Connect with us

ჯანმრთელობა

პარაზიტები ამ ბალახებით და სანელებლებით მოიშორეთ – ყველაზე ღირებული რჩევები

ადამიანის კვება ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. კვება პარაზიტებზეც გავლენას ახდენს. უწესრიგო, შერეული და ტკბილი სასმელები პარაზიტების (ვირუსები, ჭიები) გასავრცელებლად იდეალური სივრცეა. კვების რაციონში პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედების ბევრი მწვანილი, ბოსტნეული, სანელებელი, ბალახი უნდა ჩართოთ.

კოთხუჯი

პარაზიტების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება გააჩნია, რომელიც ნერვული სისტემის ორგანოებზე (პლაზმა, ძვლის ტვინი, სამეტყველო აპარატი), სასქესო სისტემაზე, ღვიძლსა და პანკრეასზე ვლინდება. თავიდან პარაზიტებს გამოდევნის. სინუსიტს, ეპილეფსიას, სიყრუეს, ისტერიას და მეხსიერების დაკარგვას თავიდან აგაცილებთ. კოთხუჯით შეგიძლიათ წყალი გაფილტროთ.

ტუხტი

მცენარის ფესვები გამოიყენება. მას ერთუჯრედიან პარაზიტებზე ძლიერი გავლენა აქვს, რომლებიც სისხლში, პლაზმაში, კუნთებში, ტვინში, ნერვულ ქსოვილებსა და სასქესო ორგანოებში მკვიდრდებიან. სასუნთქ ორგანოებში, შარდსასქესო ორგანოებში, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებში მდებარე პარაზიტებზე ეფექტურად მოქმედებს. პარაზიტებზე დამღუპველი მოქმედების სპექტრი ფართოა – მარტივი პარაზიტებით და ვირუსებით დაწყებული და რამდენიმე მეტრიან ლენტისებრი ჭიებით დამთავრებული. ტუხტი სილიციუმს, სიცოცხლის ელემენტს, დიდი რაოდენობით შეიცავს.

რეჰანი

მას ტუხტის მსგავსი პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. საკვებში ხმელი ბალახის ფხვნილი გამოსაყენებლად მოსახერხებელია.

კოწახური

მცენარის ყველა ნაწილს პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ყველაზე ხშირად მის ფესვებს იყენებენ. ხმელი კოწახური შეგიძლიათ სალათებს, პირველ და მეორე კერძებს დაუმატოთ. ღვიძლის პარაზიტებისთვის დამღუპველად მოქმედებს. ღვიძლის გაწმენდის უნარს აუმჯობესებს, ცხიმების დაშლას და სისხლის გაწმენდას ხელს უწყობს.

მიხაკი

პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება ფართოა – მრგვალი, ლენტისებრი და ბრტელი ჭიები, მარტივი პარაზიტები, ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები. ანტიპარაზიტული ეფექტი პლაზმაში, ტვინში, ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემებში ვლინდება. მიხაკის გამოყენება ფარინგიტის, ჰაიმორიტის, ლარინგიტის, კბილის ტკივილის და იმპოტენციის დროს მიხაკის გამოყენება ორგანიზმს პარაზიტების მოშორებაში ეხმარება. მიხაკი ფილტვებს, კუჭს და ლიმფურ სისტემას წმენდს.

ბროწეული

თერმული დამუშავების შემდეგაც კი ცივი დაწურვით მიღებული ბროწეულის წვენი პირის ღრუს ტრიქომანდებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს, სოკოებს კლავს. ბროწეული პარაზიტებს ყველა ორგანოსა და სისტემაში ებრძვის.

ბროწეულისგან ნაყენს, ნახარშს, ფხვნილს და ბროწეულის კურკებისგან ზეთს ამზადებენ. ბროწეულის პროდუქტები დარიჩინს და მიხაკის ნაყოფს შესანიშნავად ერწყმის.

მზიურა

მცენარის ფესვები და ყვავილები გამოიყენება. ანტიპარაზიტული მოქმედება სასუნთქ ორგანოებში, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებში, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გარდა ყველა სხვა ორგანოში ვლინდება. მზიურა სისხლს და ფილტვებს პარაზიტებისგან წმენდს, დეტოქსიკაციას და რბილი ქსოვილების აღდგენას სტიმულირებს. მზიურა კოჭას, ილს, დარიჩინს, ტუხტს და ლაშქარას ერწყმის.

თავშავა

მცენარის მიწის ზედა ნაწილი გამოიყენება, რომელსაც ყვავილობის პერიოდში აგროვებენ. მისგან ნაყენებს და ჩაის ამზადებენ. ბაქტერიებზე და მარტივ პარაზიტებზე ანტიპარაზიტული ეფექტი გააჩნია.

კრაზანა

ძალიან ხშირად თავშავასთან ერთად აგროვებენ. ძირითადად, მისი ანტიპარაზიტული მოქმედება სასუნთქი სისტემის და გაზის ცვლის ორგანოებზე ვლინდება.

მარწყვი

მცენარის ფოთლები გამოიყენება. უროგენიტალურ სისტემაზე ძლიერი ანტიპარაზიტული მოქმედება აქვს.

ტირიფი

ხის ქერქი გამოიყენება. მას ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. პრაქტიკაში გამოიყენება, როგორც ანტიფებრიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

კოჭა

მცენარის ძირნაყოფი გამოიყენება. პარაზიტებზე, ვირუსებსა და სოკოებზე თავისი ანტიპარაზიტული მოქმედების ფართო სპექტრით ცნობილია. ნაწლავების და სასუნთქი ორგანოების პარაზიტებზე დამღუპველად მოქმედებს.

უსუპი

მისი ღრმა გაწმენდის უნარი უძველესი დროიდან ცნობილია. უსუპის ფოთლები მცირე რაოდენობით შეგიძლიათ სალათებს, პირველ და მეორე კერძებს დაუმატოთ. უსუპი ჭიების და სოკოს საწინაააღმდეგოდ ძლიერი საშუალებაა.

გულყვითელა

მისი ბაქტერიოციდული მოქმედება დიდი ხანია ცნობილია. მცენარის ყვავილებს ჩაის მოსამზადებლად იყენებენ. დაქუცმაცებული ახალი ან ხმელი ყვავილები შეგიძლიათ კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ. მას ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია.

ძახველი

მცენარის კენკრა, ტოტები და ფოთლები გამოიყენება. ბაქტერიებზე, მარტივ ჭიებსა და ვირუსებზე ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია.

ილი

მისი თესლი გამოიყენება. საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე, ასევე სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია. პარაზიტების მრავალ სახეობაზე დამღუპველად მოქმედებს. ილი შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა კუჭისთვის, თხელი ნაწლავისა და ფილტვებისთვის. ის ძალიან ნაზად მოქმედებს. გამოიყენება საკვებში. ბავშვებისთვის ნაზი ანტიპარაზიტული საშუალებაა. ცერეცოს კარგად ერწყმის.

ქინძი

მისი მწვანილი და თესლი ყველგან გამოიყენება. მას ანტიპარაზიტული მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია.

დარიჩინი

თერმული დამუშავების შემდეგ თავის ანტიპარაზიტულ მოქმედებას არ კარგავს.

ჭინჭარი

ადრეული გაზაფხულიდან მაისის ბოლომდე შეგიძლიათ შეაგროვოთ. საკმაოდ ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული თვისებები გააჩნია – კანის, თმის პარაზიტებიდან დაწყებული ფილტვების და ნაწლავების პარაზიტებით დამთავრებული ყველას მოგაშორებთ.

წიწმატი

მას პირშუშხას და მდოგვის გემო აქვს. ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია და თავისი ფიტონციდური აქტივობით ცნობილია.

სეზამი

მისი თესლი კანის და კანქვეშა უჯრედების პარაზიტების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედების ზეთს შეიცავს. სეზამის თესლს სასუნთქი ორგანოების, საჭმლის მომნელებელი და უროგენიტალური სისტემების პარაზიტების მოსაშორებლად იყენებენ. ყველაზე ძლიერი ანტიპარაზიტული მოქმედება შავი ფერის თესლს აქვს.

კურკუმა

ფართო მოქმედების ძლიერი ანტიპარაზიტული საშუალება. ხმელი ძირნაყოფის ფხვნილი კერძების მოსამზადებლად გამოიყენება. მას თავისებული ეგზოტიკური გემო აქვს.

დაფნა

დაფნის ფოთოლი და თესლი არომატულ ზეთს შეიცავს, რომელსაც ანტიპარაზიტული თვისებები გააჩნია. სანელებლის სახით დაფნა აბსოლუტურად ყველა, პირველ და მეორე კერძში გამოიყენება.

საკმეველი

თავისი თვისებებით მურის ჰგავს. სასუნთქი ორგანოების და თავის ტვინის პარაზიტებზე დამღუპველად მოქმედებს.

ოროვანდი

მცენარის ფესვი გამოიყენება. სისხლში, სასუნთქ ორგანოებში, უროგენიტალურ და ლიმფურ სისტემებში მდებარე პარაზიტებზე დამღუპველად მოქმედებს. ახალი სახით შეგიძლიათ საკვებში გამოიყენოთ. ხმელი სახით სანელებლის სახით გამოიყენეთ.

იონჯა

ბალახი გამოიყენება. ახალგაზრდა მცენარისგან სალათებს ამზადებენ. მთელი წელი რომ გამოიყენონ, ბალახს ახმობენ და ფშვნიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ანტივირუსული პროდუქტი. იონჯას შარდმდენი და ანტიფებრილური მოქმედება გააჩნია, ღია ჭრილობებში პარაზიტებს ანადგურებს. ნაკრებში ბაბუაწვერას, ჭინჭრის, ოხრახუშის და შვიტას ბალახებთან ერთად გამოიყენება.

ჟოლო

კენკრა და ფოთლები გამოიყენება. ახალგაზრდა ფოთლები საკმაოდ ნაზია და შეგიძლიათ საკვებში გამოიყენოთ. ფოთლები და კენკრა სისხლის მიმოქცევის სისტემაში, საჭმლის მომნელებელ და სასქესო სისტემებში მდებარე პარაზიტებზე ანტიპარაზიტულ ეფექტს ფლობს. შაქართან ერთად მომზადებული კენკრა თავის თვისებებს კარგავს.

ვირისტერფა

მცენარის ფოთლები შეგიძლიათ სალათებს დაუმატოთ. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მდებარე პარაზიტებზე ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია.

ღვია

მისი ფოთლები და ნაყოფი არომატულ ზეთს შეიცავს, რომელსაც ანტიპარაზიტული თვისებები აქვს. დაქუცმაცებული ნაყოფი და ფოთლები შეგიძლიათ სალათებს, პირველ და მეორე კერძებს დაუმატოთ. სასუნთქ ორგანოებში მდებარე ვირუსებსა და სოკოებზე ძლიერი გავლენა აქვს.

პიტნა

სასუნთქ ორგანოებსა და უროგენიტალურ სისტემაში მდებარე პარაზიტებზე დამღუპველად მოქმედებს.

ბაბუაწვერა

მაისი-ივნისის პერიოდში აგროვებენ. სისხლის მიმოქცევის სისტემაში მდებარე პარაზიტებზე ძლიერი გავლენა აქვს. ასევე ღვიძლს და თირკმლებს წმენდს.

ლაშქარა

მისი ფესვები და ფოთლები გამოიყენება. სისხლში, კუნთებში, ტვინში, ნერვულ სისტემაში მდებარე პარაზიტებზე დამღუპველად მოქმედებს. მას ორგანოების აღმდგენ და პარაზიტების მკვლელ ძლიერ საშუალებად მიიჩნევენ.

წითელი წიწაკა

ნაყოფი გამოიყენება. წითელი წიწაკის ანტიპარაზიტული მოქმედება უძველესი დროიდან ცნობილია. ის საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან, სასუნთქი სისტემიდან და სისხლიდან პარაზიტებს მოგაშორებთ. ამ სისტემებში მდებარე თითქმის ნებისმიერი ვირუსი წითელი წიწაკის შეტევას ვერ უძლებს.

შავი წიწაკა

ნაყოფი სანელებლის სახით გამოიყენება. მის ეთერზეთს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის ორგანოებზე ანტიპარაზიტული მოქმედება გააჩნია.

შავი წიწაკა ერთ-ერთი ძლიერი პროდუქტია, რომელიც ნაწლავებში ჭიებს და სოკოებს კლავს. შავი წიწაკის ზეთოვანი ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში ჩაიწვეთოთ ცხვირის ლორწოვანი გარსის გასაუმჯობესებლად და ტვინში ჭიებთან საბრძოლველად. ანთების და ძირმაგარის გამომწვევს პარაზიტებს ანადგურებს, ჰერპესის ვირუსებს კლავს. თაფლთან ერთად სოკოსა და ფილტვის ჭიებზე ძლიერ გავლენას ახდენს.

Advertisement
ყვავილები20 hours ago

9 მცენარე რომელიც ჰაერს აუმჯობესებს და სასურველია სახლში 2-3 მათგანი მაინც გვქონდეს!

საკითხავი20 hours ago

უკვე რამდენიმე წელია უთოს არ ვიყენებ. როგორ ვცხოვრობ?

ჯანმრთელობა20 hours ago

ნაწლავის მსუბუქი გამწმენდი. რეცეპტი რომელიც ძალიან ეფექტურია!

ჯანმრთელობა2 days ago

როდის გვჭირდება ანტიბიოტიკები – სასარგებლო დაფა ექიმი კომაროვსკისგან

საკითხავი3 days ago

ჯანსაღ ადამიანს გათხოვება არ სურს. ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის 20 მკაცრი ციტატა

თავის მოვლა3 days ago

„ოქროს ვარსკვლავი“ სტრიებს მოგაშორებთ

საკითხავი3 days ago

რისგან შედგება კარტოფილი ფრი? გაიგეთ სიმართლე!

ჯანმრთელობა3 days ago

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

ჯანმრთელობა3 days ago

სახლში დამზადებული მალამო სისხლჩაქცევებისა და სილურჯეებისთვის

ჰოროსკოპი4 days ago

როგორ გამოვთვალოთ იღბალი. 7 ძირითადი სასიცოცხლო ციკლი

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორც აღმოჩნდა, ხურმის ჭამა ყველასთვის არ შეიძლება! აი, ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული

ჯანმრთელობა4 weeks ago

კვირაში ერთხელ ფეხები ძმარში ჩააწყვეთ – თქვენი ყველა დაავადება გაქრება

სხვა1 week ago

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა2 weeks ago

სიმსივნის საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც მოხუცმა ბაბუამ მომცა. ღირებული მეთოდი მთელ სხეულს კურნავს

ჯანმრთელობა3 weeks ago

იოდის ასეთი სარგებლის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

საკითხავი4 weeks ago

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სხვა3 weeks ago

სიროფი რომელიც თქვენს მხედველობას, სმენას და მეხსიერებას დაეხმარება, ასევე მუცელსაც გაათავისუფლებს ცხიმისგან!

ჯანმრთელობა5 days ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია6 days ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა3 weeks ago

იაპონელი გასტროენტეროლოგი “შეწყვიტეთ ტონობით აბების მიღება, კარგი ჯანმრთელობისთვის ეს სულაც არ არის საჭირო”

ტრენდული