Connect with us

ჯანმრთელობა

პატარების მიერ სმარტფონების გამოყენებას გაცილებით ცუდ შედეგებამდე მივყავართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ

თითქმის ყველა მშობლეს აწუხებს შეკითხვა, თუ რამდენად უსაფრთხოა თანამედროვე “სმარტფონებისა” და “გაჯეტების” რეგულარული გამოყენება ჩვენი პატარებისთვის. დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა ოჯახში, მიუხედავად მატერიალური მდგომარეობისა, პატარებს მარტივად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა მოწყობილობებზე, რომელთა გამოყენებით ისინი ხშირად უყურებენ ვიდეობს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს და ა.შ.

ერთი მხრივ, ციფრული ტექნოლოგია ხელს გვიწყობს ახალი ინფორმაციის მიღებაში, დისტანცირებულ კომუნიკაციაში, საინტერესო სიახლეებისა და ამბების შეცნობაში.

მეორე მხრივ, თანამედროვე მოწყობილობები ძალიან გვაშორებს რეალური სამყაროსგან, მივყავართ დამოკიდებულების გაჩენამდე. დღესდღეობით გაჩნდა ისეთი ტერმინებიც კი, როგორიც არის: “ელექტრონული კოკაინი”, “ციფრული ჰეროინი” და ა.შ.

განსაკუთრებულ საშიშროებას ჩვენი პატარებისთვის სწორედ ისეთი ვიდეო-თამაშები წარმოადგენს, რომლებიც სასტიკ სიუჟეტებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება პატარების ფსიქიკაზე.

ციფრული მოწყობილობების უარყოფითი გავლენა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდ დროს ვუთმობთ მათ. ახალი კვლევების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8-დან 18 წლამდე მოზარდები დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 7,5 საათს სმარტფონების ეკრანის წინ ატარებენ.

თუ ადრე ბავშვები თავისუფალ დროს სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად თამაშში ატარებდნენ, დღეს მათი ინტერესის სფეროს მხოლოდ თანამედროვე მოწყობილობები წარმოადგენს. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ტენდეციამ? ფსიქროლოგების მტკიცებით, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის ხშირ გამოყენებას ბავშვებში მივყავართ არაერთ საშიშ, სავალალო შედეგამდე.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ სმარტოფენიბს გამო მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობა და კომუნიკაცია სულ უფრო და უფრო მცირდება. მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტმა 5 წლამდე ბავშვებში შეიძლება განაპირობოს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებაც კი, რასაც ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ.

გარდა ამისა, თავი შეიძლება იჩინოს კიდევ არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ:

  • მეტყველების უნარის დაქვეითება
  • გონებაგაფანტულობა
  • სწავლის უნარის დაქვეითება
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • სისასტიკე და აგრესიულობა
  • სტრესი, დეპრესია, მშფოთვარება

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისა და სუფთა ჰაერზე თამაშის ნაცვლად სმარტფონების გამოყენების შედეგად, ფერხდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ბავშვის გონებრივი განვითარების პროცესი.

თუ ბავშვისთვის სმარტფონის წართმევას შეეცდებით, მის მძაფრ რეაქციასაც იხილავთ, რაც ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა, შეუზღუდეთ პატარებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ესაუბრეთ მათ ბევრ საინტერესო თემაზე და შეეცადეთ, ყურადღება სხვა, გაცილებით ჯანსაღ გართობაზე გადაატანინოთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement