Connect with us

თავის მოვლა

პატარა მასტერ-კლასი, როგორ ჩამოვირეცხოთ ზედმეტი 10 წელი სახის კანიდან. კანი გაგლუვდება, ნაოჭები შემცირდება

დღეს ზრდასრული ქალებისთვის საჩუქარი მოვამზადეთ. გთავაზობთ საუკეთესო ნიღბებს, რომლებიც კანს ღრმად ატენიანებს და ნაოჭებს აქრობს. ცოტა ძალისხმევის გაწევის შემდეგ ახალგაზრდობა დაგიბრუნდებათ.

სახის დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებში

პირველი რეცეპტი გადაუდებელი საჭიროების დროს გამოგადგებათ. თუ კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მდოგვი დაგეხმარებათ! ეს მკრთალი ფერის საშუალება შეგიძლიათ ნებისმიერი ხარვეზის დროს, ასევე კანის სრულად დასატენიანებლად და თითოეული უჯრედის გასაახლებლად გამოიყენოთ. მდოგვის ფხვნილი A, D, E, B ჯგუფის ვიტამინებით არის მდიდარი, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ქალის კანზე დადებით გავლენას ახდენენ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ თბილი წყალი
  • 2 ჩ/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მშრალი მდოგვის ფხვნილი

გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი სქელი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახესა და კისერზე წაისვით.
  2. 15 წუთში ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

როგორ მოვიშოროთ ქალის ულვაში და სახე გავაახალგაზრდავოთ

ინდოეთში, ქალები ასეთ ნიღაბს მთელ სახეზე ისვამენ, ხოლო პენსიონერი ოლგა გთავაზობთ ულვაშები სახლის პირობებში მარტივი ყვითელი ნიღბის გამოყენებით მოიშოროთ. შეუფასებელი ინფორმაცია ზრდასრული ქალებისთვის, ნახეთ ვიდეო!

იცით, კანის ნებისმიერი პრობლემის მთავარი მიზეზი რა არის? ტენის ნაკლებობა! გაუწყლოებული კანი ავადდება, სწრაფად ბერდება, ტონუსს კარგავს და ნაოჭებით იფარება. კანის ნებისმიერი ნაკლი ნაკლებად შესამჩნევი შეგიძლიათ გახადოთ, თუ კანს კარგად დაატენიანებთ.

დაწყება დილის დაბანით შეგიძლიათ. მშრალი კანი, რომელიც ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი უფრო არის, თბილი რძით ჩამოიბანეთ. ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანი კეფირით დაიბანეთ. ასეთი უჩვეულო დაბანის შემდეგ სახე წყლით აღარ ჩამოიბანოთ, საკმარისია სახე სალფეთქით შეიმშრალოთ.

მჟავე რძის პროდუქტები კანს ათეთრებენ, ლაქებს აქრობენ, უმნიშვნელო დარღვევებს ასწორებენ. ეს ყველაფერი კი მათში შემავალი რძის მჟავის წყალობით! ასეთი მარტივი მოქმედება საშუალებას მოგცემთ დილა ბზინვარე, დატენიანებული სახის კანით დაიწყოთ.

ვაშლი – სტაფილოს დამატენიანებელი ნიღაბი

ხილის მჟავები კანს წამიერად ცვლის! შესანიშნავია, რომ ასეთი სახლის რეცეპტი არსებობს, რადგან კოსმეტიკურ სალონებში ასეთი პროცედურა ბევრად უფრო ძვირი ღირს. ნიღაბი კანს არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ სახის ფერს აუმჯობესებს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ნედლი სტაფილო
  • ნახევარი ნედლი ვაშლი

გამოყენება:

  1. გასუფთავებული ვაშლი და სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
  2. ნიღაბი სახის კანზე 20 წუთით წაისვით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხაჭო – რძის დამატენიანებელი ნიღაბი

ეს ნიღაბი ჩამოწელილი სახის კანისთვის იდეალურია. სჯობს სახლის, ცხიმიანი ხაჭო გამოიყენოთ. თუ ალოეს წვენი არ გაქვთ, შეგიძლიათ თბილი წყლისა და ლიმონის წვენის ნარევით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ხაჭო
  • ცოტა რძე
  • ცოტა ალოეს წვენი

გამოყენება:

  1. ხაჭო რძეს პასტის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ, სუფთა სახის კანზე წაისვით.
  2. ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ სახე ალოეს წვენით ან ლიმნიანი წყლით გაიწმინდეთ, ეს შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა!

თუ სახის ნიღბების რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!