ფლაკონის მეშვეობით განსაზღვრავს. საჭიროა სურათზე არსებული სუნამოს ფლაკონებიდან ერთ-ერთი არიჩიოთ და შემდეგ შედეგი წაიკითხოთ. ის ხასიათის გარკვეულ შტრიხებს გახსნის და საშუალებას მოგცემთ თქვენს თავს სხვა მხრიდან შეხედოთ.
ფლაკონი ნომერი 1
თქვენ ძლიერი და მტკიცე ხასიათი გაქვთ. ამასთანავე მშვენივრად აანალიზებთ, რომ თქვენი ბედი მხოლოდ თქვენს ხელშია. ზოგჯერ გიჭირთ იმის გაგება თუ რას მოითხოვენ თქვენგან გარშემომყოფები, ამიტომ უფრო მეტად სწორხაზოვნებას და პირდაპირობას არჩევთ.
ფლაკონი ნომერი 2
თქვენ პირდაპირი ადამიანი ხართ და სხვების გაკრიტიკების არ გეშინიათ. თქვენ სხვების სიტყვები გულთან ახლოს არ მიგაქვთ, თუმცა ამავდროულად გულწრფელი სიბრალული, გაგება და მხარში დგომა შეგიძლიათ. ამ ტიპის ქალბატონებს კარგად აქვთ განვიტარებული ემპათია, მათ უჭირთ სხვათა პრობლემების მიმართ გულგრილობის გამოჩენა.
ფლაკონი ნომერი 3
რთული და დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობთ – ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიწებთ. ძალიან სათუთი სულიერი ორგანიზაცია გაქვთ რის გამოც ზოგჯერ შფოთვა გიჩნდებათ. ასეთი გოგონები თავშეკავებულები და ჩუმები არიან, სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან.
ფლაკონი ნომერი 4
თქვენ გულწრფელად ნაღვლობთ როდესაც ვინმესთვის დანაპირებს ვერ ასრულებთ. გარშემომყოფებს შეიძლება ისეთი წარმოდგენა შეექმნათ თითქოს მგრძნობიარე და მოწყვლადი ადამიანი ხართ, თუმცა თქვენ უბრალოდ სამართლიანი და სიმართლის მოყვარული ნატურა ხართ, რომელიც არასდროს დაგაღალატებთ და მხარს დაგიჭერთ რთულ მომენტში. ადამიანებმა ამ შესანიშნავი თვისებების გამო ნამდვილად უნდა დაგაფასონ!!!
ბოლოს კი მინდა შეგახსენოთ, რომა დამიანები კარგება და ცუდებად არ იყოფიან, ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. აუცილებელია შეგეძლოთ პლუსების დანახვა და მინუსების გამოსწორებაზე მუშაობა. მთავარია მუდმივად ბედნიერი და პოზიტიური იყოთ!